ზომები რომელიც უნდა მიიღოთ თუ ტიტები არ ყვავილობს და ყვავილის ნაცვლად მხოლოდ ფოთლებია.

0
2575

როდესაც პატარა ვიყავი, გაზაფხულზე სოფელში, ბებოსთან ჩასვლა ძალიან მიყვარდა. დილით გარეთ გამოვიდოდი და თბილი მზს სხივები და ტიტების სასიამოვნო არომატი უკვე მელოდა. ბებია ყოველ კვირტს რუდუნებით უვლიდა, ზრუნავდა ყვავილებზე და ცდილობდა მათ მაქსიმალურად დიდხანს ეყვავილათ. ბებო სულ მეუბნებოდა, რომ ტიტების გაზრდა არც ისე რთული საქმეა, მთავარია რამდენიმე წესი იცოდე. სწორედ მის მიერ გადმოცემულ წესებზე მოგითხრობთ პაპარაცის ამ სტატიაში.

ტიტების გაზრდა

ტიტები ლამაზ ფერებში ყვავიან მაგრამ, მათი მოვლა ყვავილობის დაწყებამდე უნდა დაიწყოთ. როდესაც ამინდი გაზაფხულის პირველი სხივებით გაგახარებთ, შეგიძლიათ თამამად შეიტანოთ სასუქი. ამ დროს მიწაზე შეიძლება თოვლიც იდოს.

1 კვადრატული მეტრი ნაკვეთისთვის დაახლოებით 15-30 გრამი სასუქი დაგჭირდებათ. გამოიყენეთ ყვავილების ნებისმიერი სასუქი. პირველ ჯერზე სასუქი მაშინ უნდა შეიტანოთ როდესაც ჯერ კიდევ თოვლია. მეორედ კი – კვირტების გაჩენისას. სასუქის შეტანის დროს ფრთხილად იყავთ. აჯობებს ის მორწყვის დროს ან წვიამიან დღეს შეიტანოთ რათა ფოთლები და ღერო არ დაზაინდეს.

ნიადაგს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ, რადგან მათზეა დამოკიდებული რამდენად მიიღებს ტიტა თავისთის საჭირო საკვებ ნივთიერებებს. მცენარეს გარეგნულად ეტყობა თუ რა არ ყოფნის.

მაგალითად, თხელი და ჩამოკიდებული ფოთლები – გრუნტში აზოტის უკმარისობაზე მიგვანიშნებს. ამან შეიძლება ფოთლებისა და ღეროს შეწითლება გამოიწვიოს. თუ ფოთლების კიდეები მოლურჯო-მომწვანო ფერში შეფერადდა ე.ი. ნიადაგს კალიუმი და ფოსფორის ელემენტები არ ყოფნის.

ტიტების მოვლა

ტიტებს მოვლისას მნიშვნელოვანია დააკვირდეთ მათ მდგომარეობას. თუ შენიშნეთ, რომ მცენარეს დაავადების ნიშნები აქვს – დროა მის შველას მიჰყოთ ხელი. ამისთვის დაზიანებული მცენარე ფესვიანად ამოთხარეთ, მიწის ნაწილი მიაყოლეთ. იმ ადგილას სადაც ტიტა იზრდებოდა მანგანუმის ხსნარი მოასხით და დაამუშავეთ. ხსნარი 70-100 გრადუსამდე გააცხელეთ. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, პროცესში მცენარე არ უნდა დაზიანდეს.

ტიტები ძალიან სწრაფად იზრდებიან. ვეგეტაციური პერიოდში ისინი არა მხოლოდ მიწის ქვეშ ივითარებენ ფესვებს, არამედ ფესვებს ქვემოთ დამატებითი ბოლქვებიც უვითარდებათ. ამიტომ მცენარეს სასარგებლო ნივთიერებები და საკმარისი წყალი ჭირდება. ტიტა რეგულარულად უნდა მორწყათ, განსაკუთრებით თუ დიდი ხანია არ უწვიმია. ასეთ შემთხვევაში მორწყვა კვირაში 2-ჯერ არის საჭირო.

მორწყვის დროს აუცილებლად გააფხვიერე ნიადაგი, მის ზედაპირზე მიწის ქერქი არ უნდა წარმოიქმნას. მოაშორეთ სარეველა ბალახიც. როდესაც ყვავილობის პერიოდი დასრულდება, პირველ რიგში თესლი მოაცილეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე საჭირო საკვებ ნივთიერებებს ვერ დააგროვებს.

ტიტის მორწყვა ნადგამი, თბილი წყლით აჯობებს. რიგებს შორის საშუალო ზომის არხი გააკეთეთ და წყალი მასში ჩაასხით. პროცედურის შემდეგ არხი დახურეთ მოაყარეთ. ამგვარად წყალი სწრაფად აღარ აორთქლდება.

ტიტის გადარგვა

გამხმარი ტიტა უნდა ამოთხაროთ და გაახმოთ. ამისთვს კარგად განიავებადი ადგილი დაგჭირდებათ. შემდეგ მათ შეინახავთ და აგვისტოში ან სექტემბერში დარგავთ. ამისთვის გააკეთეთ 30 სანტიმეტრის სიგანის და 20 სანტიმეტრის სიღრმის ორმოები, მოაყარეთ სუპერფოსფატი და ზემოდან მიწა მოაყარეთ.

ჯერ მიწაში ყველაზე დიდი ბოლქვები მოათავსეთ. მოაყარეთ მიწა, ხოლო მათ შორის კი მცირე ზომის ბოლქვები მოათავსეთ, შემდეგ ისევ მიწა მოაყარეთ. ეს ტიტის ბოლქვების ყოველწლიურად ამოღებაში დაგეხმარებათ.

Photo credit: GettyImages

ასეთი თანმიმდევრობით ერთ ადგილზე მათი 3-4 წლით გაჩერებას შეძლებთ. თუმცა მხოლოდ იმ პირობით თუ მცენარეს ყურადღებით და სწორად მოუვლით. მაგალითად, არავითარ შემთვევაში არ შეიძლება ნიადაგში ნეშომპალის დარგვის დროს შეტანა.

ტიტების გაზრდა: დაცვა

იმისთვის, რომ ბოლქვი გაყინვისგან დავიცვათ, საჭიროა მისი მულჩირება. გამოგადგებათ მშრალი ბალახი, თივა, ჩალა ან ტორფი. დამცავი საფარის სისქე მინიმუმ 10-15 სანტიმეტრი უნდა იყოს.

ყურადღება მიაქციეთ მცენარის მდგომარეობას. თუ ტიტამ გაყვითელბა ან გახმობა დაიწყო, ეს დაავადების მანიშნებელია. მაგალითად, ბოლქვს შესაძლოა ტკიპა ან სხვა მავნებლები გაუჩნდეს. ფუზარიოზის დროს ბოლქვი ხმება და ნიადაგზე მონაცრისფრო ნალექი ჩნდება.

თუ ბოლქვი გაყვითლებას იწყებს, ზედაპირზე კი მოცისფრო მომწვანო სოკო ჩნდება ესეიგი ტიტა ლპობას იწყებს. ამან შესაძლოა მცენარე მთლიანად დაალპოს. ტიტების მკურნალობის მეთოდი დაავადებაზეა დამოკიდებული, თუმცა თუ სტატიაში მოყვანილ ყველა რჩევას და რეკომენდაციას გაითვალისწინებთ ტიტას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნდება.