12 ჭკვიანი ნივთი, რომელიც მფლობელის ჯანმრთელობასა და საფულეზე ზრუნავს

456

ჯერ კიდევ 20 წლის წინ წარმოდგენაც არ შეგვეძლო, რომ ნივთების შეძენას სახლიდან გაუსვლელად ან დედამიწის მეორე კუთხიდან შევძლებდით. ტექნოლოგია ისე სწრაფად ვითარდება, რომ რთულია დავეწიოთ. ტანსაცმლის მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, რომ პროგნოზს არ ჩამორჩნენ: უკვე დღეს ისეთი ნივთები იქმნება, რომელთა შესახებ ადრე ფანტასტიკის ჟანრის წიგნებში წერდნენ.

„პაპარაცი“ მეცნიერების და დიზაინერების ახალ გამოგონებებს გთავაზობთ.

1. ლანჩა, რომელიც პირდაპირ ფეხზე იცმება

კომპანია Link-მა სუპერ მსუბუქი ფეხსაცმელი შექმნა. თავისი არსით, ეს ფეხსაცმლის ძირია, რომელიც ტერფს დახვეული კუთხეებით ეკვრება. დიზაინერების ჩანაფიქრით, ასეთი ფეხსაცმელი ბოტასის და მსუბუქი სანდალის კომბინაციას წარმოადგენს.

2. კოსტიუმი პრობიოტიკებით, რომელსაც ოფლი ააქტიურებს

ახალგაზრდა დიზაინერი, როზი ბროდჰედი გენტის უნივერსიტეტის მეცნიერებთან გაერთიანდა და ტანსაცმლისთვის ახალი მასალა – SKIN II შექმნა. მის შესაქმნელად პრობიოტიკების ბაქტერიებზე დაფუძნებული ნატურალური მასალა გამოიყენეს. როცა სხეული ოფლიანობას იწყებს, ბაქტერიები აქტიურდებიან და უსიამოვნო სუნს აქრობენ.

3. ტანსაცმელი, რომელიც განწყობის მიხედვით ფერს იცვლის

ლონდონში სამეცნიერო-დიზაინერულმა კომპანიამ The Unseen ექსპერიმენტული ტანსაცმელი შექმნა. ამ ბრენდის ქურთუკი, ჩანთა და ზურგჩანთა ტექნოლოგიური მასალისგანაა შექმნილი, რომელიც მფლობელის სხეულის ტემპერატურის მიხედვით ფერს იცვლის.

4. სპორტული ბიუსჰალტერი ხელოვნური ინტელექტით

სპორტული ბიუსჰალტერი Supa მობილურ აპლიკაციასთან დასაკავშირებლად ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი. ბიუსჰალტერი მფლობელის გულისცემას აკონტროლებს, ულტრაიისფერი გამოსხივების და ვარჯიშის დროს დატვირთვის დონეს ზომავს.

5. კოლგოტი, რომელიც 50 წელი გემსახურებათ

კომპანია Sheerly Genius-ის დამფუძნებელი, კეტრინ ჰომუტი ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ წარმოებული კოლგოტების გახევა შეუძლებელია. ყველაფერი კი უნიკალური ტექნოლოგიის დამსახურებით. კოლგოტები შექმნილია ბოჭკოებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ ბრონი ქურთუკის და ალპინიზმის აღჭურვილობის საწარმოებლად გამოიყენება.

6. ქურთუკი, რომელიც მზის ენერგიით იტენება

კომპანია Vollebak ტანსაცმელს მხოლოდ მამაკაცებისთვის ქმნის. ამ ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნივთი – ქურთუკია, რომელიც სინათლის ნებისმიერი წყაროთი იტენება. ფლუორესცენტური ზედაპირი სინათლეს შთანთქავს და სიბნელეში ანათებს. ეს სუპერ შესაძლებლობა გამოადგება მათ, ვისაც ღამით სირბილი უყვარს.

