ღვეზელი, რომლის მირთმევის შემდეგ ქმარი სინაზეს არ იშურებს

255
photo credit: depositphotos

გაზაფხულზე ორგანიზმს უფრო მეტი მწვანილის მიღება სურს. მას რუკოლით და სალათებით, ახალი კამით და მწვანე ხახვით ვანებივრებ. ღანძილი გზაშია, მანამდე კი მწვანილების და კვერცხის ღვეზელს ვამზადებ და ამით იოლად გავდივარ.

ეს ლაბიანი ღვეზელია, ამიტომ ადვილად ვამზადებ. ცომს ვზელ, შიგთავსით ვავსებ, ერთი, ორი და ღუმელშია. სიტყვაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა შიგთავსი: როგორც ტკბილი, ასე მარილიანი.

photo credit: Instagram

ღვეზელი მწვანილებით

სურვილის მიხედვით ნებისმიერი მწვანილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. პირადად, მე, ამ მიზნით ტრადიციულად მწვანე ხახვს ვიყენებ.

ინგრედიენტები:

  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა კამა
  • 300 გრ ხორბლის ფქვილი
  • 250 გრ კეფირი
  • 250 გრ არაჟანი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 9 კვერცხი
  • 0,5-1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 მწიკვი საფანელი

მომზადება:

1. ხახვი მოამზადეთ. გარეცხეთ და გააშრეთ.

photo credit: depositphotos

2. ხახვი წვრილად დაჭერით.

photo credit: depositphotos

3. 4 მოხარშული კვერცხი კუბებად დაჭერით.

photo credit: depositphotos

4. კვერცხი და მწვანილი აურიეთ, ცოტა არაჟანი დაუმატეთ.

5. ღრმა თასში 4 კვერცხი ჩატახეთ. კიდევ ერთი კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცილა დანარჩენ კვერცხის ნარევს დაუმატეთ, გული ცალკე შეინახეთ, მოგვიანებით გამოგადგებათ.

photo credit: depositphotos

6. კვერცხის ნარევს კეფირი დაუმატეთ. სასურველია, მაღალპროცენტიანი კეფირი გამოიყენოთ. არაჟანი დაუმატეთ.

photo credit: depositphotos

7. კარგად აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. კვერცხი–კეფირის მასას გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ცოტა მარილი დაუმატეთ.

8. გლუვი და თხელი ცომი მოზილეთ. საცხობი ფორმის ძირს მცენარეული ზეთი დაასხით და ფუნჯით მთელ ფორმაზე გადაანაწილეთ. ახლა საფანელი მოაყარეთ და მთელ ფორმაზე გადაანაწილეთ, რომ მზა ღვეზელის ამოღება გაგიადვილდეთ.

photo credit: depositphotos

9. ფორმაში ცომის ნახევარი ჩაასხით, თანაბრად გადაანაწილეთ და ზემოდან ახალი მწვანილის და მოხარშული კვერცხის შიგთავსი დაუმატეთ. ამის შემდეგ შიგთავსს ზემოდან ცომის მეორე ნაწილი დაასხით და თანაბრად გადაანაწილეთ. ღვეზელი ლამაზი და მოწითალო რომ იყოს კვერცხის გულის და არაჟნის ნარევის წაუსვით. ასევე შეგიძლიათ სეზამის თესლი მოაყაროთ, რომ პიკანტურობა შემატოთ.

10. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ.

photo credit: depositphotos

მზა ღვეზელი მწვანილით და კვერცხით ფორმიდან ამოიღეთ, გააგრილეთ და პორციებად დაჭერით. სუფრაზე ფინჯან კეფირთან ან ახალ მოდუღებულ ჩაისთან ერთად გაიტანეთ.

photo credit: Instagram

დამეთანხმეთ, ამ რეცეპტით მომზადება უფრო მარტივია, ვიდრე ცალკეული პატარა ღვეზელების მომზადება მსგავსი შიგთავსით. სწორედ ამიტომ, რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს