თვალის მაკიაჟი საკმაოდ საყურადღებო საქმეა. ერთი არასწორი შტრიხი და თქვენი საერთო ვიზუალი ისეთი იდეალური ვეღარ იქნება. პაპარაცის ამ სტატიასი მოგითხრობთ თუ როგორ ჩაიხატოთ თვალი ფანქრით ისე, რომ უფრო გამოხატული და მეტყველი მზერა გქონდეთ. აქ ბანალურ “ისრებზე” არ ვისაუბრებთ, უბრალოდ რამდენიმე მარტივ მაგრამ, მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ როგორც დღის, ასევე საღამოს მაკიაჟისთვის.
როგორ გავიკეთოთ თვალის მაკიაჟი – ფანქრით
თვალისთვის მეტი სიმეტყველის შესაძენად შეგიძლიათ ფანქარი ან “ლაინერი” გამოიყენოთ. ჩვენ ყურადღებას ძირითადად ფანქარზე გავამახვილებთ, რადგან მათთან მშაობა უფრო მარტივია. აჯობებს გელისებური ფანქარი აიღოთ – ის ძალიან რბილი და გამძლეა.
როგორ გავაძლიეროთ თვალის სიმკვეთრე
დაგვჭირდება მკვეთღი ფერი. ცისფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი თვალისთვის შესანიშნავია ცისფერი ფერის ფანქარი. ცისფერი ტონი ლამაზ კონტრასტს შექმნის ყავისფერ თვალებთანაც. რაში მდგომარეობს თავად ხრიკი: ქვედა ლორქოვანთან პატარა შტრიხი გავაკეთოთ, თუმცა მთელს თვალზე არა! – თველიშ შუა მესამედში, ზუსტად თვალის გუგას ქვემოთ.
მწვანეთვალება ლამაზმანებმა შიძლება ღია მწვანე ან ფირუზისფერი ფანქარი სცადონ. შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და თქვენი ფერი იპოვოთ.
როგორ გავხადოთ გამოხედვა უფრო ბრწყინვალე
ამ მიზნისთვის ბრჭყვიალებიანი გელ-ფანქარი აიღეთ. იდეალურია შამპანურის, ბრონზის, ცივი ოქროს ფერი. შტრიხი თვალის ქვედა მესამედს გაავლეთ – თვალის შიდა კუთხიდან. ფანქარი ჰაილაითერით ან ჩრდილებით გაამყარეთ.
ეს ლემენტარული ხერხი დაგეხმარებათ ხაზი გაუსვათ თვალს და მბზინვარება შემატოთ. მთავარია ყველაფერი ფრთხილად და აუჩქარებლად გააკეთოთ. ეცადეთ კოსმეტიკა ზედმეტი არ მოგივიდეთ. სასურველი ეფექტისთვის მსუბუქი შტრიხებია საჭირო.
როგორ მოვიხატოთ თვალი ღია ფერის ფანქრით
თუ გსურთ, რომ თვალი უფრო დიდი გამოჩნდეს, რძის, ღია-ხაკისფერი ან მოვარდისფრო ტონები გამოიყენეთ. მკვეთრად თეთრი ფანქარი არ გამოიყენოთ: ეფექტი არაბუნებრივი გამოვა.
შავი ფაქნარი თვალის ჭრილს უფრო ავიწროვებს და გარდა ამისა ამძიმებს გამოხედვას, გმატებთ ასაკსაც. აჯობებს მკვეთრი ქვედა ქუთუთოზე გრაფიკული ხაზებისგან თავი შეიკავოთ.
თუ თვალებზე აქცენტის გაკეთება ძალიან გსურთ, აჯობებს ყავისფერ ჩრდილებს მიმართოთ – მათი თვალის ქვედა ქუთუთოზე, გარე მხარეებზე გამოსაყენებლად.
აი ასეთი ელემენტარული ხერხები დაგეხმარებათ თვალებზე აქცენტის გაკეთებაში. მაკიაჟის ხარისხს არა კოსმეტიკა არამედ მისი დატანის სტილი განსაზღვრავს.
აჯობებს მაკიაჟის კეთებისას უმარტივეს წესს მივსდიოთ: რაც უფრო ნაკლები – მით უკეთესი.
თვქენ რომელ ხერხს იყენებთ მაკიაჟის გაკეთებისას?! აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენატრებში!