სამარხვო ღვეზელი „სულისთვის“ – კვერცხის, რძისა და კარაქის გარეშე

0
243

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. გთავაზობთ ხელები ავიკაპიწოთ და უგემრიელესი დესერტი მოვამზადოთ. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში სამარხვო ღვეზელის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

საჭირო ინგრედიენტებს სამზარეულოში აუცილებლად იპოვით. თუმცა შესაძლოა ფორთოხლის შესაძენად უახლოეს მაღაზიაში მოგიწიოთ შერბენა. მოკლედ რომ ვთქვათ – პროდუქტების მოძიებაში დიდი დრო არ დაგეხარჯებათ. მაშინ რატომ დავკარგოთ დრო?! საქმეს შევუდგეთ!

სამარხვო ღვეზელი

ინგრედიენტები

  • 2 ფორთოხალი
  • 75 გრამი ყაყაჩოს თესლი
  • 1 სუფრის კოვზი მანის ბურღული
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 30 გრამი სიმინდის სახამებელი
  • 10 გრამი ვანილის შაქარი
  • 100 მილიგრამი მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. ყაყაჩოს თესლი საშუალო ზომის ჭურჭელში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. გააჩერეთ 5 წუთით. ორ ფორთოხალს ცედრა მოაშორეთ, ფრთხილად, ისე რომ თეთრი ნაწილი არ გააყოლოთ. რბილობი გაწურეთ და გაფილტრეთ. წვენი ერთგვაროვანი უნდა გამოვიდეს.

2. ყაყაჩოს შაქარი დაუმატეთ. ყაყაჩო კარგად დააქუცმაცეთ. პასტისებური მასა უნდა მიიღოთ.

3. გამოიღეთ დიდი ზომის ჭურჭელი და ერთმანეთს აურიეთ: მანის ბურღული, ფქვილი, სახამებელი და სოდა. შაქრისა და ცედრის დამატებაც არ დაგავიწყდეთ. მასა კარგად აურეთ და ყაყაჩოს პასტა დაუმატეთ. კიდევ ერთხელ აურიეთ მასას. დაასხით ფორთოხლის წვენი და მცენარეული ზეთი, სასურველია რაფინირებული. მასა შეიძლება ოდნავ თხელი გამოვიდეს. გამოიღეთ ჟარუნა, გადააფარეთ პერგამენტი, შეგიძლიათ მცენარეული ზეთიც წაუსვათ. ჟარუნაზე ცომი დაასხით და კარგად მოასწორეთ. ღვეზელი 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 50 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

4. როდესაც ღვეზელი მომზადდება და გაგრილდება, აიღეთ ფორთოხლის წვენი და კულინარიული ჯაგრისი. ღვეზელის ზედა ნაწილი წვენით გაპოხეთ. ეს მის გემოს გააუმჯობესებს. შეგიძლიათ მას პუდრაც მოაყაროთ. ღვეზელი ძალიან გემრიელი და ლამაზი გამოვა.

ეცადეთ რეცეპტს მაქსიმალურად მისდიოთ, შესანიშნავი დესერტი გამოგივათ საუზმობისას ყავასთან ან ჩაისთან მისაყოლებლად.