რა მოხდება თმა ლოსიონით, რომ გავისქელოთ

0
308

ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაისქელოთ თმა. სქელი, ლამაზი თმა ხომ ნებისმიერი გოგონას ოცნებაა. თუმცა სამწუხაროდ, ყველას არ გამოსდის სასურველი შედეგის მიღება. კი მაგრამ, რატომ?!

Photo credit: Depositphotos

ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც მაღაზიის თაროები სავსეა სხვადასხვა კოსმეტიკითა და თავის მოვლის საშაულებებით, თუმცა ყველა ლამაზი და ძვირი ფლაკონი თავის დანიშნულებას ვერ ამართლებს! ახალგაზრდა გოგონებისა და მოწიფული ქალბატონების უმეტესობა ჯერ კიდევ ხალხურ საშუალებებს ირჩევს თავის მოსავლელად. პაპარაცის ამ სტატიაში სწორედ ამ საკითხს შევეხებით!

როგორ გავასქელოთ თმა

პირდაპირ გაფრთხილებთ, რომ ხალხური საშუალებები შედეგს პირველსავე გამოყენებაზე ვერ მოგცემთ. ამიტომ აღიჭურვეთ მოთბინებით და პროცედურები რეგულარულად ჩაიტარეთ. სილამაზეს სისტემატიურობა მოსწონს!

თმის ნატურალური ნიღბები

ოროვანდის ზეთის შესახებ ყველას გვსმენია. ეს საშუალება ნამდვილად გასაოცარ შედეგებს იძლევა. შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ზეთი სახლის მაიონეზსა და 3 კვერცხის გულს შეურიოთ და იდეალური კონსისტენციის თმის ნიღაბს მიიღებთ.

ის თმის მთელს სიგრძეზე დაიტანეთ და შემდეგ თავზე საკვები ცელოფანი და პირსახოცი შემოიხვიეთ. ნახევარი საათის შემდეგ თავი შამპუნით დაიბანეთ და არ დაგავიწყდეთ კონდიციონერის გამოყენებაც. ასეთი ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ.

Photo credit: Depositphotos

კვერცხის გულით კიდევ ერთი მარტივი ნიღბის დამზადება შეგიძლიათ. 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ხახვის წვენი და 1 კვერცხის გული ერთგვაროვნებამდე აურიეთ. ეს საშუალება შეგიძლიათ არა მხოლოდ თმაზე არამედ თმის კანზეც დაიტანოთ. ის შესანიშნავად ებრძვის კანის სხვადასხვა პრობლემებს. თმასა და თავზე ნიღაბი 15 წუთზე დიდხანს არ უნდა გაიჩეროთ.

თმის ზრდის დასაჩქარებლად და გასასქელებლად შეგიძლიათ კეფირი გამოიყენოთ. ნიღბის მოსამზადებლად 1 ჭიქა კეფირს 1 ჩაის კოვზი კაკაო და 2 კვერცხი დაუმატეთ. შემდეგ ვიზუალურად დაყავით ნარევი და 4 ნაწილად დაიტანეთ თავზე. ჯერ თავის კანზე, როდესაც ის გაშრება დაიტანეთ მეორე ფენა. შემდეგ კი იგივე პრინციპით მომდევნო ორი წილი ნიღაბიც წაისვით.

როდესაც ოთხივე ფენა გაშრება, თმები პირსახოცში შეიხვიეთ და 30 წუთით დაიცადეთ. ნიღაბი რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირას რამდენჯერმე გაიმეორეთ. 3 თის შემდეგ ცვლილება თვალშისაცემი გახდება.

რატომ არის თმა თხელი?

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ორგანიზმში ყველაფერი კავშირშია. თუ თმა გცვივათ ეს არ ნიშნავს, რომ ჯადოსნური შამპუნი გიხსნით. პრობლემა პირველ რიგში თქვენს ცხოვრების წესში იმალება. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს, ძილის რეჟიმს. კვება რეგულარული და ბალანსირებული უნდა იყოს.

Photo credit: Depositphotos

უარი თქვით თმის შეღებვაზე. არასდროს დაივარცხნოთ თმა თერმო დაცვის გარეშე. ნურც ბევრ საშუალებებს გამოიყენებთ! ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიჭიროთ. არასდროს დაივარცხნოთ სველი თმა და ნურც ფენით გადააშორბთ მათ!

გახსოვდეთ, რომ დროდადრო აუცილებლად უნდა მოიჭრათ გაყოფილი ბოლოები. ბევრი გოგონა აიგნორებს ამ პროცედურას რადგან თმის დამოკლება არ სურთ. თუმცა სწორედ ამ პრობლემის მოგვარება აჩქარებს თმის ზრდას.

Photo credit: Depositphotos

ნუ დააიგნორებთ ქერტლის ან სხვა კანის პრობლემის გაჩენას. აუცილებელია დროულად მოახდინოთ რეაგირება სპეციალისტი-ტრიქოლოგის მეშვეობით. დროულად მიმართეთ სპეციალისტს. ის მიგითითებთ თუ რომელი ანალიზები უნდა აიღოთ და როგორ მოიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში. ექიმი შამპუნისა და კონდიციონერის შერჩევაშიც დაგეხმარებათ.

როგორ გავისქელოთ თმა: თმის სტილისტის რჩევა

ერთხელ ჩემმა სტილისტმა მირჩია საკმაოდ საინტერესო საშუალება. საკმაოდ ძვირი საშუალებაა. თმის მოცულობის გასაზრდელი ლოსიონი. მისი გამოყენებისას ჩამორეცხვა საჭირო არ არის და მასში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები შედის რომლებიც თმას უფრო ამაგრებს და აძლიერებს. შედეგად თმა ვიზუალურად უფრო მოცულობითი და სქელი ხდება.

ასეთ ლოსიონებში ბევრი საკვები ნივთიერება და ზეთები შედის: ჟოჟობა, არგანი, მწვანე ჩაი, გერანი და ა.შ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი და იგივე საშუალება ყველა ტიპის თმას არ უხდება. თუ სწორი და მოცულობითი, სქელი თმა გაქვთ, ალბათ ხვდებით, რომ მსგავსი ლოსიონები უბრალოდ არ გჭირდებათ. მშრალი, მტვრევადი და თხელი თმის ქონის შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა შეარჩიოთ მსგავსი საშუალება.

თქვენ უკვე იყენებთ ლოსიონებსა და ნიღბებს?! იმედი გვაქვს თქვენს გამოცდილებას კომენტარებში გაგვიზიარებთ.