ახლახანს დედამ მასწავლა, თუ სად შევიძინო ნატურალური თმის შამპუნები. ეს ადგილი აფთიაქი აღმოჩნდა. გულწრფელად რომ გითხრათ, თავის მოვლის პროდუქტების შეძენა საყოფაცხოვრებო მაღაზიებში მიყვარს. თუმცა დედის დადებითმა შეფასებებმა და შამპუნის დაბალმა ფასმა მიმიზიდა.თუ კარგ შამპუნს ეძებთ, მაგრამ ძვირის გადახდა არ გსურთ, Paparazzi.ge-ს სტატია გამოგადგებათ. დღეს გიამბობთ 2 პროდუქტის ღირსებებზე: ვიტამინებით მდიდარი შამპუნი „აპტეკა 911–გან“ და უსულფატო შამპუნი „მიროლასგან“. გსმენიათ მათ შესახებ?
ნატურალური შამპუნები
ვიტამინებით მდიდარი შამპუნი „ტვინკ ტეკ“ თმის აღდგენას და კვებას გპირდებათ. ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს,ა სევე C და E ვიტამინებს. ასეთი პროდუქტის საშუალო ფასი 7 ლარს არ აღემატება. მშვენიერ თმის მოვლის პროდუქტს თითქმის საჩუქრად მიიღებთ.აღსანიშნავია, საშუალების სპეციფიკური სააფთიაქო სუნი. თუმცა ეს ნორმალურია, რადგან შამპუნში ნატურალური კომპონენტები შედის. ძლიერ არ ქაფდება, როგორც ჩვეულებრივი მაღაზიის შამპუნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედაპირულ–აქტიურ ნივთიერებებს არ შეიცავს. მათ თმაში შემავალი ცილების დაშლა შეუძლიათ.შამპუნი თმას არ აშრობს და პირველივე წასმაზე კარგად წმენდს. ამავე ბრენდის ბალზამთან ერთად უკეთ მუშაობს, თუმცა შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში სხვა ბრენდის ბალზამი გამოიყენოთ.ინტერნეტში ამ პროდუქტის შესახებ სხვადასხვა შეფასების წაკითხვა შეგიძლიათ. ზოგს მაინც არ მოსწონს, ზოგი მის მძაფრ სუნს ვერ იტანს. „თმის ცვენა ნამდვილად შემცირდა, შესაძლოა, ცვენას ნამდვილად ვიტამინების დეფიციტი იწვევდა. ამ შამპუნში კი ბევრი ვიტამინი შედის“ – გვიზიარებს ინტერნეტ მომხმარებელი.ამ შამპუნის ფასი გათვალისწინებით, არაფერს დაკარგავთ, თუ მის ცდას გადაწყვეტთ. საინტერესოა, თუ მოგეწონებათ. გამოყენების შემდეგ თქვენი შეფასების დაწერა არ დაგავიწყეთ.
უსულფატო შამპუნი მიროლასგან „სერია 03“
„ეს საშუალება თმას ნაზად წმენდს და არბილებს, თითქოსდა კვლავ პატარა ვარ“ – პირველი, რაც დედამ უსულფატო შამპუნის შესახებ მითხრა. მასში ყველაფერი კარგია: სისქეც, სუნი და ღირებულებაც. წინა შამპუნთან შედარებით ძვირი ღირს, საშუალოდ 12 ლარი.თუ თავის ყოველდღე დაბანას მიჩვეული ხართ, ამ საშუალებით უფრო იშვიათად მოგიწევთ. შამპუნი საკმაოდ სქელია, საშუალოდ ქაფდება (კვლავ ნატურალური კომპონენტების და არა ქიმიის გამო). მგრძნობიარე თავის კანს და დაზიანებულ თმას ყველაზე უკეთ უხდება.შამპუნის და კონდიციონერის გამოყენების შემდეგ თმა ბზინვარე და ჯანსაღი ხდება. ასევე ადვილად და სწრაფად ივარცხნება. აი, ასეთი შეფასება შეგიძლიათ წაიკითხოთ უსულფატო შამპუნის შესახებ: „გაღიზიანებული თავის კანი პირველივე გამოყენების შემდეგ დამშვიდდა. დილით ქავილი და სიმშრალე არ მაწუხებდა. გირჩევთ!“
შამპუნების სერია
ორივე ბრენდს უამრავი სხვა საშუალება აქვთ. მაგალითად, „აპტეკა 911“ გთავაზობთ ხახვის შამპუნს თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და კუპრის შამპუნს ქერტლის გასაქრობად. ასევე ამ პრობლემას ამავე ბრენდის შამპუნი–სებოპიროქსი გაუმკლავდება.
შამპუნი სულსენ 911 ქერტლის საწინააღმდეგოდ – მოკრძალებული შეფუთვა და ფასი + მკაფიო დაპირება:
- ამქერცლავი მოქმედება და ქერტლის გაქრობა სულსენის ხარჯზე;
- ნაზი დასაბანი ფორმულა, რომელიც კანს არ აღიზიანებს და თმას დამცავი ფენის დაზიანების გარეშე წმენდს;
გამოყენება: წაისვით, 3-5 წუთით გაიჩერეთ, ჩამოიბანეთ. კვირაში 2-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში გამოყენებას გირჩევთ. პროფილაქტიკის მიზნით – თვეში 2–ჯერ. შედეგი: მე-4 გამოყენების შემდეგ ქავილი და ქერტლი გაქრა. კომფორტს უკვე პირველივე გამოყენებაზე იგრძნობთ.
მიროლასაც სხვა პროდუქტები აქვს. მაგალითად, „ბირკავას“ შამპუნი თმის გასაძლიერებლად, რომელიც შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. რა თქმა უნდა, ამ საშუალების შეძენა ინტერნეტშიც შეგიძლიათ. თუმცა, მათზე ნადირობა მოგიწევთ: მარაგი ხშირად იწურება.
გვიამბეთ, თუ გსმენიათ ამ საშუალებების შესახებ და რომელი ნატურალური თმის შამპუნი გიყვართ? თუ ზემოთ აღწერილი შამპუნები უკვე გამოყენებული გაქვთ, თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ. ვიცით, რომ შამპუნი შეიძლება თქვენ არ მოგიხდათ და ეს ნორმალურია.