როგორ მოვჭრათ გორგლი დათესვამდე ისე, რომ კარტოფილის მოსავალი გაორმაგდეს

0
1364

გაზაფხულდა დროა შემოდგომის მოსავალზე ვიზრუნოთ. თუმცა მხოლოდ დათესვა საკმარისი არ არის და საჭიროა ბოლქვების მომზადება. თუ ამ პროცესს სწორად ჩაატრებთ მოსავალი ორმაგად გაგახარებთ. კარტოფილს დათესვამდე განსაკუთრებული მომზადება ესაჭიროება.

გამოცდილმა მებაღეებმა კარგად იციან, როგორ უნდა გააკეთონ ეს. თუ ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გაქვთ, ყურადღებით წაიკითხეთ პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული ეს სტატია და კარტოფილის თესვის სეზონს მომზადებული შეხვდებით.

Photo credit: Depositphotos

მაშ ასე, დასათესად კარტოფილის დიდი ბოლქვები უნდა მოამზადოთ და სწორად დაჭრათ.

დასათესი კარტოფილი

ზოგჯერ კარტოფილს ვთესავთ და შედეგად ისეთი წვრილი ან უხარისხო კარტოფილს ვიღებთ, რომ მხოლოდ ცხოველების გამოსაკვებად თუ გამოგვადგება. იცით როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ შედეგად მსხვილი კარტოფილი მიიღოთ? ამაში განივი ჭრა დაგვეხმარება. თუ კარტოფილს ამგვარად დაჭრით, მოსავლის რაოდენობას 30-50%-ით გაზრდით.

ეს პროცედურა მაშინ უნდა გააკეთოთ როდესაც პირველი წანაზარდები გაჩნდება. აპრილის დასაწყისი სწორედ რომ ოპტიმალური დროა ამის გასაკეთებლად.

Photo credit: Depositphotos

თუ კარტოფილი გასაღივებლად ჯერ არ გამოგიტანიათ, კარტოფილზე სწორი ჩაჭრების გაკეთებას კიდევ მოასწრებთ.

რატომ უნდა დავჭრათ კარტოფილი

როგორც სპეციალისტები ამბობენ, განივი ჭრილი რომელსაც ბოლქვის ქერქში ვაკეთებთ, მძინარე გვერდითა წანაზარდებს გააღვიძებს. ჩვეულებრივი კარტოფილის დათესვისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში საკვები ნივთიერებები უფრო თანაბრად ნაწილდება და ბოლქვს მეტი წანაზარდი გამოსდის.

Photo credit: Depositphotos

ჩვეულებრივ, შეუმზადებელი კარტოფილის დათესვა მცირე რაოდენობის წანაზარდები ბოლქვს საკვები ნივთიერებებისგან ფიტავენ და გვერდითი წანაზარდის გაჩენას უშლიან ხელს. სწორედ ამ მიზეზით იზრდება წვრილი კარტოფილი, რომელიც არც საკვებად ვარგა და არც სათესად. თავის დროზე შემზადებული კარტოფილი კარგი მსოსავლის გარანტია.

როგორ გავაკეთოთ განივი ჭრილი სწორად

ჩაჭრის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ ოდნავ ჩაჭრათ ბოლქვი განივად. შეგიძლიათ ბეჭდისებური ჩანაჭერიც გააკეთოთ მთელი კარტოფილის გარშემო. ეს პროცედურა აუცილებლად ბასრი და სუფთა დანით უნდა გააკეთოთ. დანა ყოველი ბოლქვის ჩაჭრის შემდეგ წყალში უნდა გაავლოთ.

ახლა მსხვილი კარტოფილის დათესვაზე ვისაუბროთ. მისი გარშემო შემოჭრა საკმარისი არ იქნება. ამ შემთხვევაში მისი ძირი უნდა ჩაჭრათ თითქმის ნახევრამდე.

ჩაჭრის შემდეგ კარტოფილი კონტეინერში უნდა ჩაალაგოთ და წანაზარდების გაჩენას დაელოდოთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! ჩაჭრას მხოლოდ იმ შემთხვეაში აქვს აზრი თუ კარტოფილს წანაზარდები ჯერ არ აქვს.

როგორ გავაღივოთ კარტოფილი

გაღივება შეიძლება მშრალი ან სველი მეთოდით გაკეთდეს.

Photo credit: Depositphotos

მშრალი გაღივება. საშუალო ხანგრძლივობა – 30 დღეა (20-40 დღის განმავლობაში). მნიშვნელოვანი პირობებია: შუქი და ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება. შუქზე გაღივება სასურველ შედეგს მოგცემთ: მაგარი, დაფესვიანებული და ჯანმრთელი ბოლქვები. თუ შუქი საკმარისი არ არის – წანაზარდები სუსტი და მკრთალი ფერის იქნება.

იმისთვის, რომ კარტოფილის ბოლქვი თანაბრად იყოს განათებული ისინი მაქსიმუმ 2 ფენად დაალაგეთ. ყუთები შეგიძლიათ ერთმანეთზე დაალაგოთ, თუმცა მოგიწევთ მათ რეგულარულად შეუნაცვლოთ ადგილები. ტემპერატურა პირველი 10-12 დღის განმავლობაში +18-+20 გრადუსზე უნდა შეინარჩუნოთ. შემდეგ შეგიძლიათ ტემპერატურა შეამციროთ და სასურველია თუ ის +10 – +14 გრადუსზე მაღალი არ იქნება. სწორედ ეს გააძლიერებს წანაზარდებს.

Photo credit: Depositphotos

სველი გაღივება. ამ მეთოდის გამოყენებისას ყუთებში სველი ტორფი ან ნახერხი უნდა ჩაყაროთ, ტემპერატურა კი +12 – +15 გრადუსის ფარგლებში უნდა შეინარჩუნოთ. ამ მეთოდის გამოყენებისას კარტოფილი არა მხოლოდ ღივდება არამედ ფესვიანდება კიდეც. ბოლქვი ნაკლებად კარგავს ტენს და საკვებ ნივთიერებებს. გაღივების პროცესს 15-20 დღე ესაჭიროება.

კომბინირებული გაღივება. შეგიძლიათ მესამე ვარიანტიც გამოიყენოთ – ის ორივე მეთოდის უპირატესობებს მოიცავს.

ჯერ ბოლქვები 21 დღის განმავლობაში გააღივეთ, შედმეგ კი რედესაც წანაზარდები გაუჩნდება სველი სუბსტრატი მოაყარეთ და კიდევ 10 დღე გააჩერეთ სანამ ფესვები არ გაუჩნდება.

რას ნიშნავს გახურება

გახურება – თუ კარტოფილის დროულად გამოტანა და გამზადება არ ხერხდება, ბოლქვის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ დაგრჩებათ. ამიტომ გახურების მეთოდი გამოიყენეთ. მას გასაღივებლად 3-4 დღეც ეყოფა.

Photo credit: Depositphotos

კარტოფილის ნიადაგში დათესვამდე მნიშვნელოვანია მისი წანაზარდები შევამოწმოთ. შეხედეთ: რაც უფრო მსხვილია წანაზარდი – მით უკეთესია! წვრილ წანაზარდებიანი ბოლქვები შეგიძლიათ არ დათესოთ. ასევე გადაარჩიეთ დაზიანებებისა და სხვადასხვა ლპობის ნიშნების მქონე ბოლქვებიც. თუ ბოლქვს სწორად და საგულდაგულოს შეარჩევთ უკეთესი მოსავალი გექნებათ.

ამ ყველაფრის შემდეგ ისღა დაგვრჩენია კარტოფილის ნათესს წესისამებრ მოვუაროთ და უხვი მოსავალიც არ დააყოვნებს.