ზოგჯერ ძალიან მინდება რაიმე ტკბილი ჩაისთან მისაყოლებლად, თუმცა მაღაზიაში წასვლა მეზარება. ეს პრობლემა ალბათ გეცნობათ. ამიტომ პაპარაცის რედაქცია ძალიან მარტივი მაგრამ, უნაზესი ორცხობილის მომზადებას გასწავლით.
ფხვიერი ორცხობილა კარაქით
ასეთი ორცხობილა ძალიან უხდება ჩაისა და ყავას. მზადდება მარტივი ინგრედიენტებით და მომზადებას ცოტა დრო ჭირდება.
ინგრედიენტები
- 250 გრამი კარაქი
- 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა
- 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა ამოსავლებად
- 2-3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 80 მილიგრამი მცენარეული ზეთი
- 4 სუფრის კოვზი სახამებელი
- ვანილი გემოვნებით
- 400-420 გრამი ფქვილი
მომზადების წესი
1.პირველ რიგში ჯამში დარბილებული კარაქი მოათავსეთ, დაუმატეთ შაქრის პუდრა და მცენარეული ზეთი. ყველაფერი დააბლენდერეთ.
2.დაუმატეთ სახამებელი, ლიმონის წვენი და კვლავ ათქვიფეთ.
3.შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. დაიწყეთ ცომის ხელით მოზელვა.
4.კარგად მოზელილი ცომი 3 ნაწილად დაყავით. ყოველი მათგანისგან ძეხვის ფორმა გააკეთეთ და 1 სანტიმეტრის ფირფიტებად დაჭერით. ისინი პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე დაალაგეთ.
5.ჩვენი მომავალი ორცხობილა 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 15 წუთით შედევით. მზა ორცხობილა შაქრის ფხვნილში ამოავლეთ.
როგორც ხედავთ მსგავსი ფხვიერი ორცხობილის მომზადება ძალიან მარტივია და მას ნებისმიერი დიასახლისი გაუმკლავდება. მთავარია ნახევარი საათი თავისუფალი დრო გამოყოთ.