როგორ მოვიყვანოთ ისეთივე სქელკედლიანი ბულგარული წიწაკა, როგორიც მაღაზიებში იყიდება

0
449

ტკბილი, იგივე ბულგარული წიწაკა სასარგებლო ვიტამინებისა და საკვები ბოჭკოს შესანიშნავი ყაროა, მზა კერძებისთვის, ჩვეულებრივ, წიწაკის უბრალო სახეობებს ირჩევენ, აი, უმად მოხმარების მიზნით კი სქელკედლიან სახეობებს იყენებენ. ამრიგად, წიწაკის შესუქება ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც ღირსეული მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.ხრაშუნა, წვნიანი და ძალიან სასარგებლო ბულგარული წიწაკა სალათებისა და გარნირების ინგრედიენტად გამოდგება. ასევე, შეგიძლიათ, უბრალოდ დაჯდეთ და ნედლი წიწაკა ახმატუნოთ. თუმცა, როგორ მოვიყვანოთ იდეალური წიწაკა? – სწორედ ამას გასწავლით ახლა Paparazzi.ge-ის რედაქცია. იმედია, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

ბულგარული წიწაკის მოყვანის წესები

1. სწორად შეარჩიეთ წიწაკის სახეობა

პირველ რიგში, უნდა გესმოდეთ, რომ ბულგარული წიწაკის სხვადასხვა სახეობა კონკრეტული საჭიროებებისთვის გამოიყენება მაგალითად, კონსერვაციისთვის კარგი იქნება “ერმაკი” და “ვიქტორია”. ფარშირებისთვის გირჩევთ “ანტეისა” და “სტეპაშკას”. აი, ნედლი სახით მირთმევისთვის კი გირჩევთ “გლადიატორის” ან “მედლის” სახეობებს.ნედლი წიწაკა უფრო მეტ C და E ვიტამინს შეიცავს, ამიტომ, იგი არამხოლოდ გემრიელი, არამედ უფრო სასარგებლოცაა, ავსებს სხეულს ენერგიითა და სასარგებლო მიკროელემენტებით. ხოლო მათთვის, ვინც დიეტაზეა, ტკბილი წიწაკა ნამდვილი ხსნა იქნება. ბოჭკო, რომელსაც იგი შეიცავს, შესანიშნავად შეგინარჩუნებთ ფორმას.

2. გაითვალისწინეთ მოვლის წესები

თუ ზედაპირულ ინსტრუქციებს გადაავლებთ თვალს, წიწაკის დარგვა და მოყვანა განსაკუთრებულ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. პირველ რიგში, გაზარდეთ ნერგები: დათესეთ წიწაკა ჭიქებში, არ დაგავიწყდეთ მორწყვა და მზიან მხარეს დადგმა. დაელოდეთ, სანამ 4-6 რეალური ფოთოლი არ გაჩნდება, შემდეგ კი გადარგეთ ღია ნიადაგში.წიწაკას უყვარს მსუბუქი ნიადაგი. არ უყვარს, როცა მას კარტოფილის, პომიდვრის ან ბადრიჯნის შემდეგ რგავენ. საქმე ისაა, რომ ამ მცენარეს იგივე კვება უყვარს, რომელიც წიწაკას. ამიტომ, ასეთი ნიადაგი ახალგაზრდა მცენარეებისთვის გამოფიტული იქნება და საკვები ნივთიერებებიც არასაკმარისი დარჩება. საუკეთესო ჩემთხვევაში, ნაკვეთზე 1 წლით ადრე უნდა დაყაროთ 5 კგ ორგანული სასუქი, დარგვამდე 5 დღით ადრე კი ნიადაგს დეზინფექცია უნდა ჩაუტაროთ 1 ს.კ. სპილენძის შაბიამანსა და 10 ლ წყლის ხსნარით.მოკლედ, სულ ესაა. შეგიძლიათ, წიწაკების ნერგები შეურიოთ სიმინდის ან პომიდვრის მაღალბუჩქიანი სახეობების ნერგებიც. ასე მათ ექნებათ ჩრდილი, ამიტომ ერთმანეთში უფრო იშვიათად დამტვერიანდებიან. ამრიგად, ნაყოფის ხარისხი შენარჩუნდება. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ სქელკედლიანი წიწაკები გვჭირდება, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია.

3. სასუქი ღია ნიადაგზე

რამდენადაც წიწაკების ნერგებს ძალების მოკრება სჭირდება, პირველი შესუქება დარგვიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ უნდა მოხდეს.შარდოვანას სასუქი: 1 ჩ.კ. შარდოვანას დაუმატეთ 1 ჩ.კ. სუპერფოსფატი და გააზავეთ 10 ლ წყალში. სასუქი უნდა მოასხათ მორწყვის შემდეგ, 1 ბუჩქის ქვეშ არაუმეტეს 0.5 ლ სითხე. ამრიგად, მცენარის ფესვები არ დაზიანდება. მეორე სასუქი უკვე აყვავების დროს დასჭირდება: 1 ჩ.კ. შარდოვანა + 1 ჩ.კ. კალიუმის მარილი + 1 ასანთის კოლოფი სუპერფოსფატი. ისევ გაურიეთ ყველაფერი 10 ლ წყალს და მორწყეთ უკვე 1 ლ სითხით 1 ბუჩქი. მესამე სასუქი უფრო მარტივია: უკვე გაჩენილი, ოღონდ ჯერ კიდევ მწვანე ნაყოფისთვის.  2 ჩ.კ. სუპერფოსფატი + 2 ჩ.კ. კალიუმის სულფატი გააზავეთ 10 ლ წყალში და მორწყეთ ბუჩქი 1 ლიტრით.ალტერნეტივის სახით, გამოიყენეთ ქათმის სკორე. გააზავეთ იგი წყალთან 1:10 პროპორციით და, სანამ წიწაკები ნიადაგს ეგუებიან, დააყენეთ 2 კვირით. მიღებული ხსნარი კიდევ ერთხელ გააზავეთ 1:10 პროპორციით და შეასუქეთ მორწყვის შემდეგ. ფრთხილად! გამოიყენეთ არაუმეტეს 0.5 ლ სასუქი 1 ბუჩქზე. სეზონში შეგიძლიათ წიწაკა ასე ოთხჯერ მორწყოთ.ყვავილობის დროს, ჩაანაცვლეთ სასუქი და გააკეთეთ ხის ფერფლის ხსნარი. ფორმულა ასეთია: 1 კგ ჭინჭარი + 1 კგ ქერიფქლა + 1 ჭიქა ხის ფერფლი დააყენეთ მზეზე 1 კვირით. ახლა გააზავეთ იგი 1:10 პროპორციით წყალში და მორწყეთ 1 ლ სითხით 1 ბუჩქი. მისაღებია, თუ ახალი სასუქის გამოყენება მოგინდებათ, მაგალითად, ქათმის სკორე. ეს ეკოლოგიუი გადაწყვეტილება იქნება.

შედეგად, მიიღებთ შესანიშნავ სქელკედლიან წიწაკებს. ასეთი მოსავალი ნებისმიერ ფერფმერს გაახარებს, ის ხომ კარგი იქნება ნებისმიერი კერძისთვის.

თქვენ მოგყავთ წიწაკები? როგორ იღებთ უხვ მოსავალს?