რას რგავს ზარმაცი მარტში, რომ მთელი ზაფხული სახლში ყვავილების სურნელი იფრქვეოდეს

0
631
photo credit: depositphotos

მარტი დასათესად ერთ–ერთ ყველაზე კარგ პერიოდად ითვლება. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ერთწლიანი ყვავილების დარგვა შეგიძლიათ ნაკვეთზე.

ერთწლიანი ყვავილები

დღეს გთავაზობთ ერთწლიან ყვავილებს, რომლებიც პრეტენზიულები არ არიან და მოსავლელად დიდ დროს არ წაგართმევთ. მათ დაბალი ტემპერატურა და მსუბუქი ყინვა ვერაფერს აკლებს.

პეტუნია

თუ პეტუნიას მარტში დათესავთ, მისი თესლი სწრაფად გაიზრდება და ნერგი ძლიერი იქნება. უკვე შუა მაისში აყვავილდება. ხშირად პეტუნიას თებერვალში რგავენ, მაგრამ აჩქარებას აზრი არ აქვს. მარტში დარგული უფრო ძლიერია, ვიდრე თებერვლის.

photo credit: freepik

ლობელია

განსაკუთრებით გირჩევთ ლობელიას შემდეგ სახეობებს: „იმპერატორი ვილი“ და „ბროლის სასახლე“. ლობელიას მდიდრული მოლურჯო–იასამნისფერი ყვავილები აქვს. ყვავილები პატარა ზომის, მაგრამ ბევრია.

photo credit: freepik

ვერბენა

ვერბენა თქვენს ბაღში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს. შეგიძლიათ სახლში, ქოთანში, ან კლუმბში გაზარდოთ. მისი ყვავილები პატარა თაიგულს ჰგავს. ყვავილი საინტერესოა იმით, რომ გვიან შემოდგომამდე ყვავილობს. მსუბუქი ყინვა არ აზიანებს. ვერბენა შეიძლება შეგხვდეთ ერთ ფერში ან ფერადი.

photo credit: freepik

ოსტეოსპერმუმი

დასანანია, რომ ამ ყვავილს ბაღებში იშვიათად ვხვდებით. არადა როგორი ლამაზი და სრულიად უპრეტენზიოა! ყინვებისგან არ იღუპება და დიდხანს ყვავილობს.

გარეგნულად ფერად გვირილას ჰგავს. არსებობს ვარდისფერი, იასამნისფერი, თეთრი ოსტეოსპერმუმი. მათ შორის განსაკუთრებით ლამაზია თეთრი ოსტეოსპერმუმი იისფერი შუაგულით.

photo credit: freepik

სალვია

სალბია ბაღში ნამდვილ კარნავალს აწყობს. მისთვის შეგიძლიათ ცალკე ტერიტორია გამოყოთ. შეუძლებელია მის ლამაზ ყვავილებს თვალი მოწყვიტოთ! წითელ, ცისფერ და თეთრ სალვიას აგარაკზე ყოველწლიურად ვრგავთ. ბაღი მდიდრულად გამოიყურება.

სალვია საკმაოდ უპრეტენზიოა. ღარიბ და ნახევრად გამხმარ მიწაშიც კი ყვავილობას ახერხებს. მარტის დასაწყისში დათესეთ და მაისის ბოლოს ლამაზი ნერგები ღია ნაკვეთზე გადარგეთ.

photo credit: depositphotos

ასტრა

ასტრა ზაფხულის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს. შეგიძლიათ პირდაპირ ნაკვეთზე, ღია მიწაში აპრილის ბოლოს–მაისის დასაწყისში ჩარგოთ. ასევე შეგიძლიათ მარტის დასაწყისში დარგოთ, თუ ყვავილებით ტკბობა უფრო ადრე გსურთ.

მარტივი ხრიკი: ნაწილი მარტში ქოთანში დათესეთ, ნაწილი – ღია მიწაში. ასე ყვავილობის პერიოდი დიდხანს გაგრძელდება.

photo credit: freepik

აი, ასეთი ერთწლიანი ყვავილები იზრდება ჩვენთან აგარაკზე. გამვლელები თვალს ვერ აშორებენ, სიყვარულით ტკბებიან და ფოტოებსაც უღებენ. ყვავილებით ტკბობას გვიან შემოდგომამდე შეძლებთ. გირჩევთ, წელს თქვენც დარგოთ და სილამაზით დატკბეთ.