ამერიკელი დედამთილის თხოვნით ვასაჯაროვებ კექსის რეცეპტს, ისეთივე გამოგივათ როგორიც საუკეთესო რესტორნებშია.

563

ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც კაფეში ხაჭოს გულსართიანი მაფინები გავსინჯე. ისინი იმდენად ჰაეროვანი და რბილი იყო, რომ მასთან მიახლოვებული სირბილის კექსის გამოცხობა ვერაფრით გამომივიდა. თუმცა შემდეგ ეს რცეპტი აღმოვაჩინე. ფორმაში გამომცხვარი ხაჭოს კექსი – თითქმის უწონო და დნობადი, უნაზესი ტექსტურა რომელსაც პირველივე ჩაკბეჩით შეიყვარებთ! პაპარაცის ამ სტატიაში მის რეცეპტს შეგასწავლით.

ცომის ინგრედიენტები

  • 200 გრამი ფქვილი
  • 150 გრამი შაქარი
  • 150 გრამი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 150 მილიგრამი რძე
  • მწიკვი მარილი

ხაჭოს კრემის ინგრედიენტები

  • 500 გრამი ხაჭო
  • 100 გრამი შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი
  • ვანილი

მომზადების წესი

1. ჯამში რძე, შაქარი, კვერცხი, გამაფხვიერებელი, ფქვილი, რბილი კარაქი და მარილი მოათავსეთ.

2. ურიეთ მიქსერით სანამ ერთგვაროვან სითხეს არ მიიღებთ.

3. ხაჭოს კრემის მოსამზადებლად ხაჭო, შაქარი, კვერცხი, ვანილი და სუფრის კოვზი სახამებელი შეურიეთ.

4. ნარევი ბლენდერში ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე. მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში. თუ ტომარა არ გაქვთ, უბრალო პაკეტიც გამოგადგებათ – წაჭრილი ბოლოთი.

5. კექსის ფორმა ქაღალდის საკონდიტრო ფორმებში მოათავსეთ.

6. თავიდან მინდოდა, რომ კექსში იმაზე მეტი კრემი ყოფილიყო ვიდრე ცომი. ამიტომ ფორმებში მხოლოდ 1,5 სუფრის კოვზი ცომი მოვათავსე ისე, რომ ფორმის მხოლოდ 1/3 შეავსეს.

7. ახლა საკონდიტრო ტომარა აიღეთ და ცომის ზემოდან კრემი მოასხით.

8. შემდეგ გახეხილი ბანანი დავადე და ცომით დავფარე. თუმცა კექსის მომზადება ბანანის გარეშეც შეგიძლიათ.

9. კექსებიანი ფორმა ქურაში შედგით. 180 გრადუს ტემპერატურაზე ისინი 10 წუთის განმავლობაში ცხვება. შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ 110 გრადუსამდე და კიდევ 25-30 წუთით აცხევთ.

10. მე 12 კექსიანი ფორმა მაქვს. ამ ინგრედიენტებით 24 ცალი კექსი გამოდის. ამიტომ მათ ორ მისვლაზე ვაცხობ.

11. ხაჭოს კექსები მზად არის. გემრიელად მიირთვით და იღბლიან კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ.

კექსი ძალია ნაზი და რბილი გამოდის. მისი მიერთმევა კოლოსალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მხოლოდ 1 ნაკლი აქვს: 24 ცალი კექსი წამებში იჭმევა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს