სამარხვო ორცხობილა კვერცხისა და რძის პროდუქტების გარეშე

635

პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში სამარხვო ოrცხობილას შემოგთავაზებთ.მისი მომზადება როგორც ხორბლის, ასევე სიმინდის ფქვილითაც შეიძლება. თუმცა აჯობებს ორცხობილას ორივე სახის ფქვილი და პლიუს ბრინჯის ფქვილიც დავუმატოთ. ხორბლის ფქვილით ორცხობილა რბილი იქნება, სიმინდის ფქვილით კი ფხვიერი. თუმცა ორივე ვარიანტი ძალიან გემრიელი და ზომიერად ტკბილია.

დღეს პაპარაცის რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ მოვამზადოთ სწრაფი და მარტივი, უგემრიელესი სამარხვო ორცხობილა – ბიუჯეტური პროდუქტებისგან. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოცხარი, ალუბალი, ნუში ან შოკოლადი დაუმატოთ.

ინგრედიენტები

  • 100 გრამი ფქვილი
  • 45 გრამი სიმინდის ფქვილი
  • 50 გრამი ბრინჯის ფქვილი
  • 50 გრამი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
  • 90 გრამი შვრიის ფანტელი
  • 65 გრამი ვაშლის პიურე (შეიძლება ვაშლისა და ბანანის პიურე ერთად)
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 80 გრამი მცენარეული ზეთი
  • 40 გრამი ნუში, გამომშრალი ალუბალი ან თეთრი შოკოლადი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 25 გრამი გამომშრალი მოცხარი
  • მწიკვი მარილი
  • 30 გრამი დარიჩინი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი

1. შვრიის ფანტელი კარგად დააქუცმაცეთ ბლენდერის მეშვეობით. მოსახერხებელ ჯამში ვაშლის პიურე, შაქარი და თაფლი აურიეთ. მასში მცენარეული ან ქოქოსის ზეთიც ჩაასხით. ვაშლის პიურე რეცეპტში კვერცხს ანაცვლებს.

2. ფქვილს მწიკვი მარილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი (სურვილისამებრ) დაუმატეთ. აურიეთ ერთგავროვნებამდე და შემდეგ მშრალ მასაში თხევადი მასა ჩაასხით. კვლავ მოურიეთ, შემდეგ კი დაქუცმაცებული შვრია დაუმატეთ.

3. სურვილისამებრ ცომში შეგიძლიათ გარეცხილი და გამომშრალი მოცხარი დაუმატოთ. მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.

ჟარუნას პერგამენტის ქაღალდი გადააფარეთ და ცომის ბურთულები მასზე მოათავსეთ. დიამეტრი დაახლოებით 4 სანტიმეტრი უნდა იყოს. ბურთულების ფორმირებისთვის სუფრის ან ნაყინის კოვზი გამოიყენეთ. დაახლოებით 15-16 ორცხობილა გამოგივათ.

4. ორცხობილა წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში აცხვეთ 12-15 წუთის მანძილზე.

5. თუ ორცხობილას ფქვილის გარეშე, შვრიით აკეთებთ, შეგიძლიათ შვრიის ფანტელი თხილეულთან ერთად დააბლენდეროთ. ან ხორბლის ნაცვლად სიმინდის და ბრინჯის ფქვილი გამოიყენეთ.

6. გემოსთვის ორცხობილას გამომშრალი ალუბალი და თეთრი შოკოლადი დაუმატეთ. ან შეგიძლიათ არაფერი დაუმატოთ. ორცხობილები ჩანგლით ოდნავ დაჭყლიტეთ. ეს ვარიანტიც 180 გრადუსზე აცხვეთ 12-15 წუთის მანძილზე.

7. სულ ეს არის. ორცხობილის ორივე ვარიანტი მზად გახლავთ. გემრიელად მიირთვით!

პაპარაცის რედაქციისგან

სამარხვო ორცხობილის ამ ვერსიას ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს თაფლისა და დარიჩინის წყალობით. ვაშლის პიურე შეგიძლიათ თავად მოამაზადოთ ან მაღაზიაში შეიძინოთ. თუ ვაშლის პიურეს თავად ამზადებთ ის კანის გარეშე მოთუშეთ და ნატურალურ პიურეს მიიღებთ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორცხობილა დაბალკალორიულია და მისი მირთმევა თქვენს ფიგურაზე არ აისახება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს