ყველი ბრი – სპეციფიური პროდუქტია თეთრი ობით, რომელიც გემოთი ყველას არ მოსწონს. თუმცა ამ ყველის სხვადასხვა ვარიაციებში გასინჯვა ნამდვილად ღირს. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ უნდა გამოაცხოთ ყველი ბრი ქურაში და პროდუქტების საინტერესო შეხამებასაც შემოგთავაზებთ.
ყველი ბრი ქურაში
თუ ამ ყველს სწორად მოამზადებთ, შეძლებთ თქვენში ნამდვილი გურმანი გააღვიძოთ. ძალიან მარტივ რეცეპტს გთავაზობთ – ყველი ბრი ქურაში, თხილით. მის მოსამზადებლად მინიმალური დრო და პროდუქტები დაგჭირდებათ, თუმცა შედეგი ნამდვილად იქნება სამეფო სუფრის ღირსი.
ინგრედიენტები
- 1 პატარა თავი ყველი “ბრი”
- 1 ფუნთუშა
- ნიგოზი
- ზეითუნის ზეთი (ან სხვა მცენარეული ზეთი)
- 2 ჩაის კოვზი თაფლი
- მარილი
- მშრალი მწვანილი
მომზადების წესი
1. ახლა პროდუქტები მოვამზადოთ. ფუნთუშა ყველზე ოდნავ დიდი უნდა იყოს. მას ზედა ნაწილი მოვაჭრათ და გარშემო, გვერდები ჩავუჭრათ.
2. ფუნთუშას წავუსვათ ზეითუნბის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და მშრალი მწვანილები. სუნელების ნაწილი კი ყველზე მოსაყრელად გამოიყენეთ.
3. ყველას ზედა ნაზილი წააჭერით და ფუნთუშის ცენტრში მოათავსეთ, წაუსვით ზეთი, მარილი და სუნელები. ზემოდან კი ფუნთუშას ზედა ნაწილი დააფარეთ.
4. ფუნთუშა 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 15-20 წუთით შედგით.
5. სანამ ფუნთუშა ცხვება, ნიგვზით დაკავდით. დაფშვენით და რამდენიმე მთელი ნახევარი სუფრაზე მისატანად შეინახეთ.
6. 15-20 წუთის შემდეგ გამოიღეთ ფუნთუშა, მოასხით თაფლი და ნიგოზი მოაყარეთ. გამომცხვარი ბრი შეგიძლიათ ხილთან და კენკრასთან ერთადაც მიირვათ.
ეს კერძი ძალიან მარტივი და დახვეწილია. თუ ობიანი ყველი გიყვართ ეს კარგად გამოცდილი რეცეპტი თქვენს საყვარელ კერძად იქცევა. ბრის ჩანაცვლება კამამბერითაც შეიძლება.
რას შევუხამოთ ბრი
იმისთვის, რომ ბრის მდიდარი გემო გახსნათ მისი გამოცხობა აუცილებელი არ არის. მთავარია მისაყოლებელი პროდუქტი სწორად შეარჩიოთ. აი იმ პროდუქტების სია რომელიც ბრის ყველაზე მეტად უხდება.
1. ფრანგები ხშირად იყენებენ ბრის ახალ გამომცხვარ ბაგეტთან ან კრუასანთან ერთად. იტალიელებსბრის პასტასთან ან მწვადთან დამატებაც უყვართ.
2. ბრის გემო რუკოლას და ჩერის პომიდორსაც უხდება. შეგიძლიათ სალათი მოამაზდოთ გამომშრალ მოცვთან და ნიგოზთან ერთად.
3. ყველი ბრი შესანიშნავად შედის ჰარმონიაში ხილითა და კენკრით: ყურძნით, მარწყვით, ალუბლით, მსხლით და ვაშლით. განსაკუთრებით თუ თაფლს გამოიყენებთ.
4.ტკბილის მოყვარულებს ბრის მურაბასტან ერთად ჭამა უყვართ. შეგიძ₾იათ ყველის ნაჭრები ჟოლოს, ლეღვისა და სხვადასხვა მურაბებში ამოაწოთ. გემო ყველა შემთხვევაში განუმეორებელი იქნება.
5. ყველის გემო ზღვის პროდუქტებთანაც შედის ჰარმონიაში. მაგალითად შეგიძ₾იათ ფარშირებულ ორაგულთან ერთად გამოაცხოთ ბრი.
თქვენ რასთან ერთად მიირთმევთ ყველ ბრის?! აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში.