რა შეიძლება იყოს ნათესავებს შორის უდიერი დამოკიდებულების მიზეზი?! განსაკუთრებით თუ საქმე ოჯახს ეხება. სამწუხაროდ ასეთი რამე ხშირად ხდება.
დღევანდელი ისტორიის გმირი მარინეა რომელიც ძმისა და რძლის მხრიდან სერიოზულ გულგრილობასა და უპატივცემულობას შეეჯახა. ისინი ხანში შესულ დედას იყენებენ და მოსვენებას არ აძლევენ. მარინემ არ იცის როგორ იხსნას ხანში შესული დედა ამ სიტუაციისგან.
“როდესაც პატარა ვიყავი, მამა ჩვენი ოჯახიდან სხვა ქალთან წავიდა. ამან დედაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია. ის ცდილობდა ისე მოქცეულიყო თითქოს ყველაფერი რიგზეა. საქმე იმაშია, რომ დედა ძალიან რბილი და უკონფლიქტო ადამიანია. მან უბრალოდ მიიღო ის ფაქტი, რომ განქორწინებულია და ასეც უნდა იყოს.
ჩემმა უფროსმა ძმამ სახლის უფროსის როლი მოირგო და მოეწონა კიდეც. ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით რადგან არასდროს სურდა პრობლემების მშვიდი გადაწყვეტა. როდესაც ჯარიდან დაბრუნდა მასთან ცხოვრება აუტანელი გახდა. ის უფრო სერიოზული და უხეში გახდა.
მასთან ერთად ცხოვრება ვერ შევძელი და პირველივე შესაძლებლობისთანავე მშობლების სახლიდან წავედი. ქალაქში სწავლა ჩემთვის ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა. იქ ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცოლად გავყევი და საცხოვრებლად სახლიდან შორს გადავედი.
მაშინ არ ვიცოდი, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყებოდა როდესაც ჩემი ძმა დაქორწინდებოდა. მან ცოლად ნამდვილი ეშმაკი მოიყვანა! ეს მას ქორწილშივე ეტყობოდა. ძალიან გამომწვევად იქცეოდა და პრეტენზიებს აცხადებდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემი ძმა არასდროს ეწინააღმდეგებოდა და ყოველ მის მითითებას ასრულებდა.
ჩემთვის ამ ყველაფრის მისახვედრად მათთან 2 დღით გაჩერებაც საკმარისი აღმოჩნდა. რძალი დედაჩემს ისე ექცეოდა როგორც მოსამსახურეს. ბრძანებებს გასცემდა და ასწავლიდა როგორ უნდა მოქცეულიყო სახლში. მიუხედავად იმისა, რომ თავად არაფრის კეთება იცის: ჭურჭელს არასდროს რეცხავს და არც ქურასთან მიდის. ძალიან მეცოდება დედა, იმიტომ, რომ ის ამ ყველაფერს ითბენს და რძალს არაფერს ეუბნება. მე ვიცი თუ როგორ უჭირს.
რძალთან ერთად ცხოვრება
როდესაც ჩემს ძმას შვილი შეეძინა, დედა მის ძიძად იქცა. რძალს არაფერი აინტერესბდა, არც კი უკითხავს დედას თავად სურდა ეს თუ არა. დედამ ერთი ამბავი მომიყვა რომელიც ცოტა ხსნის წინ მოხდა:
ის ცუდად გახდა, იწვა და თავის საყვარელ სერიალს უყურებდა. ოთახში რძალი შევიდა და ტელევიზორი დემოსტრაციულად გამორთო, თქვა, რომ დროა ბავშვი გაასეირნოს. ის არც კი დაინტერესდა თუ როგორ გრძნობდა თავს დედა! მან ფაქტის წინაშე დააყენა მოხუცი და ქუჩაში გაგზავნა.
დედას არ მოესურვა მასთან ჩხუბი და კამათი. ის ნებისმიერ პრეტენზიას ასრულებდა, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო. ძმას კი არ აინტერესებდა როგორ გრძნობდა თავს დედა, ის მხოლოდ ცოლის სურვილებზე ფიქრობდა. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ჩემს ძმას დავურეკე მან კი მითხრა, რომ უბრალოდ დედას მიჰქონდა ყველაფერი გულთან ახლოს.
დედას ჩემთან გადმოვიყვანდი საცხოვრებლად მაგრამ, ამის გაკეთება არ შემიძლია რადგან ჩვენი ბინა ძალიან პატარაა და ბავშვსაც ველოდებით. აქ კიდევ ერთი ადამიანი უბრალოდ ვერ დაეტევა.
არ ვიცი როგორ მოვიქცე, რადგან ჩემი ძმა კონტაქტზე არ გამოდის და თხოვნის იგნორირებას აკეთებს. დედა კი ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა. არ უნდა, რომ მის გამო ვდარდობდე და ვნერვიულობდე. მე ხომ ვხედავ რა ცუდად არის და ყოველდღე უფრო და უფრო რთულდება სიტუაციაც.
როგორ გამოვაფხიზლო ძმა და რძალი!? ნუთუ დედას სულ მოუწევს მათი დამოკიდებულების ატანა?! სასოწარკვეთილი ვარ და არ ვიცი როგორ მოვიქცე.
პაპარაცის რედაქციისგან
სიტუაცია მარტივი არ არის. გალინას ადგილზე პირველ რიგში დედას გავესაუბრებოდით. სანამ ის თავად არ ისურვებს თავდაცვას და რძლის პროვოკაციებს მშვიდად შეხვდება, მათ თავდასხმებს ბოლო არ გამოუჩნდება.
ასევე შეიძლება კონტაქტის პირდაპირ რძალთან დამყარებაც. თუმცა ამას დრო და მოთბინება ჭირდება.
თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩვენი გმირის ადგილზე? კარგი იქნება თუ მას რჩევას მისცემთ. ველით თქვენს კომენტარებს!