რატომ არ უნდა მივესალმოთ ვინმეს ან გავაწოდოთ ნივთები ზღურბლზე

0
823

ჩვენი წინაპრები ძალიან ცრუმორწმუნეები იყვნენ და ამ ცრურწმენათა უმეტესობამ ჩვენამდეც მოაღწია. ბევრი ცრურწმენა სწორედ ნივთების გადაცემას ეხება. ადამიანებს ჯერათ, რომ თუ ვინმეს იმ ნივთს მისცემთ რომელიც თქვენ გეკუთვნით – იღბალი მოგაკლდებათ. თუ გარკვეულ წესებს დაიცავთ შეძლებთ სხვადასხვა უიღბლობისა და უბედურებისგან დაიცვათ თავი. განსაკუთრებით ის საკითხია საინტერესო თუ რატომ არ შეიძლება ვინმესთვის ნივთის ზღურბლიდან გადაცემა.

ბავშვობაში ბებო ყოველთვის გვეუბებოდა, რომ სანამ რამეს ავიღებდით ან გავცემდით ზღურბლზე უნდა გადმოგვებიჯებინა ან სულაც გადაგვებიჯებინა მასზე. მაშინ ბებოს ვუჯერებდი თუმცა ზუსტად არ ვიცოდი რატომ გვთხოვდა ის ამას. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში სწორედ ზღურბლთან დაკავშირებულ ცრურწმენას განიხილავს.

რატომ არ შეიძლება ნივთის ზღურბლზე გადაწოდება და რა გვემუქრება ამ დროს

ხალხური ცრურწმენები, რომლებიც ზღურბლს უკავშირდება – უძველეს დროში გაჩნდა. იეზუიტურ რიტუალებში მიცვალებულების ფერფლს სწორედ ზღურბლში მარხავდნენ რადგან ამგვარად მათი სულები ცოცხლებს დახმარებოდნენ. თუმცა ძლიერი ნეგატიური ენერგეტიკის გამო ზღურბლის იქით ნივთებს არასდროს აწვდიდნენ.

ზღურბლი – ორ სამყაროს შორის არსებული საზღვარია: ცოცხლებისა და მიცვალებულთა სამყაროს შორის. შესაბამისად ენერგეტიკა იქ სხვადასხვაგვარია. როდესაც ადამიანები ამ პორტალი სხვადასხვა მხარეებში არიან, მისი გადაკვეთა მიცვალებულთა სულებს აფრთხობს. ამ საზღვარზე ნივთის გადაცემით იღბლის დაკარგვით ან ნივთის ამღებ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭებით რისკავთ.

თუ რაიმეს გაცემა ან აღება გიწევთ, ადამიანი სახლში შემოუშვით ან თქვენ გადით სახლიდან. არასწორი გზით მიღებული ნივთები უბედურებას მოგიტანთ. მათგან მოკლე დროში უნდა გათავისუფლდეთ.

რისი გაკეთება არ შეიძლება ზღურბლზე

ზღურბლს იქით უბრალო მიმართვაც კი შეიძლება კონფლიქტის მიზეზად იქცეს. გინდათ ვინმეს მიესალმოთ ან რამდენიმე წუთით გაესაუბროთ?! გადით სახლიდან!

არ შეიძლება ზღურბლზე ჩამოჯდომა. ეს ქმედება ნეგატიურ ჭორებს გამოიწვევს თქვენსა და თქვენს ოჯახის წევრებზე.

გინდათ თქვენი დღე მსუბუქად და წარმატებულად წარიმართოს?! მაშინ ყურადღება მიაქციეთ თუ რომელი ფეხით აბიჯებთ ზღურბლს. მარცხენა ფეხი ბევრ საზრუნავსა და სირთულეებს მოგიტანთ.

რომანტიკული ტრადიცია – პატარძლის ზღურბლზე გადაყვანა. ითვლება, რომ თუ ცოლი თავად შევა სახლში, მათი ქორწინება სირთულეებისთვის იქნება განწირული.

აკრძალულია ზღურბლზე დგომა. ღია კარში დადებით ენერგიას უშვებთ. დაცვის გარეშე კი თქვენი სახლი ცუდი ადამიანების მაგნიტად იქცევა.

საყვარელ ადამიანთან დამშვიდობებისას მას ზღურბლზე ნუ აკოცებთ. ეს კონფლიქტს, კამათსა და დაშორების პროვოცირებას გამოიწვევს.

ყოველდღიურად ჩვენს თავს სხვადასხვა რამ ხდება. ზოგიერთი მათგანი უცნაურია ზოგი კი რთული. შესაძლოა ეს ყველაფერი ხალხურ ცრურწმენებთან იყოს დაკავშირებული და მათი ახსნა რთულიც იყოს. ან იქნებ ამ ნიშნებს სამყარო ან ბედისწერა გიგზავნით?!