მრავალწლიანი მცენარეები, რომელიც აუჩქარებლად იყვავილებს ივნისიდან-აგვისტოს ჩათვლით.

695

ბევრ მებაღეს სურს ლამაზი ბაღის ქონა, ხოლო მათ რეგულარულად მოვლაზე დრო და ენერგია ყველას არ ყოფნის. ამ პრობლემის გადაწყვეტაში მრავალწლოვანი მცენარეების დარგვა დაგეხმარებათ, ისინი მთელი ზაფხულის განმავლოაბში იყვავილებენ, არ ჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა და თავისი სილამაზით რამდენიმე წლის მანძილზე გაგახარებენ.

მრავალწლოვანი მცენარეები

Photocredit to GettyImages.

იმისთვის, რომ ყვავილები დარგოთ და ნათესის მოვლა დიდი ხნით დაივიწყოთ – წინასწარ უნდა გათვალოთ მათი დათესვის ადგილები და კომპოზიცია. ამასთანავე სასურველია ისეთი ყვავილები შეარჩიოთ რომელბსაც სხვადასხვა სახეობა და ყვავილობის ვადა აქვთ თუმცა თანაბარი პირობები ესაჭიროებათ, ასეთი ყვავილების შერჩევაში პაპარაცის რედაქციის ეს სტატია დაგეხმარებათ!

ასტილბა

მებაღეების საყვარელი მცენარეა, მისი პაწაწინა აჟურული ყვავილები რომლებიც პატარა ვარდისფერ, თეთრ ან იასამნისფერ ტონებს ქმნიან – თქვენს ბაღს ივლისის დასაწყისიდან პირველ ყინვებამდე გაალამაზებენ.

Photocredit to GettyImages.

სად დავრგოთ

სახეობის მიხედვით მისი სიმაღლე შეიძლება 1-2 მეტრს აღწევდეს. ამიტომ მას ადგილი ნათესის უკანა მხარეს შეურჩიეთ. მისი დარგვის ადგილი ნოტიო და საკმარისად ჩრდილიანი უნდა იყოს. იდეალური იქნება თუ ნათესის სიახლოვეს ბასეინი ან შადრევანი იქნება.

ამ ყვავილის ღირსებებს შეგვიძლია ყინვეგამძლეობა მივაკუთვნოთ, ის ერთ ადგილას 7-20 წლის განმავლობაში შეგიძლიათ გეთესოთ. დაზამთრების ასტილბა უნდა გახსლათ და სიმაღლე გრუნტს გაუთანაბროთ.

წვრილფოთლება მზესუმზირა

მისი მკვეთრი ყვითელი ფერის ყვავილები პაწაწინა მზესუმზირებს მოგაგონებთ, თუმცა მას მიზიდულობას გრძელი და წვრილი ფოთლებიც სძენს რომელიც ჩანჩქერს მოგაგონებთ. ის შესანიშნმავი აქცენტი იქნება დაბალ ყვავილებთან. სურვილისამებრ შეგიძლიათ არეგულიროთ მისი სიმაღლეც – გასხვლის მეშვეობით.

სად დავრგათ

მისთვის ისეთი ადგილი გამოგადგებათ სადაც ღია მზე ურტყავს და ქარიანი არ არის. მცენარე ყინვის კარგი გამძლე არ არის მაგრამ, ამის კომპენსირება უხვი მულჩირებით შეგიძლიათ.

ლუპინი

უპრეტენზიო ლუპინი თავისი ულამაზესი ყვავილებით თავს მარტივად შეგაყვარებთ. მცენარე მაისი-ივნისის მონაკვეთში ყვავის, თუმცა ყვავილობის გახანგრძლივება მომჭკნარი ყვავილის გასხვლით შეგიძლიათ.

Photocredit to GettyImages.

სად დავრგოთ

ლუპინს ნიადაგის მიმართ დიდი მოთხოვნები არ აქვს, თავს კარგად გრძნობს როგორც მზეში ასევე ჩრდილშიც. მისი ფესვი მონოლითურია და მიწაში 2 მეტრამდე იზრდება. ამიტომ მცენარე აჯობებს ისეთ ადგილას დარგოთ სადაც დიდი ხნით დატოვებთ.

ნარცისი

გაზაფხულის შესანიშნავი მაცნეები – ნარცისები – ერთსა და იმავე ადგილას 3-7 წლის განმავლოაბში ყვავიან. გარდა ამისა ღია მწვანე ფერის ფოთლები დიდხანს ინარჩუნებენ დეკორატიულ მახასიათებლებს.

Photocredit to GettyImages.

სად დავრგოთ

ნარცისები მზიან და უქარო ადგილს ამჯობინებენ განსავითარებლად. თუმცა ჩრდილში უფრო დიდხანს ყვავიან. ნიადაგის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნა არც ამ ყვავილს აქვს. ცხელ ამინდში ისინი აკრგად უნდა მორწყათ. დარგვიდან პირველი ზამთარს ისინი სასურველია ტორფის ფენით დაფაროთ ან 5 სანტიმეტრის მულჩა გაუკეთოთ.

