როდესაც პოლონეთში ვმუშაობდი, ძალიან ძნელი და საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამ პერიოდში ვისწავლე ქურაში გამომცხვარი უგემრიელესი კექსის რეცეპტი. გადაჭარბების გარეშე, ეს ერთერთი ყველაზე კარგი რეცეპტია რომელთანაც განშორებას არაფრით ვისურვებდი. ამ კექსს პოლონეთში ცვიბაკს უწოდებენ. პაპარაცის ამ სტატიაში სწორედ ამ დესერტის რეცეპტს წარმოგიგდენთ.
ქურაში გამომცხვარი გემრიელი კექსის რეცეპტი
იგრედიენტები:
- 3 ცალი კვერცხი
- 1 ჭიქა (200 გრამი) შაქარი
- 125 გრამი (ნახევარი შეფუთვა) მარგარინი ან კარაქი
- 1 ჭიქა კარტოფილის სახამებელი
- 4 სუფრის კოვზი ფქვილი
- 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 2 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
- 2 სუფრის კოვზი ძმარი
- ვანილი გემოვნებით
- ლიმონის წვენი და ცედრა გემოვნებით
- 100 გრამი შაქრის ფხვნილი
მომზადების წესი
1. ჯამში კვერცხი გატეხეთ და შაქარი დაუმატეთ.
2. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ.
3. დამდნარი, გრილი კარაქი /მარგარინი, სახამებელი, ფქვილი და მცენარეული ზეთი ერთმანეთში აურიეთ.
4. დაუმატეთ ძმარი, გამაფხვიერებელი, ვანილი, წვენი და ლიმონის ცედრა. მოზილეთ ცომი. ის სქელი არაჟნისებური უნდა იყოს.
5. ცომი კექსის ფორმაში გადაიტანეთ (იდეალური ზომა 10/20 სანტიმეტრია). აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ფორმაში 45-65 წუთი. მზაობა კბილის ჩხირით ან ასანთით შეამოწმეთ.
6. ცხელ კექსს ლიმონის წვენი გადაუსვით (1 ჩ.კ.) და შაქრის პუდრა მოაყარეთ.
ეს კლასიკური ვარიანტია. სურვილისამებრ ცომს შეგიძლიათ ქიშმიში, კოწახური, თხილი, ცუკატი, შოკოლადი და სხვადასხვა ჩირები დაუმატოთ.
გემო და არომატი შეუდარებელია, ჩაკბეჩისას პირში დნება და იდეალურია კაკოსთან მისატანებლად.
რჩევები დიასახლისებისთვის
როგორ მოვამზადოთ ლიმონის წვენი კექსისთვის?! აურიეთ ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა. ოდნავ გააცხელეთ ისე, რომ პუდრა დადნეს. შემდეგ მიღებული ხსნარი კექსს გადაუსვით. შეგიძიათ ლიმონიც გამოიყენოთ.
როგორ მოვხარშოთ კაკაო. რძე ცეცხლზე შემოდგით (420 გრამი) და კარგად გააცხელეთ. ცალკე აურიეთ 1 სუფრის კოვზი მუქი კაკაო და 80 გრამი გაცხელებული რძე. კაკაო მასში კარგად უნდა გაიხსნას. შემდეგ ეს ხსნარი ცხელ რძეში გახსენით. აურიეთ, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და წამოადურეთ. სულ ეს არის! პროპორცია მოცემულია 0,5 ლიტრ რძეზე.
რომელი ძმარი გამოვიყენოთ ნამცხვრებში? ამისთვის შესანიშნავია ვაშლის ან ღვინის 5%-იანი ძმარი.
აუცილებლად გამოცხვეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული კექსი. ის თქვენს კულინარიულ რვეულში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.