7. საცურაო კოსტიუმი, რომელიც ყურადღებას აქცევს, რომ მფლობელი მზეზე არ დაიწვას

Spinali Design-ის საცურაო კოსტიუმი გოგოებს მზეზე დამწვრობისგან დაიცავს. ბიკინში სპეციალური სენსორია ჩამონტაჟებული, რომელიც სმარტფონს სხეულის ტემპერატურისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების მაჩვენებლებს აწვდის. სანამ საცურაო კოსტიუმს ჩაიცვამთ, აპლიკაციაში თქვენი კანის ტიპი უნდა შეიყვანოთ, ხოლო ჭკვიანი სენსორი შეგახსენებთ, როდის უნდა წაისვათ მზისგან დამცავი კრემი ან საერთოდ ჩრდილში გადახვიდეთ.

8. ამ მაისურით შეგიძლიათ მუსიკას უსმინოთ…კანით

Soundshirt-ის მაისურში 16 მიკრო იმპულსია დამონტაჟებული, რომლებიც ბგერებს ტაქტილურ შეგრძნებებად გარდაქმნიან. ასე, სიმფონიური მუსიკის კონცერტზე ვიოლონიო შეგიძლიათ ხელებით, ხოლო დრამის ხმა ზურგით შეიგრძნოთ. გამოგონება დაქვეითებული სმენის მქონე ადამიანებს მუსიკის სხეულით „მოსმენაში“ დაეხმარება.

9. წინდები დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, რომელიც დაზიანების შესახებ გაგაფრთხილებთ

ტექსტილის კომპანია Siren-მა დაანონსა წინდები, რომელიც 1-ელი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. დაავადების ერთ-ერთი მძიმე გართულება დიაბეტური ტერფია. ამის გამო რთულად შესახორცებელი წყლულები ჩნდება, რომლებიც ამპუტაციის საფრთხეს შეიცავს. წინდებში ჩაშენებული სენსორი კანის ტემპერატურას ზომავს და ანთების ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს, რომელთა შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

10. ბაქტერიოლოგიური ვენტილაციის მქონე ბოტასები

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სპორტულმა კომპანიამ Puma შექმნა ფეხსაცმელი, რომლის ვენტილაციას განსაკუთრებული ბაქტერიები აკონტროლებენ. მიკროორგანიზმები სპეციალურ ნაწილებში „სხედან“ და იკვებებიან მასალით, რისგანაც ბოტასია შექმნილი. როცა ფეხი გაოფლიანებას იწყებს, ბაქტერიები აქტიურდებიან, თავის ნაწილს ჭამენ და ვენტილაციურ ხვრელს ქმნიან.

11. ტანსაცმელი, რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ სხეულზე მიიფრქვიოთ

ლონდონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პოლიმერების ნაზავი, რომლის გამოყენება კანზე შეიძლება. უკვე გამკვრივებული მაისური სხეულზე კარგად ზის და უხერხულობის შეგრძნებას არ ტოვებს. პირველი ნიმუშების მატარებელი იღბლიანი ადამიანები აღნიშნავენ, რომ მაისური ისევე შეგიძლიათ გაიხადოთ, როგორც ჩვეულებრივი მაისური. ამასთან გაცილებით უფრო გამძლეა.

12. მაისური, რომელიც გულის შეტევის შესახებ გაგაფრთხილებთ

ჩინურმა კომპანიამ Lenovo ჭკვიანი მაისური შექმნა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას ყურადღებას აქცევს. ტანსაცმელში ელექტროკარდიოგრაფული სენსორი, ასევე გულისცემის და სუნთქვის საზომი სენსორებია ჩამონტაჟებული. დღეში ერთხელ მაისური სერვერზე ინფორმაციას აგზავნის, სადაც ხელოვნური ინტელექტი მონაცემებს აანალიზებს და შესაძლო პრობლემის შესახებ გაფრთხილებას გაძლევთ.

ამ გამოგონებებიდან ყველაზე უფრო სასარგებლოდ რომელი მიგაჩნიათ? რომელიმეს გამოიყენებდით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს