ტკბილი პურის გამოცხობის საიდუმლო დედას რვეულიდან

411

მაღაზიაში შეძენილი ტკბილეული ვერასდროს აჯობებს სახლში გამომცხვარს. პირველ რიგში სახლში გამომცხვარის შემთხვევაში ზუსტად იცი თუ რა ინგრედიენტებით დამზადდა ის. რეცეპტი რომელსაც პაპარაცის რედაქციის ამ სტატიაში გასწავლით რბილი და მადისაღმძვრელი გამოდის. სტატიის ბოლოში მისი მომზადების პროცესის ვიდეოსაც ნახავთ.

ამ დესერტის მოსამზადებლად უბრალო ინგრედიენტები და შემოქმედებითი განწყობა დაგჭირდებათ. ის ბევრ დროს და ენერგიას არ წაგართმევთ, თუმცა ცომის გაფუებისთვის დალოდება მაინც მოგიწევთ.

ინგრედიენტები

  • 300 გრამი ფქვილი
  • 140 გრამი რძე
  • 1 ცალი კვერცხი+1 კვერცხი გადასასმელად
  • 60-70 გრამი კარაქი (30 გრამი ცომისთვის და 30 გრამი გადასასმელად)
  • 30 გრამი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი სწრაფადმოქმედი საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესი

1.მარილი, შაქარი და ფქვილი ერთმანეთში აურიეთ. დაუმატეთ ახალი რძე, კვერცხი და სწრაფადოქმედი საფუარი. მოზილეთ ცომი.

2.როდესაც ცომი გამზადდება, მას 30 გრამი ზეთი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ მოურიეთ. გააკეთეთ ლამაზი ბურთულის ფორმირება. ცომს გადააფარეთ და 60 წუთით ოთახის ტემერატურაზე გააჩერეთ.

3.მას შემდეგ რაც ცომი ზომაში გაიზრდება, ის სამზარეულოს დაფაზე დადევით და გააბრტყელეთ კვადრატის ფორმაზე.

4.აიღეთ დარჩენილი 30-40 გრამი დარბილებული კარაქი და ცომს ზემოდან წაუსვით.

5.შემდეგ ცომის ერთი კიდე ცენტრამდე გადაკეცეთ. მეორე ზემოდან გადაადევით ისე რომ მართკუთხედის ფორმა მიიღოთ. ოდნავ გააბრტყელეთ ცომი.

  1. ცომი 6 გრძელ ზოლად დაყავით.

7.ცომის ერთი ზოლი აიღეთ და გადაახვიეთ. იდეალურ ფორმაზე ნუ იდარდებთ, ცხობის პროცესში ფუნთუშა გემრიელ შესახედაობას მიიღებს.

8.ფუნთუშებს რამე გადააფარეთ და 60 წუთით ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.

9.1 ცალი კვერცხიდა სუფრის კოვზი რძე ერთმანეთში აურიეთ და ფუნთუშას გადაუსვით. ზემოდან შაქრის პუდრა მოაყარეთ და 170 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით. აცხვეთ 17-20 წუთის განმავლობაში.

მომზადების პროცესში გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად მშრალი საფუარი უნდა გამოიყენოთ.

მზა ფუნთუშის არომატი მტელს სახლს მოეფინება და მათ გაგრილებამდე ნამდვილად ვერ მოითბენთ! აჯობებს ფუნთუშა 2 პორცია მოამზადოთ, რადგან სუფრიდან ის სინათლის სიჩქარით ქრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს