როდის და რა დროს ჩნდება ოჯახური უთანხმოება რომელიც თანაცხოვრებას ახლავს თან?! როგორ დავაღწიოთ ან ავარიდოთ მას თავი?! ამბობენ, რომ აჯობებს სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ. იმედი გვაქვს ჩვენი სტატიის გმირის ისტორია და მწარე გამოცდილება დაგეხმარებათ მსგავს პრობლემებს თავი აარიდოთ. პაპარაცის რედაქცია დღეს ერთ-ერთი ოჯახის უთანხმოებაზე მოგითხრობთ.
ოჯახური უთანხმოება
მე და ჩემი მეუღლე საკუთარი სახლის ფულს წლები ვაგროვებდით. ვალერი სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიოდა, მე კი ორ სამსახურში ვმუშაობდი და ვცდილობდი თან ასპირანტურაში სწავლაც შემეთავსებინა.
ბოლოს ჩვენი ოცნება ასრულდა. ჩვენ მიზანს მივაღწიეთ – შევაგროვეთ საკმარისი თანხა, ვიყიდეთ ბინა და რემონტიც გავაკეთეთ. მართალია ხელოსნებისთვის გადასახდელი თანხა არ დაგვრჩა, მაგრამ რემონბტი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. ასე რომ ბინაში არა მხოლოდ დანაზოგი, არამედ სულიც ჩავდეთ.
როდესაც რემონტი სრულად დასრულდა, ვალერიმ სტუმრად თავისი ნათესავების მოპატიჟება შემომთავაზა. დედამთილი სიხარულით გვესტუმრა, ჩემმა მშობლებმა კი ჩამოსვლა სამწუხაროდ ვერ შეძლეს.
საზეიმო დღეს კარგად მოვემზადე. გავაწყვე საზეიმო სუფრა, ბინა კარგად დავალაგე და მცირედი საჩუქარიც მოვამზადე პატარა დიანასთვის – მეუღლის დიშვილისთვის. შექებას არც ველოდი, თუმცა მთელი საღამო კრიტიკას ვისმენდი.
მოკლედ დედამთილის უხეშობას შევეჯახე და ვეცადე არ შემემჩნია რომ მეწყინა. ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა, დედამთილმა კი ხუმრობა დაიწყო, რომ ჩვენთან გადმოდის საცხოვრებლად და თავისი ჩვენთან გადმოსვლის პლუსების ჩამოთვლა დაიწყო.
ერთ მომენტში მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად ჟღერდებოდა და მეუღლემ მართლაც დაპატიჟა დედამისი ჩვენთან საცხოვრებლად. ამის დაშვება არ შემეძლო. მე ასეთ ცხოვრებას ვერ გავუძლებდი და ეს ხმამაღლაც ვთქვი.
რით დასრულდა ყველაფერი
დედამთილმა განაცხადა, რომ ხმის ამოღების უფლება არ მაქვს რადგან ფულის უმეტესობა ჩემმა მეუღლემ დადო ბინის საყიდლად და რემონტზეც დიდი ენერგია არ დამიხარჯავს. ბოლოს ჩვენს შორის მცირე კონფლიქტი გაჩნდა. მეუღლე დღემდე მიბრაზდება იმის გამო რომ დედამისი გავანაწყენე. არ ვიცი როგორ იქნება მომავალში, თუმცა ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ, ამიტომ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ.
როგორ ფიქრობთ მეუღლეებიდან რომელია მართალი?! თქვენ რას ურჩევდით ჩვენი ისტორიის გმირს?!