ფორთოხილის პასტა იმისთვის, რომ თქვენს დესერტს გაზაფხულის სურნელი ასდიოდეს

0
89

ხილი ყველას არ უყვარს, ზოგჯერ სუპერმარკეთში ფასდაკლების გამო ბევრ პროდუქტს ვყიდულობთ, შემდეგ კი არ ვიცით რა გავაკეთოთ. პაპარაცის რედაქციის ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ ფორთოხლის პასტა იმ შემთხვევაში თუ შეძენილი ხილი ზედმეტად მჟავე გამოდგა და მათი მირთმევა არავის სურს.

რა გავაკეთოთ ფორთოხლისგან

თუ სახლში რამდენიმე ფორთოხალი გაქვთ მისგან არომატული, ციტრუსის პასტის მომზადება შეგიძლიათ, მის მოსამზადებლად სულ რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი დაგჭირდებათ, თუმცა შედეგად ძალიან სასარგებლო და გემრიელ დესერტს მიიღებთ. მომზადებას ძალიან პატარა დრო ჭირდება.

Photocredit to Freepik

ინგრედიენტები

  • 2 დიდი ფორთოხალი
  • 250 გრამი შაქარი
  • მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესი

1. ფორთოხალი სოდით კარგად გარეცხეთ. არ გათალოთ! დაჭერით და თუ კურკები აქვს ამოცალეთ.

2. ფორთოხალს შაქარი მოაყარეთ და 20-30 წუთით დატოვეთ რათა წვენი გამოუშვას.

3. ფორთოხალი ჯამში მოათავსეთ და საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ხარშეთ. ბოლოს ლიმონმჟავა დაუმატეთ.

4. ფორთოხლის გაგრილებას დაელოდეთ, ზედმეტი წვენი ჭიქაში გადაასხით და მასა დააბლენდერეთ. სურვილისამებრ პასტას დარიჩინი ან მუსკატის კაკალი დაუმატეთ.

5. მიღებული მასა ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.

როგორც ხედავთ რეცეპტი ძალიან მარტივია, პროდუქტების სიაც მინიამლური გახლავთ და შედეგი კი ნამდვილად გაგაოცებთ! წვენი რომელიც ხარშვის შემდეგ შეინახეთ შეგიძლიათ ბისკვიტების დასანამად გამოიყენოთ.

პასტას შეგიძლიათ ცომს შეურიოთ ან პურზე წაისვათ. ის ხაჭოს ცომეულსაც ძალიან უხდება.

Photocredit to Freepik

როდესაც ფორთოხალს ყიდულობთ მისი კანის ფერს დააკვირდით, ის კარგი ფორთოხლისფერი უნდა იყოს და არა ყვითელი. ტკბილი ფორთოხალი უფრო მძიმეა ვიდრე მჟავე. გარდა ამისა ყურადღება მიაქციეთ ტექსტურასაც: ნაყოფი ძალიან რბილი არ უდნა იყოს.

Photocredit to Freepik

იმედი გვაქვს რეცეპტი მოგეწონათ და ჩვენს რჩევებიც გამოგადგებათ. წარმატებულ ექსპერიმენტებს გისურვებთ. გემრიელად მიირთვით!