მჟავე კიტრის რეცეპტი რომელიც ძალიან ხრაშუნა გამოდის

5017

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ მჟავე კიტრის კარგი რეცეპტის პოვნას დიდი დრო ჭირდება, ამიტომ პაპარაცის რედაქცია თქვენი ძვირფასი დროის ეკონომიას გაგიწევთ და უგემრიელესი მჟავე კიტრის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ერთი განსაკუთრებული ინგრედიენტის წყალობით ის ზედმეტად არ დამჟავდება და რამდენ ხანსაც არ უნდა შეინახოთ ხრაშუნა დარჩება.

PhotoCredit to Freepik

მჟავე კიტრი ქილაში

ამ რეცეპტით მომზადებული მჟავე კიტრი შესანიშნავი მისაყოლებელი იქნება ძირითად კერძებთან, თუმცა მისი ჭამა ცალკეც შეიძლება.

ინგრედიენტები 3 ლიტრიანი ქილისთვის

  • კიტრი
  • 1,5 ლიტრი წყალი
  • 3 სუფრის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • კამა
  • პირშუშხას ფოთლები
  • მოცხარის ფოთლები
  • ნიორი (დიდი თავი)

მომზადების წესი

1.პირველ რიგში სუფთა 3 ლიტრიანი ქილის ფსკერზე ცოტაოდენი პირშუშხას ფოთლები, მოცხარის ფოთლები, კამა და გასუფთავებული ნიორი დააფინეთ. შემდეგ შიგნით კიტრი მოათავსეთ. მწვანილისა და კიტრის ფენები ქილის პირამდე ფენა-ფენა შეუნაცვლეთ.

PhotoCredit to Freepik

2.შემდეგ ქილაში საჭირო რაოდენობის ძმარი და მაღალ გრადუსიანი სასმელი ჩაასხით.

PhotoCredit to Freepik

3.ახლა მარინადი მოვამზადოთ. ამისთვის ქვაბში წყალი ჩავასხათ და მარილი დავუმატოთ. ყველაფერს კარგად მოურიეთ რათა კრისტალები ბოლომდე გადნენ. ხსნარი ადუღებამდე მიიყვანეთ და კიტრს მდუღარე დაასხით. უნდა აღვნიშნოთ, რომ მარინადი ყოველი ქილისთვის ცალ-ცალკე უნდა გააკეთოთ.

PhotoCredit to Freepik

4.კიტრიან ქილას სილიკონის სახურავი დაახურეთ და ცივ ადგილას მოათავსეთ. მზად არის!

PhotoCredit to Freepik

როგორც ხედავთ, ასეთი ხრაშუნა კიტრის მომზადებისთვის მინიმალური ინგრედიენტები და ძალისხმევა დაგჭირდებათ. ეს რეცეპტი შეინახეთ რათა კიტრის სეზონზე არ დაგეკარგოთ და უგემრიელესი მჟავე კიტრის მომზადება შეძლოთ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს