ზარმაცი მებაღე გეტყვით, როგორ უნდა დათესოთ სტაფილო მარტივად

1125

გაზაფხულის პირველი თვე დასასრულს უახლოვდება. ყველა მებაღე და მეაგარაკე უკვე მიწას ამუშავებს, თავის ნაკვეთზე ზრუნავს. დღეს კი Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა დათესოთ სტაფილო ისე, რომ მომავალში მისი გამოხშირვა საჭირო არ გახდეს. ამისთვის ძალიან მარტივი და სწრაფი საშუალებები არსებობს.

როგორ დავთესოთ სტაფილო

მაშ ასე, ჩვენ გთავაზობთ სტაფილოს დათესვის 4 მარტივ საშუალებას, რომელთა გამოყენების შემთხვევაში, სამომავლოდ გამოხშირვა საჭირო აღარ იქნება. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, უხვი მოსავალი გარანტირებული გაქვთ.

სტაფილოს დათესვის გზები

1. ალბათ, უკვე ყველამ იცის ბოსტნეულის დათესვის მეთოდი, რომელსაც ტუალეტის ქაღალდი სჭირდება. რაში მდგომარეობს ამ მეთოდის პოპულარობა? მისი მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ დასარგავი მასალის მომზადება ნებისმიერ დროს, აქტიური სააგარაკე მუშაობის დაწყებამდე შეგიძლიათ.

ტექნიკა ასეთია: ვიღებთ ქაღალდს, ვჭრით წვრილ ზოლებად. ნაჭრები სიგანეში დასათესი თხრილის ზომის უნდა იყოს. შემდეგ დააწებეთ სტაფილოს თესლი ქაღალდს, სახამებლით მომზადებული წებოვანი მასის გამოყენებით. თესლებს შორის 3-4 სმ უნდა გამოტოვოთ. შეგიძლიათ, ჯერ თესლი დააწებოთ და ქაღალდი მერე გამოჭრათ. გაშრობის შემდეგ, დაახვიეთ ზოლები გრაგნილებად და დაელოდეთ ხელსაყრელ პერიოდს დასარგავად.

როცა ეს დრო დადგება, უბრალოდ გადაჭიმეთ ქაღალდის ზოლები მიწაზე და მოაყარეთ გაფხვიერებული ნიადაგი. სხვათა შორის, გაყიდვაში იპოვით სტაფილოს თესლს უკვე ლენტზე, თუმცა, იგი გაცილებით უფრო ძვირია.

2. მეორე მეთოდის დროს კი თესლს დათესვამდე ალბობენ წყალში. ასე თესლის ამოცენებას მხოლოდ 5-6 დღე დასჭირდება. ამასთან, თესლი მზად იქნება და ნიადაგში ამოუსვლელი არ დარჩება. აგრეთვე, გაფუებული თესლის დათესვა მარტივია, არც გამოხშირვა სჭირდება. მაშ ასე, როგორ უნდა მოიქცეთ: მოათავსეთ სტაფილოს თესლი ტილოს მცირე ტომარაში ან მკვრივ მარლაში, კარგად დაასველეთ და ჩაფალით ბაღში.

ამოთხარეთ 1 კვირაში და შეაფასეთ თესლის მდგომარეობა. ისინი გასიებული უნდა იყოს, ზოგიერთი ამოცენდებოდა კიდევაც. შემდეგ დაყარეთ თესლი ლამბაქზე, დაუმატეთ 2 კოვზი სახამებელი – თესლი გათეთრდება. თამამად გაეშურეთ ნაკვეთზე და დათესეთ სტაფილო.

3. შემდეგი მეთოდი: აიღეთ მცირე ზომის პლასტმასის ბოთლი, გახვრიტეთ თავსახური თესლის ზომაზე. შემდეგ უბრალოდ მოაყარეთ თესლი თხრილებს. ამ დროს თესლი თანაბრად გადანაწილდება.

4. დაბოლოს, სტაფილოს დათესვა ქვიშით: აიღეთ 2 კოვზი თესლი ნახევარ სათლ ქვიშაზე და კარგად მოურიეთ. მასა ჩაყარეთ თხრილებში. შემდეგ თხრილებს მოაყარეთ ნიადაგი. საქმე ისაა, რომ სტაფილო ძალიან კარგად იზრდება ქვიშაში. მიღებული ნაყოფი სიტკბოთი და სილამაზით გამოირჩევა.

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა დათესოთ სტაფილო, რათა გამოხშირვა არ დაგჭირდეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ განებივრდეთ და თესლი ხელმისაწვდომი საშუალებების გარეშე დათესოთ. თუმცა, პირობები ამის საშუალებას ყოველთვის არ გვაძლევს. ჯერ ერთი, აუცილებელია უქარო ამინდი, მეორეც, დიდი დროა საჭირო ფრთხილი დათესვისთვის.

ამიტომ, აირჩიეთ 4 ზემოხსენებული ვარიანტიდან ერთ-ერთი და გაეშურეთ მიწის დასამუშავებლად!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს