გამომცხვარი ვაშლის არომატი დარიჩინითა და ტკბილი ცომით… ეს კომბინაცია მხოლოდ თბილ გრძნობებსა და ასოციაციებს იწვევს. მაშინ რატომ არ უნდა გაანებივროთ თქვენი ახლობლები ამ შესანიშნავი დესერტით? პაპარაცის რედაქცია სწრაფი და უგემრიელესი ვაშლის ღვეზელის მომზადებას გთავაზობთ.
ვაშლის სწრაფი ღვეზელი
ვაშლის წყალობით ეს ღვეზელი წვნიანი გამოდის. რაც შეეხება შვრიას – ის მსუბუქ, თხილისებურ გემოს აძლევს. მოკლედ რომ ვთქვათ ღვეზელი სასიამოვნო და გემრიელი გამოდის.
- ინგრედიენტები
- 100 გრამი ფქვილი
- 3 ცალი კვერცხი
- 150 გრამი შვრია (სწრაფი მომზადების)
- 0,5 – 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიარებელი
- მწიკვი მარილი
- 120 გრამი კარაქი
- 4 დდი ვაშლი
- 160 გრამი შაქარი
- 0,5 გრამი ლიმონის წვენი
მომზადების წესი
1.პირველ რიგში ღრმა ჯამში დარბილებული კარაქი და შაქარი მოათავსეთ. კარგად ათქვიფეთ მიქსერით, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში.
2.შემდეგ ეტაპობრივად თითი-თითო კვერცხი დაუმატეთ და მასა აფუებამდე თქვიფეთ. შემდეგ ვანილი და მწიკვი მარილიც დააყარეთ.
3.მომზადებული თხევადი მასა ცოტა ხნით გადადეთ და მშრალი მასა მოამზადეთ. ამისთვის მეორე ჯამში ფქვილი, შვრია, დარიჩინი და გამაფხვიერებელი შეურიეთ.
4.ახლა ვაშლი მოვამზადოთ. გავთალოთ და გავასუფთაოთ, დავჭრათ ვაშლის რბილობი. გირჩევთ ხილი ზედმეტად წვრილად არ დაჭრათ რათა ღვეზელში მათი გემო კარგად იგრძნობოდეს.
5.დროა ყველა ინგრედიენტი გავაერთიანოთ. კვერცხსა და კარაქს მშრალი ფხვნილი შევუროთ და კარგად მოვურიოთ. დავიმატოთ ვაშლი. ცომი პერგამენტ გადაფარებულ ფორმაში გადავიტანოთ. ფრთხილად მოვასწოროთ დესერტის ზედა ნაწილი და 170 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 45 წუთით შევდგათ. მზა ღვეზელს შაქრის პუდრა მოაყარეთ.
ეს ვაშლის ღვეზელის ჩაისა და ყავას ძალიან უხდება. გემრიელად მიირთვით!