რატომ ვყიდულობ მარილს ტომრებით, ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის

2658

როგორ ჩავყაროთ მარილი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, იმისთვის, რომ კარგად გარეცხოს და გაავლოს ჭურჭელი და არც თეთრი ზოლები დატოვოს?!

თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანას ხშირად იყენებთ ალბათ იცით, რომ მისი არჩევა და დაყენება მთავარი საქმე არ არის. მისთვის ხარისხიანი სარეცხი საშუალებებიც გჭირდებათ. თუ საშუალებები ძვირი ღირს მაშინვე ალტერნატივის ძიებას იწყებთ. პაპარაცის ამ სტატიაში ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე ვისაუბრებთ.

Photo credit: Depositphotos

როგორ ჩავყაროთ მარილი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში

ხისტი წყლის გამო ჭურჭლის სარეცხი მანქანა მცირე რაოდენობის ქაფს გამოიმუშავებს, ჩაიდნის კედლებს თეთრი ნალექი უჩნდება, სანტექნიკასა და მის შიდა ზედაპირებზეც ნადები ჩნდება.

Photo credit: Depositphotos

ალბათ ხვდებით, რომ გარეცხვის შემდეგ ზოლებიანი და ნადებიანი თეფშების ქონა არავის სურს. პირადად მე ასეთი შედეგი არ მაწყობს. ამიტომ ბოლო მომენტამდე სარეცხი მანქანის მარილს “Finish”-ს ვიყენებდი.

ჭურწლის სარეცხი მანქანების უმეტესობას მარილისთვის ცალკე განყოფილება აქვს. მარილი სწორედ ამ კონტეინერში უნდა ჩაყაროთ ინსტრუქციისამებრ.

პირველი ჩაყრისას კონტეინერი წყლით უნდა გაავსოთ, შემდეგ კი მარილი დაუმატოთ.

როდესაც მარილი დამთავრდება, პანელზე წითელი ინდიკატორი აინთება. ამის შემდეგ შეგიძლიათ მარილი დაუმატოთ. რამდენმე დამატების შემდეგ, ისევ პირველ პროცედურას იმეორებთ – ასხავთ წყალს და უმატებთ მარილს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა მარილით კარგად მუშაობს და არც ნადებს იკეთებს. ხისტი წყლის კვალი ჭურჭელზეც არ რჩება. თუმცა ამ მეთოდს ერთი ნაკლი აქვს – საკმაოდ ძვირია.

ალტერნატივა

ერთხელ მეგობართან 2 კილოგრამიანი მარილის ტომარა შევნიშნე. დავინტერესდი თუ რა იყო მასში. მეგობარმა კი მითხრა, რომ ეს წყლის დამარბილებელი მარილია. თუ მწარმოებელს დავუჯერებთ, ის არც დანამატებს შეიცავდა და წყალშიც უფრო ნელა იხსნებოდა. ამის წყალობით კი ეს საშუალება უფრო ეკონომიურია. 25 კილოგრამიანი ტომარა საკმაოდ იაფი ღირდა.

ამ ტომრის შეძენით 3-4-ჯერ უფრო იაფად გამოხვალთ, რაც საკმაოდ კარგი ალტერნატივა გამოდის და ჭურჭლის რეცხვის დროს სხვაობაც არ შეიმჩნევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს