სააღდგომო პასკის ნაზი გაფორმება, რომელიც ეკლესიის მსახურს მუდარით გამოვართვი.

0
1059

სააღდგომო პასკის მორთვა ნამდვილი ხელოვნებაა. ყველას გვსურს, რომ სააღდგომო კალათა ლამაზად გამოიყურებოდეს. ძალიან საწყენია როდესაც მოსაჭიქი სითხე მთელს პასკაზე წვეთავს და მორთულობა ჩაფიქრებულს სულაც აღარ გავს. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგითხრობთ თუ რისი გამოყენება შეიძლება დეკორისთვის მსგავსი პრობლემებისგან თავის დასაღწევად. ჟელატინის მოჭიქვა და ბეზეს ყვავილები ამ შემთხვევაში წარმატების საწინდარს წარმოადგენს.

სააღდგომო პასკის მორთულობა

დასაწყისისთვის მოჭიქვას მივხედოთ. ამ სტატიაში ძალიან ამრტივ რეცეპტს გაგიზიარებთ რომელიც ჟელატინისგან მზადდება. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პასკაზე არ წვეთავს და ფორმას ინარჩუნებს. ვიზუალურად ძალიან ლამაზად და გემრიელად გამოიყურება.

ინგრედიენტები

  • 5 გრამი ჟელატინი
  • 25+50 გრამი წყალი
  • 125 გრამი შაქარი
  • მწიკვი ლიმონმჟავა
  • საღებავები და არომატიზატორები სურვილსიამებრ

მომზადების წესი

1. დასაწყისისთვის 25 გრამ წყალში 5 გარმი ჟელატინი დაალბეთ.

2. საშუალო ზომის ქვაბში ან ჯამში 50 გრამი წყალი და შაქარი შეაზავეთ. მუდმივად ურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. შაქარი სრულად უნდა გაიხსნას.

3. ცხელ სიროფში გაფუებული ჟელატინი ჩაასხით და მოურიეთ ერთგავროვანი მასის მიღებამდე.

4. სიროფი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ – ეს შეგიძლიათ ცივი წყლის აბაზანის მეშვეობით გააკეთოთ.

5. სიროფი ათქვიფეთ მიქსერით – საშუალო სიჩქარეზე. ათქვეფის შედეგად სიროფი გათეთრდება და მოცულობაში მოიმატებს. ამ ეტაპზე შეგიძლიათ მას არომატიზატორები ან საღებავები დაუმატოთ. მნიშვნელოვანი მომენტი: რაც უფრო დიდხანს ათქვეფთ მოსაჭიქ სითხეს, მით უფრო სქელი გახდება ის. თუ მყარი მასა გინდათ რომელიც არ ჩამოიწვეთება – უფრო დიდხანს თქვიფეთ.

6. თუ მოსაჭიქი მასა ზედმეტად გაგისქელდათ შეგიძლიათ სიტრუაცია გამოასწოროთ და ჭურჭელი 5-10 წამით ცხეცხლზე შემოდგათ – ამ პერიოდში მას აქტიურად უნდა ურიოთ.

7. მოსაჭიქი მასა გაცივებულ პასკაზე უნდა დაიტანოთ, არავითარ შემთხვევაში არ მორთოთ ცხელი პასკა!

თავიდან მოსაჭიქი სითხე ძალიან წებოვანია თუმცა გაშრობის შემდეგ მყარდება. ის შესანიშნავად იჭრება დანით და პასკაზეც კარგად ჩერდება.

ბეზეს მორთულობა

ახლა ბოლო შტრიხებზე გადავიდეთ. ლამაზი ყვავილების ან სხვადასხვა ფორმის პასკის მორთულობის გასაკეთებლად შეგიძლიათ შვეიცარიული ბეზე გამოიყენოთ. ბეზეს დეკორი შესანიშნავად გამოიყურება.

იმედი გვაქვს ეს სტატია კულინარიული შედევრების შექმნას შთაგაგონებთ. გემრიელ და ულამაზეს პასკებს გისურვებთ!