ორქიდეა მოდაში 10 წლის წინ შემოვიდა. მაშინ ამ ყვავილს თაიგულის ნაცვლად ჩუქნიდნენ. ქალბატონები მისი გამრავლების სწავლაზე ოცნებობდნენ, რათა აივნები გაელამაზებინათ.
დღეს ეს ყვავილი ყოველ ნაბიჯზე იყიდება, თუმცა მისი გამრავლება დიასახლისებმა მაინც ისწავლეს. ორქიდეა მრავლდება ღეროთი, ყვავილით და ფოთლით. თუმცა ეს უკანასკნელი მეთოდი საკმაოდ შრომატევადია, ამ სტატიაში სწორედ მის შესახებ ვისაუბრებთ.
რამდენად შესაძლებელია ორქიდეის ფოთლით გამრავლება?!
ორქიდეის ფოთოლს გამრავლების ფუნქცია არ აქვს, თუმცა თუ მას ღეროს ნაწილთან ერთად მოწყვეტთ, მისი დაფესვიანება შესაძლებელი გახდება.
სანამ ფოთლის დაფესვიანებას დაიწყებთ საჭირო ხელსაწყოები მოიმარჯვეთ. დაგჭირდებათ ბაღის სეკატორი, რაც უფრო ბასრი – მით უკეთესი. აიღეთ პლასტმასის კონტეინერი, გაფილტრული წყალი, დამაფესვიანებელი, გააქტიურებული ნახშირი, ციტიკონის პასტა და ქარვის მჟავა.
ორქიდეის ფოთლის გაზრდის პროცესი ხანგრძლივი პროცესია. მის დაფესვიანებას 1,5-2 წელი ჭირდება.
როგორ დავრგოთ ორქიდეის ფოთოლი
დასაფესვიანებელი ფოთოლი ზრდასრული ჯანმრთელი მცენარისგან უნდა აიღოთ. მოჭერით ფოთოლი სეკატორით, ისე რომ ღეროს ნაწილიც მიყვეს. შემდეგ ფოთოლი 8 საათით დადევით გასაშრობად.
შემდეგ გადაჭრილ ადგილზე დამაფესვიანებელი წაუსვით. ჭიქა წყალში 1 აბი გააქტიურებული ნახშირი გახსენით და ფოთოლი მასში მოათავსეთ. გადაჭრილ ადგილს წყალი უნდა ფარავდეს.
დაფესვიანების დასასტიმულებრად ქარვის მჟავა გამოიყენეთ. 1 აბი ქარვის მჟავა 1 ჭიქა წყალში გახსენით და მასში ფოთლის გადაჭრილი ადგილი ჩადევით. დარგვამდე დააკვირდით, ფოთოლს ობი და მომპალი ადგლები არ უნდა ჰქონდეს.
ჩემი კატა აღმერთებს ორქიდეების ღრღნას. ამ საკითხზე დიდხანს ვნერვიულობდი, შემდეგ კი გავარკვიე, რომ ორქიდეა საკმაოდ ჯანსაღი მცენარეა.