რა და როდის დავთესოთ აპრილში – მთვარის კალენდრის მიხედვით

8655

მარტის ბოლო შესანიშნავი დროს იმის გასარკვევად თუ როგორი თესვის კალენდარი გვექნება აპრილში მთვარის მიხედვით. დღეს პაპარაცის რედაქცია დეტალურად მოგთხრობთ თუ რით უნდა დაკავდეთ გაზაფხულის მეორე თვეს, იმისთვის რომ თქვენმა ნაკვეთმა მადლობა გითხრათ. დარწმუნებული ვართ ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

Photo Credit By DepositPhotos

პირველ რიგში იმ სამუშაობით დავიწყოთ რომელთა ჩატარებაც აპრილშია აუცილებელი. მაგალითად, აპრილი იდეალური დროა ხეების სანიტარული სხვლისთვის. უნდა გათავისუფლდეთ დაზიანებული და დაავადმყოფებული ტოტებისგან.

Photo Credit By DepositPhotos

ამ დროს შეგიძლიათ სხვადასხვა მავნებლებისგან დამცავი რგოლები გააკეთოთ. არ დაგავიწყდეთ ხის ჭრილობებისა და ყინვის ბზარების მკურნალობაც. ჭრილობები სპეციალური დანით დაამუშავეთ და ხსნარი წაუსვით. შეგიძლიათ ხეები ზეთოვანი საღებავითაც შეღებოთ.

თუ თქვენს ბაღში ვარდი ან ყურძენი გაქვთ, მათ საფარი უნდა მოხსნათ. გააკეთეთ ჟოლოს სანიტარული სხვლაც. აპრილში სხვადასხვა ხეებისა და ბუჩქების განოყიერებასაც უნდა მიჰყოთ ხელი.

Photo Credit By DepositPhotos

არ დაგავიწყდეთ ბაღის დალაგებაც. მშრალი ფოთლები და ნეშომპალა უნდა მოაცილოთ და კომპოსტის ორმოში უნდა მოათავსოთ. თუ მიწაზე ჯერ კიდევ მორჩენილია ყინულის საფარი – ის მიწის გაფხვიერების შედეგად უნდა მოაშოროთ.

მოსამზადებელი სამუშაოები ბოსტანში

აპრილში პომიდვრის, წიწაკის, კომბოსტოს, ბადრიჯნისა და ყვავილების ნერგები ჯერ კიდევ აგრძელებენ ზრდას. ყურადღება მიაქციეთ რწყვის პროცესსაც, გაზარდეთ მისი სიხშირე. დროდადრო გაანიავეთ ნერგებიც რათა ღია ჰაერს შეეგუონ.

Photo Credit By DepositPhotos

თვის დასაწყისში შეგიძლიათ გვიან მწიფებადი სახეობის ბოსტნეული და ყვავილები დათესოთ.

აგრო ცელოფანზე დათესეთ ბოლოკი, სტაფილო ან კომბოსტო. დასათესად მზად არის: ოხრახუში, კამა, ქინძი, ისპანახი და ა.შ. აპრილის ბოლოს სხვადასხვა ხეებისა და ბუჩქების დარგვაც კარგია.

თუ სათბური გაქვთ მასზეც იზრუნეთ. ჩაატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები – ბორის ხსნარით. გააფხვიერე ნიადაგი. მოაშორეთ მულჩირება და ორგანული სასუქი შეიტანეთ.

თესვისთვის ხელსაყრელი დღეები

იმისთვის, რომ ბოსტნეული და ხეხილის კულტურები კარგი მოსავლით გამოირჩეოდეს, სპეციალისტები მთვარის კალენდრის გამოყენებას გვირჩევენ. ითვლება, რომ არსებობს თესვისთვის სასიკეთო და აკრძალული დღეები. ეს ყველაფერი ყვავილებსაც ეხება.

Photo Credit By DepositPhotos
  1. 8,9,14,18,19,28 აპრილი – იდეალური თარიღებია პომიდვრის წიწაკისა და ბადრიჯნისთვის.

2. 8,9,14,18,19,25,26,28 აპრილი -სასიკეთო დღეებია სხვადასხვა მწვანილის, კიტრისა და კომბოსტოსთვის.

3. 3,4,5,8,9,14,18,19,25,26 და 28 აპრილი -შეგიძლიათ მწვანე ხახვი დათესოთ.

4. 3,4,5,8,9,14 და 28 აპრილი – ისეთ ბოსტნეულს დაუთმეთ რომელიც მიწაში იზრდება

5. თუ ერთწლიანი ყვავილების დარგვა გსურთ – 8,9,18,19,23,24,25,26,28 აპრილი გამოიყენეთ.

6. 3,4,5,8,9,14,18,18,25,26,28 აპრილი – მრავალწლოვანი ყვავილების დათესვისთვის საკმაოდ ხელსაყრელი დღეებია.

7. ყველა ტიპის ბოლქვოვანი მცენარე 2,3,4,5,8,9,25,26,28,29 ან 30 აპრილს დარგეთ.

Photo Credit By DepositPhotos

1,12,13 და 27 აპრილს ნურაფერს დათესავთ. ეს დღეები მსგავსი სამუშაოებისთვის არასასიკეთოა.

მართალია მთვარის კალენდარს ყველა მებაღე არ მისდევს თუმცა ურიგო არ იქნებოდა თუ რეკომენდაციებს მაინც გაითვალისწინებდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს