აღდგომის დღესასაწაულის მთავარ მორთულობად სააღდგომო კვერცხი და პასკა ითვლება. ამიტომ პასკის კიდევ ერთი რეცეპტით მოგამარაგებთ. არანაირი სირთულე, უბრალოდ კიდევ ერთი უგემრიელესი რეცეპტი.
ასეთი პასკის მომზადებით თქვენს ოჯახის წევრებს კიდევ ერთ სიხარულს შემატებთ. მოდით გადავხედოთ ინგრედიენტებს და მზადებას შევუდგეთ.
ინგრედიენტები
- 1200 გრამი ფქვილი
- 500 მილიგრამი ფქვილი
- 200 გრამი კარაქი
- 9 კვერცხის გული
- 300 გრამი შაქარი
- 70 გრამი საფუარი
- 25 გრამი ვანილის შაქარი
მოსაჭიქი მასა ჟელესგან
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ჟელატინი
- 6 სუფრის კოვზი წყალი
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
მომზადების წესი
1. ჯერ ცომის და საფუარის მასა მოამზადეთ. ამისთვის თბილ რძეს 1 სუფრის კოვზი შაქარი, საფუარი, 2 კოვზი ფქვილი დაუმატეთ და ამოსაფუვებლად დატოვეთ. ახლა კვერცხის გულები შაქარში გახსენით და შეურიეთ. დაუმატეთ კარაქი, ვანილის შაქარი და ფქვილის ნარჩენები. ცომი მოზილეთ და თბილ ადგილას დადგით. ცომი ამოსვლისას ორჯერ ჩაზილეთ. მესამე ამოსვლაზე კი დაანაწევრეთ და ფორმებში მოათავსეთ. ცომი ფორმის მაქსიმუმ 1/3-ს უნდა ფარავდეს.
2. ცომი ფორმებში დატოვეთ ასაფუებლად. ამას დაახლოებით 1-1,5 საათი დაჭირდება. გააცხელეთ ქურა 180 გრადუსზე და ცომი გამოსაცხობად შედგით. მზადების პროცესს 1 საათი ჭირდება.
3. ახლა დროა ჟელატინს მივხედოთ. მას 2 სუფრის კოვზი წყალი დაასხით და გაფუებას დაელოდეთ. შაქარი 4 სუფრის კოვზ წყალთან ერთად გააცხელეთ და სრულად გახსნამდე ურიეთ.
4. ცხელ შაქრის სიროფს გაფუებული ჟელატინი დაასხით, მოურიეთ და მიქსერით ათქვიფეთ ერთგვაროვანი თეთრი ნარევის მიღებამდე. გაგრილებულ პასკას სიროფი მოასხით და ცოტახანს დაელოდეთ. ახლა კი შეგიძლიათ პასკა თქვენი გემოვნებისამებრ მორთოთ.
პასკის მორთვა ნამდვილი ხელოვნებაა. შეგიძლიათ მაღაზიაში შეძენილი მოსართავები, სახლის კრემი, მუსი ან უბრალოდ შოკოლადის ფანტელი გამოიყენოთ. ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. გახსოვდეთ, მთავარია ეს საქმიანობა სიამოვნებას განიჭებდეთ.
თუ სურვილი გაქვთ ცომს ქიშმიში ან დაჭრილი გარგრის ჩირი დაუმატეთ. შეგიძლიათ გულსართის სახით პასკაში რამდენიმე შოკოლადის ნაჭერიც მოათავსოთ.