პეროგი “მატყუარა აღნაგობა”. ღამეს მაცივარში გაათენებინებთ, დილით კი გვიანი ზაფხულის არომატით დაგატკბობთ.

356

გვიანი ზაფხული ყველაზე შესაფერისი დროა ხილის ნამცხვრების მოსქმზადებლად. გთვაზობთ ექსპერიმენტის დაწყებას ქლიავით. გემოთი, მისი პეროგი ვაშლის შარლოტას ჰგავს, თუმცა ცოტათი უფრო მომჟავოა და ორიგინალური შემადგენლობა აქვს.

© Depositphotos

უგემრიელესი ქლიავის პეროგი

ინგრედიენტები:

  • 200 გ ფქვილი
  • 160 გ კარაქი
  • 2 გ ვანილი
  • 135 გ თეთრი შაქარი
  • 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 4 კვერცხის გული
  • 3 ს.კ. არაჟანი ან ნაღები
  • 3 ს.კ. დაქუცმაცებული ბერძნული კაკალი
  • 1 კგ ქლიავი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. მოზილეთ ცომი: 80გ კარაქი, ხაჭო, 150გ ფქვილი, 15 გ შაქარი, ნაღები ან არაჟანი, ნახევარი შეკვრა ვანილი. დაამრგვალეთ ცომი, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში.

© Depositphotos

2. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, გააბრტყელეთ მასზე ცომი და გაუკეთეთ მაღალი კუთხეები, შემდეგ გახვრიტეთ ცომი ჩანგლით სხვადასხვა ადგილას და შედგით საყინულეში 15 წუთით.

© Depositphotos

3. გაახურეთ ღუმელი 200 °C-მდე. მოათავსეთ მასში ცომი 10 წუთით, შემდეგ წაუსვით კვერცხის გული და კიდევ 1 წუთით შეაბრუნეთ უკან.

© Depositphotos

4. დაჭერით ქლიავი მოზრდილ ნაჭრებად. თანაბრად დაალაგეთ ცომზე, ერთ წრედ.

© Depositphotos

5. მოამზადეთ კრემ-სოუსი. შეურიეთ დარჩენილი თეთრი შაქარი 100 გ დამდნარ კარაქს, 3 კვერცხს, დარჩენილ ვანილსა და ფქვილს. მოასხით ნამცხვარს თანაბრად. ზემოდან მოაყარეთ ბერძნული კაკალი და ყავისფერი შაარი. აცხვეთ პეროგი 180 °C ტემპერატურაზე 45 წუთით.

© Depositphotos

ამგვარად მომზადებული პეროგი ბუკვალურად გაჯერებული იქნება ქლიავით. ცომი მხოლოდ თხელ ხრაშუნა ფენას შეადგენს ქვემოდან და გვერდებიდან.აუცილებლად გამოგივათ ძალიან წვნიანი და ამავდროულად სასარგებლო მათთვის ვისაც ხილის ჭამა ცოცხლად არ უყვარს. ჩაინიშნეთ ქლიავის პეროგის ეს შესანიშნავი რეცეპტი, მოამზადეთ და მოგვიყევით დეგუსტაციის შედეგები.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს