ჭკუიდან გადავყავარ იმის გამო, რომ მეუღლეს ყოფილ თანამშრომელთან აქვს მიმოწერა.

334

რისი გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში თუ მეუღლეს სხვა ქალბატონთან აქვს მიმოწერა? თუ ისინი საკმაოდ პირადულ თემებზე საუბრობენ და მეუღლე გეუბნებათ, რომ ეს უბრალოდ მეგობრული საუბარია?! პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში 32 წლის ქალბატონის ისტორიას მოგითხრობთ რომელიც სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას.

Photo credit: Depositphotos

მეუღლეს სხვასთან აქვს მიმოწერა

“შეიძლება ითქვას, რომ მეუღლეში გამიმართლა. ის პრაქტიკულად იდეალურია! თუმცა ყველაზე იდეალურ ადამიანსაც აქვს რაიმე ნაკლი, ჩემი მეუღლის შემთხვევაში ეს ზედმეტ მეგობრულობას უკავშირდება. ახლა აგიხსნით თუ რას ვთვლი მის ნაკლად.

Photo credit: Depositphotos

მეუღლე მუდმივად ეკონტაქტება სხვადასხვა ქალბატონებს, მართალია მათი მიმოწერა ფლირტს არ მოიცავს მაგრამ, მათი ურთიერთობა მაინც მანერვიულებს. მაგალითად ის თითქმის მუდმივად წერს ყოფილ თანამშრომელს – თამარს. თამარი დაოჯახებულია და საზღვარგარეთ ცხოვრობს მაგრამ, მუდმივად მონაწილეობს ჩვენს ცხოვრებაში.

Photo credit: Depositphotos

თუ ჩემი მეუღლე სამსახურიდან მოდის და გზად რაიმე საინტერესო გადახდება თავს ამას მაშინვე იგებს ორი ქალბატონი – მე და თამარი! თუ მას რაიმეში რჩევა ესაჭიროება – ჩემი აზრი არ ყოფნის, ყველაფერი თამართანაც უნდა გაიაროს და მისი აზრიც გაითვალისწინოს. ეს ყველაფერი კი ძალიან მაღიზიანებს.

Photo credit: Depositphotos

როგორც ქმარი ის იდეალურია, ყურადღებას არ მაკლებს, მუდმივად დავყავარ კინოში, თეატრში, რომანტიულ ვახშამზე. ვიცი, რომ ჩემი დამოკიდებულება შეიძლება სულელური იყოს და ალბათ ეგოისტურიც მაგრამ, მეორე ქალის არსებობას მაინც ვერ ვეგუები. რატომ არ ყოფნის მას მხოლოდ ჩემი აზრი? რა საჭიროა თამართან მიმოწერა?”

პაპარაცის რედაქციის რჩევა

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ოჯახური ურთიერთობები ნდობასა და პარტნიორის მიღებაზეა დამოკიდებული. ალბათ ურიერთობების დასაწყისში მეუღლის მეგობრულობა ისტორიის გმირს ღირსებად ეჩვენებოდა ახლა კი ეს ყველაფერი აღიზიანებს. რა შეიცვალა დროთა განმავლობაში?!

Photo credit: Depositphotos

ყველაფერი ძალიან მარტივია. ქორწინებაში საყვარელი ადმაიანის მიმართ მესაკუთრეობის გრძნობა მძაფრდება და სურვილი გვიჩნდება ის არავის გავუყოთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და მისთვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

Photo credit: Depositphotos

თუ მეუღლე მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს ქალბატონებთან ის ამგავარად გარკვეულ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს. თუ ქმარი დაშვებულ ნორმებს არ სცილდება რატომ უნდა ინერვიულოთ ამაზე?

Photo credit: Depositphotos

ერთადერთი შეგიძლიათ მეუღლეს თხოვოთ, რომ უცხო ადამიანთან პირადულ თემებზე არ ისაუბროს. თუმცა თუ თამარი ქალბატონისთვის უცხოა, მეუღლისთვის საკმაოდ ახლობელ მეგობრად ჩაითვლება.

არ შეიძლება უბრალოდ ავდგეთ და საყვარელ ადამიანს მეგობრებთან ურთიერთობა ავუკრძალოთ. თუმცა შეგიძლიათ სცადოთ და მას გულწრფელად ესაუბროთ და უბრალოდ თხოვოთ, რომ თქვენთვის ძალიან პირადულ თემებს სხვებთან საუბარში არ შეეხოს.

თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს