პური რომელსაც ნათესავები ნამცეცებიანად შეჭამენ

0
484

როგორც წესი სახლში პურის გამოცხობას ბევრი არ რისკავს, იმიტომ, რომ ის საკმაოდ რთულ და  ხანგრძლივ პროცესად ითვლება და სპეციალურ ინვენტარსა და ცოდნას მოითხოვს. პაპარაცის რედაქცია ამაში გადაგარწმუნებთ და პურის მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

სახლის პურის მარტივი რეცეპტი

მოცემული რეცეპტი გემრიელი და არომატული სახლის პურის გამოცხობის საშუალებას მოგცემთ, რომლის მომზადების დროსაც მინიმალური ძალისხმევა და მარტივი ინგრდიენტები დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 2,5 გრამი მშარალი საფუარი
  • 300 გრამი ფქვილი
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი
  • 230 მილიგრამი წყალი
  • 15-25 მილიგრამი მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1.პირველ რიგში ღრმა ჯამში ფქვილი, შაქარი, მარილი და მშრალი საფუარი ჩაყარეთ.

2.შემდეგ ნელ-ნელა ჩაუმატეთ წყალი. მუდმივად ურიეთ ყველაფერს, სანამ მასა ერთგვაროვან კონსისტენციას არ მიირებს. მზა ცომი ოტახის ტემპერატურაზე დატოვეთ 2 საათით და საკვები ცელოფანი გადააფარეთ.

3.მითითებული დროის გასვლის შემდეგ გახსენით აფუებული ცომი. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი მასზე მოათავსეთ. მთლიანად ამოავლეთ ფქვილში და ბურთულა გააკეთეთ.

ახლა ცომი 6 თანაბარ ნაწილად დაყავით და მათგან ბურთულები გააკეთეთ. ამის შემდეგ ბურთულებს საკვები ცელოფანი გადააფარეთ და კიდევ 15 წუთით დაასვენეთ.

4.15 წუთის შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ ყოველი ბურთულა. შემდეგ ის ისე გადაახვიეთ როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

5.ბოლოს ფუნთუშები ზეთწასმულ პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე დაალაგეთ. ისინი გასაფუებლად კიდევ 30 წუთით დატოვეთ. ამის შემდეგ ისინი ჩაჭერით და მცენარეული ზეთი გადაუსვით.

ამის შემდეგ პური 230 გრადუსზე გაცხელებულ ქურავში 15-17 წუთით შედგით.

ეს რეცეპტი გარედან ძალიან ხრაშუნა გამოდის და შიგნიდან კი არომატული და რბილია. გემრიელად მიირთვით!