ის, თუ სტუმრად ყოფნისას როგორ ზიხართ, თქვენზე ბევრ რამეს ამბობს

323

ყველა ადამიანი განსხვავებულია. ფსიქოლოგები ამას მუდმივად გვახსენებენ და სხვადასხვა არგუმენტებს გვაწვდიან. ჩვენი დღევანდელი ტესტი თქვენზე ყველაფერს გიამბობთ იმის მიხედვით, თუ სტუმრად ყოფნის დროს როგორ ზიხართ. თუმცა ყველაფერი ძალიან სერიოზულად არ აღიქვათ, რადგან ეს არა ფსიქოლოგიური, არამედ გასართობი ტესტია. ამასთან ყველასთვის ცნობილია, რომ თითოეულ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი არსებობს.

„პაპარაცი“ გთავაზობთ საკუთარ თავზე ცოტა რამ გაიგოთ. უბრალოდ აირჩიეთ ის პოზა, რომელიც თქვენ ყველაზე უფრო შეგეფერებათ.

1. ლატენტური ავანტიურისტი

თქვენ დახვეწილი, ელეგანტური და ამავდროულად გულახდილი ადამიანი ხართ. სჯობს ვალერიანკაზე უფრო ძლიერი არაფერი დალიოთ, თუ არადა ამ პოზაში ოღონდ თვადაყირა და ჭერზე ჩამოკიდებული იქნებით.

2. ვერბალური მანიაკი

თქვენ ემოციური ადამიანი ხართ. ვნებიანად ცხოვრება გიყვართ და ამიტომ სხვებს ყოველთვის იზიდავთ. ზოგჯერ პირის დაკეტვა გიჭირთ, რის გამოც ხშირად ბევრ საჭმელს გთავაზობენ, რომ სიჩუმით ცოტა ხნით მაინც დატკბნენ.

3. ძენის გაგება

თქვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და იოგაში ახალბედა ხართ. მაშინაც კი, თუ ახლა ასე არაა, მომავალში სწორედ ასეთი გახდებით.

4. ხავერდოვანი მიწების მბრძანებელი

თქვენ დომინირებას და ძალაუფლების შეგრძნებას მიჩვეული ხართ. ძირითადად, რბილ საგნებზე მბრძანებლობას.

5. თვითმყოფი მუდმივი ძრავა

თქვენ არასტანდარტული პიროვნება ხართ. იმდენად არაორდინალური რომ, ბევრი თქვენგან უბრალოდ შოკშია. ყოველთვის მოხდენილი ფორმები გაქვთ, რადგან ასეთ პოზაში ჭამა რთულია.

6. თავისიანი ყველასთან

წარმოუდგენლად კომუნიკაბელური ადამიანი ხართ და გრძელვადიანი საუბრები გიყვართ. სწორედ ამიტომ, სტუმრად წასვლაზე და იქ ღამით დარჩენაზე გიჟდებით. მაგალითად, 1-2 თვე სხვასთან სტუმრობაზე უარს არ იტყოდით.

7. კომფორტის ზონის ადგილობრივი მაცხოვრებელი

თქვენ ინტროვერტი ხართ. დიდ კომპანიაში თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ასეთი სტრესის გამო თავი მუშაობას წყვეტს, მაგრამ არა ყველაფერი – ჭამა შეგიძლიათ.

8. ვირტუალური მზაკვარი

ინტრიგები, ფარული თამაშები და ძალაუფლება ძალიან გიყვართ. როგორც იქნა ესტუმრეთ, რადგან თქვენი საყვარელი სერიალი დასრულდა და ახლა რეალობაში დაბრუნდით.

9. ადამიანი-მრისხანება

კომუნიკაბელური ხართ და სტუმრად ყოფნა გიყვართ, რადგან სხვებს აუცილებლად უნდა უთხრათ ის, რაც გულში გაქვთ. იმის გამო, რომ თქვენი სიტყვიერი შადრევანი და ძალადობრივი ჟესტები, რის გამოც ყველაფერი ტყდება და ცვივა, მასპინძელი უკიდურეს ზომებს მიმართავს.

10. სასოწარკვეთილი ჭეშმარიტების მთხრობელი

თქვენ სტუმრად არ დადიხართ (და არა არ გპატიჟებენ). თქვენ თვითკმარი, დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, რომელიც ადამიანებს მხოლოდ სიმართლეს ეუბნება და ამისთვის სარკაზმს და გესლიან სიტყვებს იყენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს