სუ-ჯოკ-თერაპია — სასწრაფო დახმარება ხელის გულზე. ნეკა თითის უცნობი ძალა: ვაწვები და მიკვირს.

2846

მაშინ, როცა ჩვენ უახლოეს აფთიაქში გავრბივართ, კორეელები დაავადებების პანაცეას საკუთარ სხეულზე პოულობენ და მხოლოდ ხელების გამოყენებით თავისუფლდებიან თავის ტკივილის, ხველის, მომატებული არტერიული წნევისა და გულის დაავადებებისგანაც კი.

ინექციებისა და წამლების გარეშე განკურნების მეთოდიკა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის და ეწოდება სუ-ჯოკ (კორეულიდან: su — ხელი, jok — ფეხი). იგი ტიბეტელმა ბერებმა კი არა, სეულის უნივერსიტეტის, პაკ ჩჟე ვუ-ს პროფესორმა შეიმუშავა, გასული საუკუნის 80-იან წლებში.

სუ-ჯოკ თერაპია

რა თქმა უნდა, სუ-ჯოკ თერაპია ჰაერიდან არ გაჩენილა. ესაა ჩინური მედიცინის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა და რეფლექსოლოგიის შესახებ თანამედროვე ცოდნის შერწყმა. მეთოდის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ჩვენს ტერფებსა და ხელის მტევნებზე არსებობს ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილსა და შინაგან ორგანოს შეესაბამება.

ფოტო: sujoktherapy.ge

თერაპიის ტექნიკა დაფუძნებულია იმაზე, რომ იპოვოს კანის მონაკვეთები, რომლებიც უსიამოვნო შეგრძნებების შესახებ გადასცემს ინფორმაციას, და იმოქმედოს მათზე. წერტილოვანი სტიმულაციისთვის შეიძლება ხელთ არსებული ისეთი საშუალებები, როგორებიცაა ასანთის ღერი ან ფანქარი, ასევე, მცენარეების თესლებიც.

ფოტო: sujoktherapy.ge

თესლები – ესაა ცოცხალი ბიოლოგიური ობიექტები, რომლებსაც თავიანთი ენერგია გააჩნიათ. საჭირო წერტილებზე დაწებებული თესლები იწოვს ტკივილის გამომწვევ ენერგიას და სანაცვლოდ ჯანსაღ ენერგიას გვაძლევს.

© Depositphotos

მეთოდიკას არ გააჩნია უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები, ხოლო მოქმედებები მარტივი შესასრულებელია – საკმარისია მეთოდის ერთხელ შესრულება იმისათვის, რომ გაიგოთ სამოქმედო ზონების განლაგების პრინციპი. რატომ არ ცდით?

სხეულზე ზემოქმედება

1. თავის ტკივილის მოსახსნელად

თავის ტკივილის დროს, ხელის დიდი თითის ფრჩხილის დანაყოფზე(შეესაბამება თავს) გადაიჭირეთ ჩვეულებრივი აფთიაქის რეზინი და დაელოდეთ რამდენიმე წუთით მის მოქმედებას. როგორც კი ზედა დანაყოფი გაწითლდება, მკვეთრად მოუშვით რეზინი.

თქვენ იგრძნობთ, თითქოს სისხლი თავიდან უკან იხევს. თუ ეს არ მოხდება პირველივე ჯერზე, გაიმეორეთ მანიპულაცია 3-5 წუთის განმავლობაში, სანამ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

2. კბილის ტკივილის გასაყუჩებლად

კბილებზე ზემოქმედების წერტილები დიდი თითის ფრჩხილის გარშემო მდებარეობს. დაუშვით დიდი თითი დანაყოფით ქვემოთ და წარმოიდგინეთ, რომ ფრჩხილი – ესაა ღიაპირი. მაშინ ზედა ყბა შეესაბამება იმ ადგილს, საიდანაც ფრჩხილი იზრდება, ხოლო ქვედა – ფრჩხილის ის ნაწილი, რომელსაც ვიჭრით.

ბლაგვი ფანქრით იპოვეთ მტკივნეული წერტილი ფრჩხილთან ახლოს. თუ 3-5-წუთიანი მასაჟის შემდეგ ტკივილი გაქრა, ესე იგი, წერტილი სწორად გიპოვიათ. დაიდეთ მასზე ხორბლის მარცვალი და დაიმაგრეთ სანტავიკით, რათა მასზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში იმოქმედოს.

3. სურდოს გასაქრობად

სურდოს მოშორება შეგიძლიათ ნეკა, საჩვენებელი, შუა თითებისა და არათითის დაბოლოებებზე არსებულ წერტილებზე ზემოქმედებით. სანტავიკის გამოყენებით, დაიმაგრეთ ამ თითების დაბოლოებებზე წიწიბურას მარცვლები. დროდადრო დააჭირეთ მათ – ეს დაგეხმარებათ ცხვირის შეშუპების გაქრობასა და სუნთქვის გამარტივებაში.

4. გასახდომად

გახდომისთვის რეცეპტორული ველებია: ჭიპის, ჰიპოფიზირს, პირის, საყლაპავის, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის ზონები. ცენტრების სტიმულირება შესაძლებელია მასაჟით(დღეში 2-3 წუთი), თუმცა, ყველაზე მოსახერხებელია ამ წერტილებზე წიწიბურის, ვაშლის ან ნებისმიერი სხვა თესლის დაწებება.

მარცვლების ასე გაჩერების დროა რამდენიმე საათიდან 3 დღემდე. ისინი კვირაში ერთხელ ახლით უნდა ჩაანაცვლოთ. შეარჩიეთ მხოლოდ საუკეთესო მარცვლები: სწორი, დაუზიანებელი, რომელსაც ამოცენება შეუძლია.

ჭარბ კილოგრამებს, სუ-ჯოკის მეთოდიკით, მადის დაქვეითების ხარჯზეც დაიკლებთ. ამისთვის, საკვების მიღებამდე, კარგად უნდა დაიზილოთ ნეკა თითის დაბოლოება.

© Depositphotos

5. უმტკივნეულო კრიტიკული დღეებისთვის

მენსტრუალურმა დღეებმა ნაკლებად მტკივნეულად და სულაც უსიმპტომოდ რომ ჩაიაროს, იპოვეთ საშვილოსნოსა და საკვერცხეების შესაფერისი წერტილები. ენერგიულად დაიზილეთ და რამდენიმე წუთში ტკივილიც და უსიამოვნო შეგრძნებებიც გაგივლით.

© Depositphotos

6. მუხლების პრობლემების მოშორება

მუხლების პრობლემების შემთხვევაში (განსაკუთრებით, ხანში შესვლისას), საჭიროა არათითებისა და შუა თითების შუა სახსრების დაზელა. ეს წერტილები მუხლებს შეესაბამება, თანაც, მარჯვენა ფეხს არათითის, ხოლო მარცხენას – შუა თითის სახსარი შეესაბამება.

უფრო მკვეთრი ეფექტისთვის, დაიწებეთ არათითის ან შუა თითის სახსრებზე სტაფილოს, წითელი წიწაკის ან პომიდვრის თესლი.

ენდობით თუ არა ალტერნატიულ მედიცინას – თქვენი არჩევანია. ზოგიერთ სერიოზულ პრობლემას ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, თუმცა ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ გამოიყენებთ, როგორც დამხმარე მეთოდიკას.

ასევე შეგიძლიათ უყუროთ:

სუ-ჯოკ თერაპია PKTV -ს ‘ესკულაპში’, ექიმ სვიმონ გორელაშვილთან ერთად
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს