რა მოხდა როდესაც სამი დღით დავიკარგე: გარშემომყოფთა შემოწმება

132

როგორ უნდა მიხვდეთ თუ ვისთვის ხართ მნიშვნელოვანი?! ფსიქოლოგები გვირჩევენ მარტივი გზა ავირჩიოთ: სამი დღით კავშირზე არავისთან გავიდეთ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ადამიანი ამ დროის განმავლობაში აუცილებლად გაგიხსენებთ და ეცდება როგორმე დაგიკავშირდეთ, დარეკოს ან მოგწეროთ, ბოლოს კი შეწუხდება და სტუმრადაც მოვა…

Photo credit: Depositphotos

პაპარაცის რედაქციამ ეს ისტორია ინტერნეტში მოიპოვა და ახლა თქვენც გაგიზიარებთ. სამწუხაროდ წყაროში მითითებული არ არის თუ საიდან არის ისტორიის მთავარი გმირი, ცნობილია მხოლოდ მეთოდი რომლის შესრულებასაც სულ სამი დღე ჭირდება.

მნიშვნელოვანი ადამიანები

გოგონა დარწმუნებული იყო, რომ მის გარშემო მხოლოდ შესანიშნავი ადმაიანები ტრიალებდნენ და ყველა ჭკუას კარგავდა მასზე. მას ხომ ამდენი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.

Photo credit: Depositphotos

მისი აზრით ექსპერტების აზრი სისულელე იყო და სამდღიანი გაქრობის პრობლემა მას არ ეხებოდა. ის ერთი დღეც რომ გამქრალიყო მაშინვე ყველა შენიშნავდა.

ბოლოს გოგონამ მაინც გადაწყვიტა ეს ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, მხოლოდ იმიტომ, რომ დაემტკიცებინა, რომ მართალია.

Photo credit: Depositphotos

ყოველგვარი ახსნების გარეშე მან სოციალურ ქსელში ყველა ანგარიში გააუქმა. შემდეგ ტელეფონზე უხმო რეჟიმი ჩართო და მაგიდის უჯრაში შეინახა. მომდევნო 72 საათის განმავლობაში გადაწყვიტა არც შეტყობინებებზე და არც ზარზე არ ეპასუხა.

სამი დღის განმავლობაში ის თავისი საქმეებით იყო დაკავებული. დადიოდა კინოში, სეირნობდა და კითხულობდა თუმცა სულ ექსპერიმენტებზე ფიქრობდა.

Photo credit: Depositphotos

ფიქრობდა ვინ შეაწუხებდა მას, ვინ მიწერდა პირველ შეტყობინებას და რამდენჯერ დაურეკავდა. ადრე მსგავსი რამ მას არასდროს გაუკეთებია და მუდამ ხაზზე იყო.

ექსპერიმენტის შედეგი

დადგა მნიშვნელოვანი მომენტი. მან შეხედა საათს და მაგიდის უჯრასთან მივიდა. აიღო ტელეფონი. 17 გამოტოვებული ზარი და ბევრი მესიჯი დახვდა. ფაქტია – ეს ექსპერიმენტი მისთვის არ არის. ის უფრო მეტ ყურადღებას ელოდა.

Photo credit: Depositphotos

როგორ შეიძლება ამდენი დღით გაქრე და არავინ შეგეხმიანოს?! როგორ შეიძლება ესე მარტივად დაავიწყდე ვინმეს?! როგორ შეიძლება არ ინერვიულონ შენზე?!

მან გახსნა გამოტოვებული ზარების სია და ნახა, რომ ისინი ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. შეტყობინებებიც მისგან იყო. ვინ იყო ეს ადამიანი?! დედა.

Photo credit: Depositphotos

ამ ექსპერიმენტმა ეს გოგო სრულიად შეცვალა. იმედი გვაქვს, რომ უკეთესობისკენ შეიცვალა. იმედი გვაქვს უკეთ დააფასა დედა, თავისი ყველაზე ახლობელი ადამიანი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით არის.

მსგავსი ექსპერიმენტი ხშირად არ უნდა ჩაატაროთ, თუმცა ერთხელ ცდად ნამდვილად ღირს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს