გამოცდილმა დიასახლისებმა მწვანე წიწიბურას მომზადება შესანიშნავად იციან. თუმცა დიდი ალბათობით, წიწიბურას ნამცხვრის მომზადება არავის უცდია.
აღმოჩნდა, რომ „მარცვლეულის დედოფალი“ შეიძლება საკმაოდ დახვეწილი კერძის საფუძველი გახდეს, რომლის გატანაც სადღესასწაულო სუფრაზე არ შეგრცხვებათ.
როგორ მოვამზადოთ მწვანე წიწიბურა
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 100 გრ ფინიკი უკურკოდ
- 100 გრ შემწვარი მიწისთხილი
- 40 გრ თბილი წყალი
- მართკუთხა ფორმა 19×19 სმ
- მცენარეული ზეთი ფორმაზე წასასმელად
- პერგამენტის ქაღალდი
- კაკაო გასაფორმებლად
კრემის ინგრედიენტები:
- 250 გრ მწვანე წიწიბურა
- 500 მლ რძე
- 5 ფინიკი
- მწიკვი მარილი
- ვანილი დანის წვერით
- 1 ჩ/კ ხსნადი ყავა
მომზადება:
1. ფორმას ცხიმი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
2. ბლენდერის ჭიქაში უკურკო ფინიკი და გასუფთავებული, შემწვარი მიწისთხილი აურიეთ. ნარევი ძალიან მშრალი რომ არ გამოვიდეს, ცოტა თბილი წყალი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
3. მიღებული ფაფა ფორმაზე თანაბრად გადაანაწილეთ. კრემის მომზადებამდე საყინულეში შეინახეთ.
4. უკურკო ფინიკი ცოტა რძეში ჩაალბეთ.
5. ყავის საფქვავით მწვანე წიწიბურა დაფქვით.
6. დარჩენილი რძე და ფქვილი სქელძირიან ქვაბში აურიეთ.
7. ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით და აურიეთ, ნარევი გასქელებამდე მიიყვანეთ. ამაზე დაახლოებით 5-7 წუთი დაგჭირდებათ.
8. გასქელებული ნარევი დააბლენდერეთ. რძეს წინასწარ ჩალბობილი ფინიკი, მარილი, ვანილი, ხსნადი ყავა დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
9. ფორმა საყინულიდან გამოიღეთ და ათქვეფილი მასა ფორმას მოასხით. მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.
10. საკვები პარკი გადააფარეთ და 1 საათით საყინულეში შეინახეთ.
11. დროის გასვლის შემდეგ დესერტი გამოიღეთ და პორციებად დაჭერით.
12. ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ მწვანე წიწიბურა ერთ–ერთი ყველაზე უჩვეულო მეთოდით.
დესერტში მწვანე წიწიბურას გამოყენების წყალობით წიწიბურას სპეციფიკური გემო არ იგრძნობა. დესერტს სასიამოვნო სუნი და ორიგინალური ნაზი გემო აქვს. გემრიელად მიირთვით. წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ!