ოჯახში ნოდბა კომფორტული ურთიერთობების გარანტია. თუ სახლში მოსვლისას მუდმივად კონფლიქტსა და მტრულ დამოკიდებულებას აწყდებით მოდუნებას და დასვენებას ვერ მოახერხებთ. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი სხვადასხვა მენტალურ პრობლემებთან მიგიყვანთ.
ნდობა ოჯახში
ბევრს აქვს ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვეულებრივ მსგავსი პრობლემები ცარიელ ადგილზე ჩნდება და წინა გამოცდილებისთან არის კავშირში. მაგალითად ქალი რომელსაც ერთხელ მოატყუეს, მამაკაცების მიმართ ყოველთვის ეჭვით იქნება განწყობილი. თუმცა ამას უნდა ებრძოლოთ.
ეს არა სხვებისთვის არამედ საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთოთ. მუდმივი ეჭვები თქვენ ურთიერთობებს წამლავს, არ ღირს ბრმად ენდოთ ყველას თუმცა გარკვეულ დონეზე მაინც უნდა მოდუნდეთ.
ისტორია ნდობის შესახებ
ჩემმა ნაცნობმა აღმოაჩინა რომ მისი ცოლი მუდმივად დადის სადღაც. თავიდან ეს ფაქტი ძალიან აღელვებდა, რადგან ეს ყველაფერი კვირაში რამდენჯერმე მეორდებოდა. ერთხელაც მან თბილი ფეხსაცმლის მოძებნა გადაწყვიტა და კარადაში საკმაოდ საინტერესო რამ აღმოაჩინა.
ფეხსაცმლის ყუთში მეუღლეს რამდენიმე მსხვილი კუპიურა ედო. ჩემი მეგობარი გაოცდა, ცოლს არასდროს უთქვამს მისთვის რომ თანხას ინახავდა. მეორე დღეს ფული გაქრა და ცოლიც სადღაც წავიდა. მეგობრის მოთბინება ამოიწურა და მან გადაწყვიტა საყვარელ ქალს ადევნებოდა.
ქალბატონა სახლის წინ გზა გადაკვეთა და მოპირდაპირე სახლში შევიდა. მეგობარი დაელოდა ქალის სადარბაზოში შესვლას და უკან მიყვა. გაიგო როგორ მიჯახუნდა კარი მეორე სართულზე, სწრაფად ავიდა და მკაცრად დააკაკუნა, თუმცა მას კარი ცოლის საყვარელმა კი არა ვიღაც მოხუცმა ქალბატონმა გაუღო.
აღმოჩნდა, რომ ცოლმა დაინახა როგორ მიდიოდა ბებო მაღაიზაში და რადგან ბებოს პარკებით გადაადგილება ძალიან უჭირდა კვირაში ერთხელ ცოლი მას მაღაზიაში მიყვებოდა რათა მძიმე პროდუქტებისა და ნივთების მიტანაში დახმარებოდა.
პაპარაცის რედაქციისგან
ეს ისტორია საკმაოდ საინტერესოდ მოგვეჩვენა. რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს უბრალოდ დაილაპარაკონ იმ თემებზე რომლებიც აწუხებთ?! ეს ხომ გაცილებით პროდუქტიულია ვიდრე დუმილის შენარჩუნება და თვალთვალი?!