შეცდომები რომლის გამოც სოიოს ჭამა შეუძლებელი ხდება

2747

ახლა ბევრი ცდილობს თავის რაციონში ხორცის რაოდენობა შეამციროს. ზოგი ამას ჯანმრთელობის გამო აკეთებს ზოგი კი ეთიკური მიზეზების გავლენით. ზოგს კი უბრალოდ თავისი რაციონის გამრავალფეროვნება სურს. თუმცა სოიოს ხორცის სწორად მომზადება ბევრმა არ იცის. განსაკუთრებით ეს ახალბედებს უჭირთ, რომლებსაც ეს ინგრედიენტი ჯერ არ გამოუყენებიათ.

როგორ მოვამზადოთ სოიოს ხორცი

ჯერ სოიოსა და მისი პროდუქტების სარგებლიანობაზე ვისაუბროთ. ბევრმა ჯერ არ იცის, რომ სწორედ ამ პარკოსანი მცენარისგან მიიღება ხორცთან ყველაზე მიახლოებული პროდუქტი. ყველაფერი საკმაოდ მარტივია – სოიოს საგულდაგულოდ ფხვნიან იმისთვის, რომ სწორი ტექსტურა მიიღონ. შემდეგ ხარშავენ და აშრობენ. მიღებული ნაჭრებში კი სოიოს ზეთს და ზოგჯერ ხორბალსაც უმატებენ. ასე უფრო გემრიელი გამოდის.

რატომ ამჯობინებენ სოიოს ხორცს ნამდვილთან შედარებით?! ვეგეტარიუანულ ვარიანტში გაცილებით მეტი ცილაა ვიდრე მაგალითად, ხორცის პროდუქტში, გარდა ამისა მას ქოლესტერინი საერთოდ არ აქვს. აუცილებელი არ არის ჩვეულებრივი ხორცის ვეგანურით სრულად ჩანაცვლება, უბრალოდ შეგიძლიათ ერთი მეორეს შეუთავსოთ.

იმისთვის, რომ აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებები მივიღოთ, სოიოს ხორცი აუცილებლად უნდა შევუთავსოთ სხვადასხვა რძის პროდუქტებს, მაგალითად ყველს. რაციონში კვერცხიც დავიმატოთ.

მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ სოიოს ხორცი?! ელემენტარულია! აი რა დაგჭირდებათ ამისთვის:

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი სოიოს რძე
  • 500 მილიგრამი მდუღარე წყალი
  • 1 მსხვილი სტაფილო
  • 1 ცალი ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • მარილი
  • წიწაკა
  • კორიანდრი (კაკალი ქინძი)
  • ხმელი სუნელი

მომზადების წესი

1. მშრალი სოიოს გულიაში ნახევარი საათით წყალში ჩაალბეთ. ამისთვის სოიოს ნაჭრებს მდუღარე წყალი დაასხით. მზაობის შემოწმება რთული არ არის: ერთ-ერთი ნახევარი გაჭერით და დარწმუნდით, რომ წყლით სრულად არის გაპოხილი, შიგნით მშრალი ადგილები არ უნდა იყოს დარჩენილი.

2.სანამ სოიოს ლბება ბოსტნეული გაამზადეთ. სტაფილო აუცილებლად გარეცხეთ, გათალეთ და საშუალო ზომის ფენებად დაჭერით. დააქუცმაცეთ წიწაკა. ხახვი კი კუბებად დაჭერით.

3. ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით. ჯერ ცოტაოდენი სტაფილო მოწვით, როდესაც შეწითლდება, მას წიწაკა და ხახვი დაუმატეთ. დაელოდეთ ბოსტნეულის მზაობას და ცოტაოდენი წყალი დაუმატეთ.

4. სოიოდან წყალი გადაასხით, კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში. ეს სოიოს სუნს მოაშორებს.

5. ახლა კარგად გაწურეთ ხორცი და ბოსტნეულს დაუმატეთ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ თამამად შეაზავოთ ნივრით და საყვარელი სანელებლებით. შეგიძლიათ ცოტაოდენი სოიოს სოუსისც დაუმატოთ. ხორცს ტაფაზე კარგად მოწვა და მოთუშვა აცადეთ.

პაპარაცის რედაქციისგან

კერძი შეგიძლიათ გარნირად გამოიყენოთ მაგალითად, ბრინჯთან ან წიწიბურასთან ერთად. კარტოფილთან ერთადაც უგემრიელესია. თქვენ მოგწონთ სტანდარტული პროდუქტის შემცვლელები?! თქვენ რით ანაცვლებთ ხორცს და რძეს მარხვის დროს?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს