დედამთილი გამიბრაზდა, რომ მისი გაყინული ალუბალი უკითხავად ავიღე

0
1552
photo credit: pixabay

ყველაზე სასაცილოა, რომ უკან მოხედვისას ბევრს არ ახსოვს, თუ რატომ იჩხუბეს და შეწყვიტეს ურთიერთობა. გახსენებისას ხვდებიან, რომ დათმობაზე წასვლით ამის თავიდან აცილება შეეძლოთ. ბევრმა არ იცის, როგორ შერიგდნენ დიდი კამათის შემდეგ. ხშირად ასე, დიდი ხნით ახლობელთან კონტაქტს კარგავენ. Paparazzi.ge-ს რედაქცია გიზიარებთ რძალ–დედამთილის შესახებ ერთ უცნაურ ისტორიას.

როგორ შევრიგდეთ დიდი კამათის შემდეგ

ოდესღაც ერთ წყვილთან ახლოს ვიყავი. მათ მათი ცხოვრების უცნაური ისტორია მიამბეს.

ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, როცა 20 წლის იყვნენ. ბინას დიდხანს ეძებდნენ, მაგრამ შესაფერისი ვერაფერი იპოვეს. მცირე ბიუჯეტი ჰქონდათ და დედამთილმა მასთან ცხოვრების უფლება მისცა.

photo credit: pixabay

ერთად კარგად ცხოვრობდნენ, პრობლემები არ ჰქონდათ. დედამთილი რძალს თანდათან ასწავლიდა, ისიც არ ეწინააღმდეგებოდა. გოგონას რბილი ხასიათი ჰქონდა: დედამთილს უსმენდა, მაგრამ ყოველთვის თავისებურად აკეთებდა. ნაწყენი არავინ რჩებოდა.

ერთხელ, როცა ოჯახის წევრები სამუშაოდ წავიდნენ, გოგონა სახლში მარტო დარჩა. გაიღვიძა და საყინულეში ალუბლის დანახვისას ვარენიკების მომზადება ძალიან მოუნდა.

photo credit: pixabay

ალუბალი დედამთილის იყო და წინასწარ დაურეკა, რომ მისი გამოყენების ნებართვა ეთხოვა. თუმცა იმ მომენტში დედამთილმა არ უპასუხა. ცოტა ხანს ელოდა და შემდგ მთელი მთა ვარენიკები სწრაფად გააკეთა. ოჯახში ვარენიკებს ხშირად აკეთებდნენ, ამიტომ 1 საათში საქმეს მორჩა. საკუთარი თავისთვის, ქმრისთვის და დედამთილისთვის მოამზადა. ფიქრობდა, რომ სახლში დაბრუნებისას გაუხარდებოდათ და ერთად მიირთმევდნენ. მაგრამ ასე არ მომხდარა.

photo credit: pixabay

ქმარი მოვიდა და გაუხარდა. ვარენიკებით ორივე ლოყა გაივსო, იმდენად მოეწონა. მარია ბედნიერებისგან პირდაპირ ასხივებდა და დედამთილს ელოდა. დედამთილი კი მოსვლისას უცნაური ხმით აყვირდა. მარიას ღიმილი სახეზე გაეყინა. აღმოჩნდა, რომ ალუბალს ღვეზელისთვის ინახავდა, რომლის გამოცხობას დაბადების დღისთვის აპირებდა.

photo credit: pixabay

საღამო ჩაიშალა. რძალი მთელი ღამე ტიროდა. ბიჭმა იფეთქა და სახლიდან გადასვლა გადაწყვიტა.

photo credit: pixabay

დედასთან ურთიერთობა თითქმის ერთი წელი გაწყვეტილი ჰქონდათ, მაგრამ ახალ ბინაში გადასვლისას მისი დაპატიჟება გადაწყვიტეს. დედამ მურაბებით სავსე დიდი თასი მოიტანა. ყველამ იცინა და გემრიელად მიირთვა.

რედაქციისგან

აი, როგორ მოაგვარა ბრძენმა ქალმა საშინელი კონფლიქტი. მათ ყოველდღიური წყენის დავიწყება შეძლეს. და მაინც, სჯობს მშობლებისგან ცალკე იცხოვროთ. თქვენ როგორ აგვარებთ ოჯახში კამათს? თავს იკავებთ თუ ყვირით და შემდეგ ბოდიშს იხდით? მოგვწერეთ კომენტარებში.