მნიშვნელოვანი გზავნილი სამყაროსგან: აირჩიეთ ბუდისტის გამოსახულება და გაიგეთ პასუხი

365

ბუდიზმი უძველესი რელიგიაა და ყველა ვინც მას კარგად იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ბუდისტები საკმაოდ ბრძენი და ღრმა ადამიანები არიან. რამდენიმე დღის წინ ტესტს წავაწყდით რომელიც ბუდისტებმა შეიმუშავეს და ის გამოსახულებებზეა დაფუძნებული. იქნებ გეცადათ?!

სანამ მის შესრულებას შეუდგებით, გირჩევთ კარგად მოდუნდეთ რათა დისკომფორტს ან დაძაბულობას არ განიცდიდეთ. აირჩიეთ ერთ-ერთი ბერი ისე, რომ ნახატის არსს დიდად არ ჩაუღრმავდეთ. ნუ ეცდებით ანალიზს გაყვეთ და ნურც ტავს მოიტყუებთ.

ბუდისტური ტესტი მომავლის განსასაზღვრად

ბუდისტი #1

თუ ყველაზე მეტად ეს გამოსახულება მოგეწონათ, თქვენ რაღაცით ხართ შეწუხებული და შეფიქრიანებული. ცხოვრების მოცემულ ეტაპზე დასვენებას და მოდუნებას დიდ დროს არ უთმობთ. დასვენების გარეშე კი საკუთარ თავსა და გარშემომყოფებთან ჰარმონიას ვერ მიაღწევთ. როგორ უნდა მოიქცეთ?! გაიუმჯობესეთ ძილის ხარისხი, წაიკითხეთ წიგნი – რომელსაც დიდი ხანია გვერდზე დებთ, წადით დასასვენებლად… თქვენს თავს დღეში 1-2 საათი მაინც დაუთმეთ.

ბერი #2

ვინც მეორე ბუდისტი აირჩია – მალე ცვლილებები ელის! გაიხსენეთ თუ რისი შეცვლა გსურდათ ცხოვრებაში და თამამად შეუდექით საქმეს. სამყარო აუცილებლად დაგეხმარებათ, მთავარია დაიწყოთ და გულ-ხელ დაკრეფილი არ იჯდეთ. დასაწყისში შეცდომების დაშვებისაც ნუ შეგეშინდებათ. ყოველ ნაბიჯზე უფრო გაძლიერდებით!

ბუდისტი #3

მორალურ დაცლასა და დაღლილობას გრძნობთ? თითქოს ცხოვრების ყველა ასპექტს ბზარი აქვს?! ნუ დაუჯერებთ მსგავს ნეგატიურ წინათგრძნობებს. ამის ნაცვლად აჯობებს საკუთარ აღქმაზე იმუშაოთ. ნუ მიუდგებით ხალხს ეჭვით და ეცადეთ მათში კარგის დანახვა ისწავლოთ. ნახავთ ყველაფერი როგორ დალაგდება.

ბუდისტი #4

დროა სამუშაოსგან დაისვენოთ. პროფესიული გადაწვა სახუმარო არ არის. თუ სამსახური გიყვართ გადაწვა მაინც ხდება, არაფერს ვამბობს არასაყვარელ საქმიანობაზე! ცხოვრება სამსახურით არ მთავრდება და ვერც ყველა ფულს გამოიმუშავებთ!

ბუდისტი #5

თქვენ მოთბინება არ გყოფნით. თითქოს წვრილმანია თუმცა ამაზე ჩვენი ნაბიჯებია დამოკიდებული. თქვენ ყველაფერზე იმპულსურად რეაგირებას მიეჩვიეთ და ნაჩქარევ ნაბიჯებს დგამთ. აჯობებს დაისვენოთ, ამოისუნთქოთ და კარგად გაიაზროთ ყველაფერი. ნუ იჩქარებთ! ყველაზე პატარა და თითქოს უმნიშვნელო გადაწყვეტილებებიც კი ჩვენს ცხოვრებას ცვლიან!

ბუდისტი #6

მალე თქვენ ცხოვრებაში გაჩნდება ადამიანი რომელიც დაგეხმარებათ. იყავით გახსნილი ახალი ნაცნობობისა და მოქმედებებისთვის. ისწავლეთ ინტუიციის ნდობა და მოუსმინეთ მეექვსე გრძნობას. ასეთ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები წარმატებას მოგიტანთ!

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ყველაფერი აგვიხდა! თქვენც სცადეთ! ვიზუალური ტესტი დიდ დროს არ მოითხოვს და მიგანიშნებთ თუ რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს