შუა საუკუნეებში ჩემი მეგობრის დედას ნამდვილად ჯადოქრად შერაცხავდნენ! ის, ჯადოქარი ნამდვილად არ გახლავთ, ღამღამობით არც ტყეში სეირნობს და არც სხვადასხვა ნახარშებს ამზადებს. თუმცა მის მიერ მოცემული კაკაოს ნირაბი ნამდვილად სასწაულმოქმედია! ქალბატონი თავისი ასაკის მიუხედავად ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.
რა თქმა უნდა პაპარაცის რედაქციამ ეს რეცეპტი მოიპოვა და ამ სტატიაში შემოგთავაზებთ. მის ეფექტს ვერცერთი ბოტოქსი ვერ შეედრება.
ინგრედიენტები
- 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი
- 5 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- 1 სუფრის კოვზი წყალი
- 2 ჩაის კოვზი კარაქი
- 1 ცალი კვერცხის გული
მომზადებისა და მოხმარების წესი
1. ეთერზეთი და კარაქი ერთმანეთში შეაზავეთ
2. დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად შეაზავეთ ერთგვაროვნებამდე
3. დააყარეთ კაკაო და კარგად აურიეთ
4. დაასხით ცოტა თბილი წყალი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.
5. საშუალება ნოტიო კანზე დაიტანეთ: სახეზე, კისერსა და მკერდის არეში. გაიჩერეთ 20-40 წუთის განმავლოაბაში.
6. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გშრობა აცადეთ.
კაკაოში შემავალი მაგნიუმი კუნთებს ადუნებს. კოფეინი იოლად გაუმკლავდება შეშპებებს და კანს ტონუსში მოიყვანს. როზმარინის ეთერზეთი – სასარგებლო ნივთიერებებს კანის შიდა შრეებს მიაწოდებს – პირაპირ კუნთებსაც. ხელს შეუძლის კოლაგენის დაკარგვასაც.
ეფექტის მისაღებად 14 დღიანი კურსი ჩაიტარეთ. ეფექტს პირველივე ჯერზეც შენიშნავთ, თუმცა ის დიდხანს არ გაგრძელდება, ამიტომ ნიღაბი ხშირად უნდა გამოიყენოთ.
თუ ნიღბის რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია აგქვთ, მისი ჩანაცვლება სცადეთ. მაგალითად, როზმარინის ეთერზეთის ნაცვლად ევკალიპტის ან რეჰანის ზეთი გამოიყენეთ. სუნი აუცილებლად უნდა მოგწონდეთ თორემ მოდუნება გაგიჭირდებათ. საშუალება მაცივარში 3 დღით შეგიძლიათ შეინახოთ.