როდესაც ახლობლებთან მივდივართ და ვაფლის პირსახოცი გვხვდება ნამდვილ ბედნიერებას ვგრძნობთ. ალბათ ყველა დიასახლისს აქვს მსგავსი პირსახოცი შემონახული. ზოგიერთი ქალბატონი კი ვაფლის ქსოვილს მეტრობით ყიდულობს.
პაპარაცის რედაქციას გაუკვირდა როდესაც ეს მარტივი და არც ისე ძვირი მატერია ასეთი პოპულარული აღმოჩნდა. ჩვეულებრივ ეს ქსოვილი ხელის საწმენდად გამოიყენებოდა. მახსოვს, რომ ის წყალს ძალიან კარგად იწოვდა, ახლა კი სულ სინთეთიკური ქსოვილები იყიდება.
ვაფლის ქსოვილი
გავიგეთ, რომ ქალები ვაფლის ქსოვილს მეტრობით ყიდულობენ იმის შიშით რომ შემდეგ ვეღარ იპოვიან. ჩვენი სტატიის გმირი ერთ შეძენაზე 10 მეტრ ვაფლის ნაჭერს ყიდულობს რომელიც მას თითქმის მთელი წელი ჰყოფნის. რადგან ეს ქსოვილი ასეთი მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ ამის შესახებ მოგვეთხრო. როგორც ჩანს ამ ქსოვილს ტყუილად არ ანიჭებენ ამხელა უპირატესობას.
ჩვენი სტატიის გმირი ამბობს, რომ ნაყიდ ქსოვილს 30×40 სანტიმეტრის ნაჭრებად ჭრის და მათგან პირსახოცებს აკეთებს. მათი მოხმარება ძალიან პრაქტიკულია. გარკვეული დროის შემდეგ ძველს აგდებს და ახლის გამოყენებას იწყებს. შეგიძლიათ ის არც კი გარეცხოთ და პირდაპირ გადააგდოთ.
გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს. აქ ნახავთ თუ როგორ შეიძლება ვაფლის ქსოვილის გამოყენება. დარწმუნებულები ვართ, რომ გამოგადგებათ!
1. სამზარეულოს ზედაპირების გასაპრიალებლად. ჩვეულებრივ მას მაგიდის გადმოსაწმენდად ვიყენებთ, მისი პლიუსი ისიც გახლავთ, რომ დაღვრილ სითხეს ღრუბელზე უკეთ იწოვს!
2. ვაფლის პირსახოცით ჭურჭლისა და ბროლის გაპრიალებაც შეიძლება. ვაფლის ნაჭერი მათ წამებში უბრუნებს ბზინვარებას.
3. ეს ხელსახოცი ფანჯრებისა და სარკეების საწმენდად იდეალურია. როგორც კი სითხით გაწმენდთ, მას მშრალი ვაფლის ნაჭერი გადაუსვით, მცირე ზომის ზოლიც კი არ დარჩება.
4. ფეხსაცმელს შეგიძლიათ კრემი წაუსვათ და ვაფლის ნაჭრით გააპრიალოთ.
5. ზოგჯერ მისით მტვრის გადმოწმენდაც შეგიძლიათ.
6. ცხოველის ტუალეტის რეცხვის შემდეგ მისი ჩაფენაც შეგიძიათ რადგან ის სითხეს შესანიშნავად იწოვს.
7. გამომცხვარ დესერტსაც ვაფლის ნაჭერი გადააფარეთ.
ამ ქსოვილისგან ჩემი მეგობრები ხალათს იკერავენ. ზოგი წინსაფრად იყენებს. მოკლედ რომ ვთქვათ ეს ქსოვილი მართლაც უნივერსალურია!
მამაკაცები მათ მანქანის საწმენდად იყენებენ, ის უფრო იაფია და სპეციალურ ხელსახოცებში ფულის ხარჯვა საჭირო აღარ არის. სალონში მტვრის გაწმენდა თუ დაგჭირდათ – ამ შემთვევაშიც გამოგადგებათ!
პაპარაცის რედაქციისგან
როგორც ხედავთ ფანტაზია ბევრს წვდება. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში თუ თქვენ როგორ იყენებთ ვაფლის ქსოვილს და თქვენთვის რა უფრო მოსახერხებელია: ქაღალდის ხელსახოცი თუ ვაფლის ნაჭერი?! ამბობენ, რომ ვაფლის მოდიდან გადავიდა თუმცა როგორც ხედავთ, ბევრი დიასახლისისთვის ის ჯერ კიდევ აქტუალურ მატერიად რჩება.