აკვილეგია

აკვილეგია თქვენს ყვავილნარს მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე დაამშვენებენ. განვითარების პირველ პერიოდში ის პირველ ფოთლებს ივითარებს, მეორე წელს რამდენიმე ყვავილს უშვებს ხოლო მთელი ძალით ყვავილობას კი ივნისი-ივლისის მონაკვეთში – მესამე წელიწადს დაიწყებს.

Photocredit to GettyImages.

სად დავრგოთ

ჩრდილში დარგული აკვილეგია უფრო მსხვილ ყვავილს გაიკეთებს. მისი დათესვა აპრილის შუა რიცხვებში ხდება. ამის წინ საჭიროა მათი სტრატიფიკაცია მოახდინოთ – ერთი თვის განმავლოაბში მაცივარში გააცივეთ.

ბაღის გვირილა

ის ჩვენს ბაღებში ხშირად შეგხვდებათ. ყვავილს ივლისიდან – ყინვებამდე. ერთ კონკრეტულ ადგილას კი 7 წლის განმავლობაში მოდის.

Photocredit to GettyImages.

სად დავრგოთ

გვირილას ღია სივრცეები მოწონს ჭარბი ნესტის გარეშე. მძიმე თიხოვანი ან ქვიშიანი გრუნტი მისთვის არ შეიძლება. მშრალ ამინდებში ის აუცილებლად რეგულარულად უნდა მორწყათ.

გერანი

პელაგრონიას ხშირად ყაყაჩო-გერანადაც მოიხსენებენ, მას ნიადაგის ხალიჩასავით დაფარვა შეუძლია თავისი ყვავილებით. გარდა იმისა, რომ ბაღს ალამაზებს, ის ნიადაგს გამოშრობისგან იცავს, ანდგურებს სარეველას და აფრთხობს ჩრჩილს.

Photocredit to GettyImages.

დატესვის შემდეგ მას განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდება. ის შეგვიძლია მრავალწლიან მცენარეებს მიავკუთვნოთ რაგდან ერთ კონკრეტულ ადგილას 15 წელი ძლებს. მისი ყვავილობა კი მაისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.

სად დავთესოთ

გვირილისგან განსხვავებიოთ ის შესანიშნავად გრძნობს თავს ჩრდილოვან ნაკვეთშიც თუმცა ნიადაგის მიმართ ძალიან მოთხოვნია. მისთვის იდელაურ ვარიანტს – ფხვიერი გრუნტი წარმოადგენს რომელსაც კარგი დრენაჟი აქვს. ახალგაზრდა მცენარისთვის ნიადაგში ტორფს, პერლიტსა და ვერმიკულიტს (ერთგვარი მინერალი) უმატებენ.

ეშოლცია ანუ კალიფორნიული ყაყაჩო

Photocredit to GettyImages.

მრავალწლოვანი მცენარე ყაყაჩოების ოჯახიდან – ნებისმიერ ბაღს გაალამაზებს თავისი ყვითელი, წითელი ან კრემისფერი ყვავილებიტ, რომელთა სიგანე დიამეტრში 5-9 სანტიმეტრს აღწევს. ეს ყვავილი მაისი დასაწყისიდან შემოდგომამდე ყვავის.

სად დავრგოთ

ეშოლცია პრეტენზიული მცენარე არ არის. ის შეგიძლიათ პირდაპირ გრუნტში დათესოთ ყოველგვარი ზედმეტი შემზადების გარეშე. ის კარგად იტანს სიმშრალეს და ბევრი რწყვისგან კი ფუჭდება. აუცილებლობის შემთხვევაში ის აჯობებს საღამოს მორწყათ როდესაც მისი ყვავილები დახურულ მდგომარეობაშია.

ხახვისთავა

ხახვისთავა მრავალწლოვანი მცენარეა რომელიც ბავშვობიდან არის ჩვენთვის ცნობილი. ისინი შესანიშნავად მეზობლობენ პიონებთან, არ ჭირდებათ ბევრი მოვლა და პრაქტიკულად მთელი წელი ყვავიან.

Photocredit to GettyImages.

სად დავრგოთ

ხახვისთავა იოლად იტანს ჩრდილს თუმცა მზიანი ადგილები უფრო მოსაწონთ. არ უყვართ ნესტის სიჭარბე და ნეიტრალურ, ფხვიერ ნიადაგს ირჩევენ. მათი ყვავილობის გაზრდა ნიადაგის განოყიერებით შეიძლება.

ჩვენს სტატიაში მოცემული ყვავილების კომბინაცია დაგეხმარებათ ისეთი ყვავილნარი შექმნათ, რომელიც განსაკუთრებული მოვლის გარეშეც გაახარებს თქვენს თვალის გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს