ჩვენ ბევრჯერ დაგვიწერია ზოდიაქოს ნიშნების საუკეთესო და საშინელი თვისებების შესახებ. რომელი მათგანია ამა თუ იმ საქმეში კარგი და რომელი – ყველაზე ცუდი. თუმცა, არც ერთხელ გვიხსენებია, თუ რომელი ნიშანია ყველაზე უნდობელი და ამით ყველას თრგუნავს. როგორც აღმოჩნდა, 6 ასეთ ნიშანს ვიცნობთ.
ოდესღაც ნდობა ყველას დაუკარგავს. ვის არ მოსვლია? თუმცა, ზოდიაქოს ეს ნიშნები დაბადებიდან უნდობლები არიან. მათ არ სჭირდებათ დამატებითი გამოცდილება, ადამიანებში ეჭვის შეპარვისთვის. Paparazzi.ge-ის რედაქციამ თავსი ზოგიერთ კოლეგას შეუსაბამა აღწერა. აი, რა უნდა გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით:
ზოდიაქოს ნიშნების თვისებები
1. ვერძი
ვერძი საკმაოდ ეჭვიანია და არ უყვარს, როცა ვიღაც იტყუება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სატრაბახოდ აკეთებენ. მეორე მხრივ, ვერძი ვერ იტანს მასაც, ვისაც ტყუილი არ ეხერხება. ამიტომაც მიაჩნიათ ისინი მიამიტებად. ნუთუ შეიძლება ბოლომდე გულახდილად ცხოვრება? მოკლედ, ასე თუ ისე, დიდი განსაცდელი გელით, სანამ ვერძი თავისიანად მიგიღებთ და გენდობათ. თანაც, ეს შეიძლება არასდროს მოხდეს.
2. ლომი
ლომი უბრალოდ მიუჩვეველია ნდობას. ნუთუ სამეფო კარის წევრს შეუძლია სხვებთან თავის გეგმებზე საუბარი? კიდევ რა გინდათ? მაშინაც კი, თუ ლომი ქედმაღლურად არ იქცევა, მაინც არ გენდობათ, რადგან ეს მის ბუნებას ეწინააღმდეგება.
3. თხის რქა
ეს აქტიური ორგანიზმები სხვებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებენ. ამის მიზეზი შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ, ძირითადად, თხის რქა მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა. შეიძლება ძალიან დიდი დრო გავიდეს, სანამ შეგისწავლის და მიხვდება, რომ საფრთხეს არ წარმოადგენთ. როგორც ვერძს, თხის რქასაც არ უყვარს მატყუარები, რომლებიც ტყუილით ნდობის მოპოვებას ცდილობენ.
4. მშვილდოსანი
მშვილდოსნები ცდილობენ ადამიანთა დიდი თავშეყრებისა და ზედმეტად დემაგოგიური ინფორმაციული ფონისგან თავის არიდებას. ასე ისინი თავიანთ შინაგან სამყაროს იცავენ ტყუილისა და მსგავსი საზიზღრობებისგან. მათში ყველაზე დიდ ნდობას იწვევენ ბანკირები, რომლებიც მათ ფულს ინახავენ.
5. მორიელი
პრინციპში, გაგრძელება საჭირო არაა, რადგან ეს მორიელია. თუმცა, ეს ნიშანი საკმაოდ შთამბეჭდავია და შეუძლია, ინტუიციურად, ემოციურად ენდოს ადამიანს. აი, თუ ვიღაც მოეწონა, მორიელმა ის “იგრძნო” და უკვე ენდობა. ყველას არა, რა თქმა უნდა. მიუხედავად ამისა, ნდობა პირველ ტყუილამდე ან მასზე მცირედ მინიშნებამდე გასტანს. მორიელი ურთიერთობას არ შეწყვეტს, თუმცა, ამ ადამიანისკენ გული უკვე აღარ მიუწევს.
6. კურო
სავსებით მიმნდობი ნიშანია, რომელსაც უყვარს ადამიანები და თავს სულიერი სიბარიზმის უფლებას აძლევს. თუმცა, თუ სიყვარულში იმედი გაუცრუვდება, აღარც ერთ მომდევნო პარტნიორს არ ენდობა. არამგონია, ეს ვინმეს აძლევდეს ხელს. დაფიქრდით!
თუ ფიქრობთ, რომ დანარჩენი ნიშნებიც იმსახურებენ მსგავს დახასიათებას, დაწერეთ ეს კომენტარებში! ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ ზოდიაქოთი, მთავარია, კარგი ადამიანი იყოთ. მაშინაც კი, თუ ხანდახან თავს მოტყუების უფლებას აძლევს.
თქვენ რამდენად ენდობით ადამიანებს? ემთხვევა აღწერა თქვენს ხასიათს?