ზოდიაქოს ნიშნებს შორის ვინ უნდა ელოდეს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს აპრილში.

0
574

„აპრილი! აპრილი! ეზოში წვეთები რეკს. მინდვრებში ნაკადები გადიან, გზაზე გუბეები დგება. მალე ჭიანჭველები გამოვლენ ცივი ზამთრის შემდეგ!“ – გავიგონე დილით ადრე გაღვიძებისას. თურმე ჩემმა შვილმა თაროდან მარშაკის წიგნი გადმოიღო და ლექსს ხმამაღლა კითხულობდა. მოგვიანებით მეგობარმა დამირეკა და გამახარა: „ვაშაა! ანჯელა პერლის ახალი ტარო პროგნოზი გამოჩნდა 2021 წლის აპრილისთვის! ამბობენ, ეს თვე იმედისმომცემი იქნება, თან ბევრი ნიშნისთვის“.

Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ 2021 წლის აპრილში. ანჯელა პერლის პოზიტიური პროგნოზები ყოველთვის ხდება!

აპრილის ტარო პროგნოზი

ვერძი

აპრილში ვერძს საყვარელი საქმე გაიტაცებს და სხვებსაც ბიძგს მისცემს. ტარო კარტის რჩევა: „უკან მოუხედავად წინ იარეთ. ნებისმიერი დაბრკოლება თავაწეულმა გაიარეთ!“ თქვენი ძლიერი მხარეების და ნიჭის გასავითარებლად ხელსაყრელი თვეა.

აპრილში წარმატების ბევრი მაუწყებელი გამოჩნდება. უბრალოდ მიმოიხედეთ და ამას დაუყონებლივ შეამჩნევთ! მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ფული გექნებათ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

კურო

„რაც არ უნდა მოხდეს არ იტიროთ და არ დამწუხრდეთ. ყველა შიში და ეჭვი მოიშორეთ. იმოქმედეთ!“ – გირჩევთ ანჯელა პერლი. თქვენ გვერდით ყოველთვის იქნება ერთგული მეგობარი, რომელიც სიტყვით და საქმით დაგეხმარებათ.

აპრილში წყლის მიმართ სიფრთხილე გამოიჩინეთ. ბუნებაში ტრავმის მიღების რისკი მაღალია, ამიტომ მხოლოდ მეგობრებთან ერთად წადით და მათ უსაფრთხოებაზეც იზრუნეთ.

ტყუპები

აპრილში ბევრი სასიამოვნო შეხვედრა და სიურპრიზი გელით. რაღაც ძველს დაასრულებთ, რომ ნათელ მომავალს კარი გაუღოთ.

დიდი ალბათობით თვის მეორე ნახევარში თქვენს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდება. თუმცა თქვენი სიხარულის და ინტერესებისთვის ბრძოლა მოგიწევთ. არ ინერვიულოთ, ძალა ყველაფრისთვის გეყოფათ!

კირჩხიბი

აპრილში შეიძლება ჩვეულების მიხედვით საკუთარ ჭურვში ჩაიკეტოთ. ამაში დამნაშავე მცირე პრობლემებია, რომელთა მოგვარება მაინც მოგიწევთ. სჯობს დროულად მოაგვაროთ, რომ ახალი პრობლემები არ გამოჩნდეს.

ეს თვე აქტივობებით სავსე იქნება. სწრაფად უნდა იმოქმედოთ. შემოქმედებითი საქმიანობა ფულს მოგიტანთ. კრეატივი კარგად წახალისდება!

ლომი

აპრილის ტარო პროგნოზი ნანატრი მოვლენის აღნიშვნას და ამით გამოწვეულ ბევრ სიხარულს გპირდებათ. ჯანმრთელობა ძლიერი რომ იყოს, პერიოდულად გამოკვლევების ჩატარება და სწორად კვება არ დაგავიწყდეთ.

და იღბალი არ გაუშვათ! სამუშაოს მხრივ, სჯობს თქვენი პროფესიული დონის ამაღლებაზე დაფიქრდეთ. თქვენს სპეციალობაში უახლეს მიღწევებს გაეცანით. ეს თქვენს კარიერულ გზაზე დამატებითი კოზირი გახდება.

ქალწული

ხელსაყრელი დროა ახალი საქმის დასაწყებად. თუმცა ნებისმიერ ახალ საქმეს, როგორც პატარა ბავშვს, ყურადღების მიქცევა სჭირდება. ახალი სწავლა, სამსახური, საკუთარ თავში ახალი ნიჭის გამოვლენა ან ახალი სიყვარულის შეხვედრა – ეს ყველაფერი აპრილში მოხდება და თქვენს ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის.

შეიძლება ყველაფერი იმაზე უკეთ განხორციელდეს, ვიდრე ფიქრობთ. თვის ბოლოს მოგება გელით, მაგრამ მოლოდინზე მცირე.

სასწორი

როგორც იქნა, აპრილში საყვარელი ადამიანის მიმართ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს ადრე გეშინოდათ და სიბნელეში იმალებოდით, ახლა გულს და სულს მთლიანად შლით.

თვის მეორე ნახევარში სამსახურში რთული პერიოდი გელით. ორისთვის მუშაობა, სხვისი ბრძანებების შესრულება და რაღაც ახლის ათვისება მოგიწევთ. ასეთი პერიოდი სტიმულს მოგცემთ და ნანატრ ოცნებაზე მეტის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ოცნებებისკენ მიზანსწრაფვა წარმატებას მოგიტანთ. გაზაფხულის მეორე თვე წინსვლას გპირდებათ. ყველაფერი კარგად რომ განხორციელდეს, თანამოაზრეები მოძებნეთ.

ინტუიციას მოუსმინეთ, ის ნამდვილად არ გიმტყუნებთ. ჯანმრთელობა ძლიერი იქნება.

მშვილდოსანი

ფული როგორც მოვა, ისე წავა. არ ინერვიულოთ, ყველაფრისთვის გეყოფათ. აპრილში ერთ ადგილზე არ იჯდებით. როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტივობა გაიზრდება.

კარგი დროა სწავლის დასაწყებად, განსაკუთრებით უცხო ენის შესასწავლად. ძალების აღსადგენად და დადებითი ემოციების მისაღებად ბუნებაში დაისვენეთ. კარგი დროა ახალი ურთიერთობის წრის შესაქმნელად.

თხის რქა

ემოციები აკონტროლეთ და ეს ნაყოფს გამოიღებს. სხვებზე თქვენი ბრაზი და უკმაყოფილება არ გამოხატოთ. კეთილმოსურნე იყავით, გადაწყვეტილების მიღებას ბრძნულად მიუდექით. ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია მშვიდობიანად მოაგვარეთ.

ხელსაყრელი პერიოდია როგორც მსხვილი, ასევე მცირე ინვესტიციებისთვის. თქვენი ფული სწორად გაანაწილეთ და უსარგებლო ნივთებზე არ დახარჯოთ.

მერწყული

ეს თვე უფრო შემოსავლიანი იქნება, ვიდრე წლის წინა თვეები. დაკარგული პოზიციების აღდგენას ჯერ ვერ შეძლებთ, მაგრამ იდეები გაგიჩნდებათ და თქვენი მოქმედება ფინანსურ პროცესებზე დადებითად აისახება.

სამყაროს საჩუქრების მისაღებად გახსნილი იყავით და ასე ყველაფერი ხელსაყრელად მოგვარდება. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

თევზები

აპრილში შთაგონება და პირადი სივრცე მოგაკლდებათ. ერთსა და მეორესაც ქალაქგარეთ გასვლით მიიღებთ. თვის ბოლოს მდგომარეობა დასტაბილურდება. ასე სხვებს თქვენი შრომის შედეგს დაანახებთ და სამუშაოსთვის კარგ მოგებას მიიღებთ.

საქმის გაკეთება არ გადადოთ, იმოქმედეთ! ასე პოზიტიური ცვლილებები დიდხანს არ დააყოვნებს!

აპრილის ტარო პროგნოზი ბევრ ზოდიაქოს ნიშანს ენერგიულ და ინიციატივებით სავსე გაზაფხულს გვპირდება. გაზაფხულის მეორე თვე უსაფრთხოდ და წარმატებულად რომ გაატაროთ, ანჯელა პერლის რჩევებს აუცილებლად მოუსმინეთ.

ამ ქალმა თავისი საქმე კარგად იცის. მისი პროგნოზები საკმაოდ ზუსტი და დეტალურია. რაც მთავარია, ყველაზე უსიამოვნო მოვლენაზეც პოზიტიური კუთხით საუბრობს, რადგან ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება სხვადასხვა მხრიდან განვიხილოთ.