2021 წლის აღდგომისთვის მზადების დროც დადგა. ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გამოცდილი პასკის რეცეპტის ქონა. ყველაზე გემრიელი პასკა ვენური ცომისგან გამოდის. ის რბილი და არომატული იქნება. ამიტომ ფუნთუშებს ყველაზე ხშირად სწორედ ამ ცომისგან ვამზადებთ. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში სწორედ მის რეცეპპტს შემოგთავაზებთ.
გემრიელი სააღდგომო პასკა
ვენური ცომის მომზადება რთულია, მას საკმაო დრო ჭირდება, ეს ველაფერი კი საფუარის გამო ხდება. თუმცა ამ დღესასწაულის სამზადისისთვის დროის დაზოგვა არ შეიძლება.
ინგრედიენტები
- 250 მილიგრამი რძე
- 400 გრამი შაქარი
- 150 გრამი კარაქი
- 30 გრამი საფუარი
- 3 ცალი კვერცხი
- 750 გრამი ფქვილი
- 0.5 ჩაის კოვზი მარილი
- 10 გრამი ვანილის შაქარი
- 100 გრამი ქიშმიში
- 50 გრამი ცუკატი
- 2 სუფრის კოვზი რომი
- 1 ცაის კოვზი ჟელატინი
- 1 ცალი ლიმონი
- საკონდიტრო ფხვნილი მოსაყრელად
მომზადების წესი
- ღრმა ჭურჭელში 3 ცალი კვერცხი და 250 გრამი შაქარი ათქვიფეთ. შემდეგ კარაქი დაადნეთ და კვერცხის მასას მიუმატეთ. კარგი კარაქი აიღეთ, მისი ცხიმიანობა 80%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ყველაფერს ერთგვაროვნებამდე აურიეთ.
- რძე შეაცხელეთ და ცალკე ჯამში ჩაასხით. მასში 30 გრამი საფუარი გახსენით. რძეს მანამდე ურიეთ სანამ საფუარი ბოლომდე არ გაიხსნება.
- რძის ნარევში კვერცხის ნარევი დაუმატეთ და კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ ცომს პირსახოცი გადააფარეთ და თბილ ადგილას 6-8 საათით დადგით.
- წინასწარ მოამზადეთ გულსართი: რომში 8 საათის განმავლობაში დაალბეთ ქიშმიში და ცუკატები.
- ჩირები ქაღალდის ხელსახოცზე დაყარეთ და სითხის ნარჩენები მოაშორეთ, შემდეგ მათ ფქვილი მოაყარეთ.
- 750 გრამი ფქვილი გაცერით და საფუარიან ნარევს დაუმატეთ. დააყარეთ ცუკატები და ქიშმიში, ახლა კი ცომს ვანილი და 0.5 გრამი მარილი მოაყარეთ.
- ყველაფერს კოვზით მოურიეთ, შემდეგ ელასტიური ცომი ხელით მოზილეთ. ცომს ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ და ზეთწასმულ ზედაპირზე გადაზილეთ.
- ცომი 4 ნაწილად დაყავით და ყოველი ნაჭერი 5-5 წუთით ზილეთ.
- ცომი ფორმებში გაანაწილეთ და 2 საათით თბილ ადგილას დადგით. დააცადეთ გაფუება.
- პასკა 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 35-40 წუთით აცხვეთ. როდესაც პასკა მზად იქნება სამზარეულოს პირსახოცზე გვერდულად დადეთ.
- ამ დროს მოჭიქვით დაკავდით. 1 ჩაის კოვზი ჟელატინი 2 სუფრის კოვზ თბილ წყალში გახსენით.
- ქვაბში 150 გრამი შაქარი და 4 სუფრი კოვზი წყალი ჩაასხით. სიროფი ნელ-ცეცხლზე დადგით. როდესაც შაქარი კარგად გადნება, სიროფში გაფუებული ჟელატინი და ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი ჩაასხით. ყველაფერი მიქსერით ათქვიფეთ სანამ თეთრ ფუმფულა მასას არ მიიღებთ.
- პასკა მოჭიქეთ და საკონდიტრო ფხვნილი მოაყარეთ.
შეგიძლიათ აღდგომამდე ხელი გაივარჯიშოთ და პასკა წინასწარ მოამზადოთ, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს