ცხელი ორცხობილა პუდრაში – მარგარინის ცომით

282

სახლში მომზადებული ორცხობილა არაჟნითა და ვაშლის გულსართით – სწორედ ის არის რაც გვჭირდება იდეალური ჩაის სმისთვის. ეს რეცეპტი ძალიან მარტივია, ბევრი ფუსფუსი და წვალება არ ჭირდება. ყველაფერი სწრაფად მზადდება და მხოლოდ იოლად ხელმისაწვდომი ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

Photocredit to DepositPhotos

დღეს პაპარაცის რედაქცია ვაშლის ორცხობილის გამოცხობის ინსტრუქციას შემოგთავაზებთ. მათგან მოწყვეტა შეუძლებელია!

სახლის ორცხობილა არაჟანზე

  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 500 გრამი რბილი მარგარინი
  • 4 ცალი კვერცხის გული
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 6 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 2 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 4 ვაშლი
  • შაქრის ფხვნილი მოსაყრელად
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

1. ცომის მოსამზადებლად ფქვილი გამაფხვიერებელს და მწიკვ მარილს შეურიეთ. კარგად აურიეთ ერთმანეთში.

Photocredit to DepositPhotos

2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი ფუმფულა ქაფის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ დარბილებული მარგარინი (მარგარინი შეგიძლიათ კარაქით ჩაანაცვლოთ) და არაჟანი. კვლავ კარგად ათვქიფეთ და შემდეგ მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ. მოზილეთ ცომი.

Photocredit to DepositPhotos

3. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და მცირე ზომის კუბებად დაჭერით.

Photocredit to DepositPhotos

4. ცომი თხელ ფენად გააბრტყელეთ და ჭიქის მეშვეობით რგოლები გამოჭერით. რგოლის ცენტრში ვაშლის გულსართი დადევით, რგოლი შუაზე გადაკეცეთ და კიდეები შეუკარით. ორცხობილები პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე დადევით.

Photocredit to DepositPhotos

5. სახლის ორცხობილა 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 20 წუთის განმავლობაში აცხვეთ მზაობამდე.

Photocredit to DepositPhotos

6. მზა, ოდნავ შეგრილებული ორცხობილა შაქრის პუდრაში ამოავლეთ. გემრიელად მიირთვით!

Photocredit to DepositPhotos

პაპარაცის რედაქციის რჩევა

ვაშლის ნაცვლად შეგიძლიათ ჟოლო ან მოცხარი გამოიყენოთ. გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ორცხობილა ამ რეცეპტით, ის პირველივე ჯერზე შესანიშნავი გამოდის!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს