ნუნებს მაკრატლის გარეშე ვიშორებ, კვირაში 10 წუთი მჭირდება იდეალური ხელების მისაღებად

10618

ხარისხიანი მანიკური ნუნების მოშორების გარეშე ვერ გამოვა. მაშინაც კი, თუ ფრჩხილებს ლაქით არ იღებავთ, ნუნებს დიდი ყურადღება სჭირდება, ხელებს მოვლილი იერი რომ შეუნარჩუნოთ. ოსტატთან მხოლოდ ნუნების მოსაჭრელად სიარული არავის ეპიტნავება. ამიტომ, Paparazzi.ge-ის რედაქცია სიამოვნებით გეტყვით, როგორ უნდა მოიშოროთ ნუნები სახლის პირობებში, მაკრატლის გარეშე.

როგორ მოვიშოროთ ნუნები

ნუნების მანიკურის მაკრატლით მოჭრა მარტივად აზიანებს ქსოვილებს, ნუნების გვერდით კი ბევრი კაპილარია განლაგებული. გარდა ამისა, ქალები ამჩნევენ, რომ მას შემდეგ, რაც ნუნებს მაკრატლით იჭრიან, თითებზე მუდმივად ჩნდება აუტანელი ნაწიბურები და უხეში კანი. საბედნიეროდ, არსებობს გაზრდილი ნუნების მოშორების რამდენიმე საშუალება, თანაც, ხელების დაზიანების გარეშე.სანამ ნუნებთან მუშაობას დაიწყებდეთ, ისინი უნდა ჩაალბოთ. ამისთვის სპეციალური საშუალება – რემუვერი არსებობს. ესაა სპეციალური გელი ნუნების დარბილებისა და მოშორებისთვის. ნუნების მოშორების შემდეგ, აუცილებლად უნდა მოიწმინდოთ ეს მასა ლაქის მოსაშორებელი სითხით. სახლის პირობებში კი ნუნების მოშორება შხაპის მიღების შემდეგ იქნება კარგი. აგრეთვე, შეგიძლიათ ფრჩხილების აბაზანა გაიკეთოთ, ზღვის მარილით და თბილი წყლით.რთულ შემთხვევებში, როცა ნუნი უკვე ზედმეტად გაზრდილია, მოჭრის გარეშე ვერ გამოძვრებით. თუმცა, ამის საჭიროებას აღმოფხვრით, თუ სახლის პირობებში მარტივ პროცედურებს გაივლით. მაშ ასე, გთავაზობთ რამდენიმე გზას ნუნების ზრდის შენელებისა და მოშორებისთვის.

  • ხაოიანი პირსახოცი: წყლის პროცედურების შემდეგ, გაიწმინდეთ ფრჩხილები ხაოიანი პირსახოცით. ეფექტი უკეთესი იქნება, თუ ხელის სკრაბს გამოიყენებთ, რომელსაც თაფლითა და სოდით, ყავის ნალექით ან შაქრიანი კრემით მოამზადებთ. პირსახოცით რეგულარული დაზელა ნუნებს მოგაშორებთ. ეს კვირაში 1-2-ჯერ უნდა გააკეთოთ.
  • ცელულოზის ღრუბელი: ცელულოზის დასაბანი სპონჟი ნუნებს უკეთ აშორებს, ვიდრე ხაოიანი პირსახოცი. ამისთვის ნოტიო სპონჟით გაიარეთ ფრჩხილის კიდიდან ნუნამდე, ქვემოდან ზემოთ. ასე ნუნები უკან დაიხევს. გაიმეორეთ მოძრაობა ყველა თითზე. შემდეგ გადაატარეთ სპონჟი ფრჩხილს განივადაც, ნუნების ნარჩენები რომ მოაშოროთ.
  • ფორთოხლის ჩხირები: ფორთოხლის ჩხირები ნუნების გასაწევად რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოიყენოთ. თუ მიეჩვევით და პროცედურას ყოველ მეორე დღეს ჩაიტარებთ, ნუნები საერთოდ შეწყვეტს ზრდას და ფრჩხილები მუდმივად მოვლილი იქნება.
  • ნუნების მოვლა: მანიკური ლამაზად და მოვლილად რომ გამოიყურებოდეს, მხოლოდ ნუნების მოშორება და ფრჩხილის მოქლიბვა არაა საკმარისი. ხელის კანი კარგად უნდა დაიტენიანოთ, ნუნების გამოსაკვებად კი ზეთი უნდა გამოიყენოთ. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მარილის აბაზანა ფრჩხილების გასაძლიერებლად და შეუთავსეთ იგი სკრაბირებას. ნუნებზე ნაწიბურები არ გაჩნდება, თუ მათ ინტენსიურად გამოკვებავთ, ხელების დაბანის შემდეგ კი კრემს წაისვამთ.

ორი-სამი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ნაწიბურები გაქრა, ნუნების მოშორება კი იმდენად ხშირად აღარ გჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ხელების კრემით დატენიანება მანიკურში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ასე თქვენი ხელები რბილი და ლამაზი იქნება. ქალის სახე და ხელები ყველაზე პირველი გასცემს მის ასაკს, ამიტომაა ამდენად მნიშვნელოვანი თავის მოვლა. თქვენ სახლში იკეთებთ მანიკურს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს