სააღდგომო სადილის რეპეტიცია: ხაჭოს პასკა “რაფაელო”

0
327

ხაჭოს პასკა აღდგომისთვის სახელად “რაფაელო” – ნამდვილად სამეფო რეცეპტია. ხაჭოს ფუძე ალუბლით, შოპკოლადითა და ქოქოსის ნაღებით – რა შეიძლება იყოს ამაზე გემრიელი?!

Photocredit to DepositPhotos

პაპარაცის რედაქცია დღეს სააღდგომო ნუგბარს გთავაზობთ რომელიც გემოთი უნაზეს ხაჭოს დესერტს მოგაგონებთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრამი ხაჭო
  • 100 გრამი +0,5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 3 ცალი კვერცხის გული
  • 80 გრამი ნაღები (33%)
  • 40 გრამი ქოქოსის ნაღები
  • 100 გრამი ქოქოსის ფანტელი
  • 50 გრამი კარაქი
  • 70 გრამი შავი შოკოლადი
  • 100 გრამი ალუბალი
  • 1 ჩაუს კოვზი სახამებელი

მომზადების წესი

1. ხაჭოს ფუძის მოსამზადებლად, საშუალო ზომის ჭურჭელში სამჯერ გახეხილი ხაჭო, შაქარი, კვერცხის გულები და კარაქი მოათვასეთ. ყველა პროდუქტი მიქსერით ათქვიფეთ – ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა მასა საშუალო ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ, თუმცა არ ადუღოთ. როგორც კი პირველი ბუშტუკები გაუჩნდება ცეცხლიდან გადმოდგით. მასა გასაცივებლად დატოვეთ.

2. ალუბლის გულსართისვის შეგიძლიათ გაყინული ალუბალი გამოიყენოთ რომელიც წინასწარ უნდა გაალღოთ. ალუბლისგან პიურე გააკეთეთ – ბლენდერის მეშვეობით. წამოდუღების შემდეგ მასა ქურაზე 1 წუთით გააჩერეთ და გადმოდგით.

Photocredit to DepositPhotos

3. გაცივებული ხაჭოს ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთს ალუბლის პიურე დაუმატეთ და სურვილისამებრ შეგიძლიათ გამომშრალი ალუბალიც დაუმატოთ. კარგად აურიეთ.

4. ხაჭოს მეორე ნაწილს გამდნარ შავ ან თეთრ შოკოლადს დაუმატებთ და ქოქოსის ფანტელს მოაყრით. ჩვენი აზრით აჯობებს თეთღი შოკოლადი გამოიყენოთ თუმცა რეცეპტის ავტორს შავი შოკოლადი აქვს მითიტებული.

Photocredit to DepositPhotos

ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ ცივი ნაღები (ნაღები და ქოქოსის ნაღები). შემდეგ ორ მასას ნაღები თანაბარი რაოდენობით დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

5. პასკის ფორმირებისთვის პლასტმასის, სილიკონის ფორმა აიღეთ და ფართო თეფშზე დადგით. ფორმას 2-3 სუფთა მარლა გადააფარეთ. ახლა ხაჭოს მასა ფორმაში მოათავსეთ, ჯერ ალუბლიანი მასა შემდეგ კი შოკოლადიანი, ეცადეთ ფორმაში მასა მჭიდროდ ჩააფინოთ. ფორმა პირამდე გაავსეთ.

Photocredit to DepositPhotos

6. ფორმას მარლა გადააფრეთ და მაცივარში ერთი დღით შედგით. დროდადრო ფორმიდან გამოსული სიტხე გადაღვარეთ.

Photocredit to DepositPhotos

7. დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ პასკა და თეფშზე გადმოიტანეთ. ფრთხილად მოხსენით ფორმა. სურვილისამებრ შეგიძ₾იათ პასკა ვარდის ფურცლებით ან ხილით მორთოთ.

Photocredit to DepositPhotos

ეს ხაჭოს პასკა ყველაზე გემრიელი ნუგბარია რომელსაც მთელი წელი ველოდები. თუ ხაჭო გიყვართ ეს რეცეპტი ნამდვიალდ მოგეწონებათ. აუცილებელი არ არის ის მხოლოდ აღდგომისთვის მოამზადოთ.