რაზე არ დარდობენ გერმანელები ჩვენ კი მუდმივად ვნერვიულობთ

0
967

თუ ვინმე გკითხავთ თუ როგორ ცხოვრობენ გერმანელები, პირველ რიგში ალბათ უმარტივესი პასუხი მოგივათ აზრად – კარგად! ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, ჭკვიანი მოსახლეობა, ნორმალური კლიმატი… თავად გერმანელები ევროპის სხვა მაცხოვრებლებისგან დიდად არ განსხვავდებიან, თუმცა გარკვეული განსხვავებები მაინც არსებობს.

Photo credit: Depositphotos

ტრადიციები, ცხოვრებისეული წყობა და თავიანთი წესები მათ ჩვენი მოსახლეობისგან ძალიან განასხვავებთ. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში ზოგიერთ გერმანულ ჩვევას განიხილავს რომლებიც ჩვენ არ გვაქვს.

ძაღლები

გერმანელებს თავიანთი შინაური ცხოველები ძალიან უყვართ, განსაკუთრებით კი – ძაღლები. გერმანელები სისუფთავეს აფასებენ და ძაღლებსაც განსაკუთრებულად უვლიან. მაგალითად გერმანიაში ძაღლებს თითქმის ყველგან უშვებენ. ისინი თან დაყავთ მაღაზიებში, საპარიკმახეროებში და კაფეშიც კი. დაწესებულების მფლობელები ხშირად კვებავენ ძაღლებს – თუ მისი პატრონი წინააღმდეგი არ არის.

Photo credit: Depositphotos

ცოტა ხნის წინ კი ძაღლის წაყვანა საავადმყოფოშიც კი ნებადართული გახდა. ამბობენ, რომ ეს ავადმყოფს სტრესის დაძლევაში ეხმარება.

გათბობა

არავისთვის არის საიდუმლო, რომ კომუნალური გადასახადები ევროპაში ფანტასტიურად მაღალია, თუმცა ისიც იციან რომ გერმანელები საკმაოდ ეკონომიური ხალხია. ამასთან დაკავშირებით გერმანიაში ოთახის ტემპერატურა არასდროს ცდება 18 გრადუსს. ბატარეა შემდეგნაირად მუშაობს: თბება განსაზღვრულ ტემპერატურამდე და ამ ტემპერატურას ინარჩუნებს, შესაბამისად უფრო ეკონომიურიც გამოდის. თუმცა ეს ტემპერატურა კომფორტული ნამდვილად არ გახლავთ, ასე, რომ სახლში თბილად ჩაცმულს მოგიწევთ ყოფნა.

Photo credit: Depositphotos

გემრანელები ბატარეას მხოლოდ მაშინ რთავენ როდესაც ყველა ფანჯარა დაკეტილია.

ჰობი

კიდევ რა აერთიანებთ გერმანიის მაცხოვრებლებს?! მცენარეების და ფეხბურთის სიყვარული! მებაღეობაში გერმანიის მიღწევების შესახებ ცოტამ თუ იცის. რიგით გერმანელსაც კი სახლში უამრავი მცენარეები აქვს. განსაკუთრებით კი თუ სახლს აივანი აქვს.

Photo credit: Depositphotos

კიდევ ერთი გერმანული ჰობი ლუდის სმაა.

კარტოფილი

გასაოცარია თუმცა სიმართლეა. ჩვენ ვფიქრობდით რომ კარტოფილი ძალიან გვიყვარს და მასში კარგად ვერკვევით, თუმცა გერმანელებს მაინც განსაკუთრებული მიდგომა აქვთ. მათ კარტოფილის სამი სახეობა აქვს – Mehligkochend – რბილი და სახამებლიანი, კარგია პიურესთვის. Festkochend – პირიქით, თითქმის სახამებლის გარეშეა და იდეალურია გრილზე მოსამზადებლად. Vorwirgend festkochend – საშუალო სახეობა. კარგია ნებისმიერი კერძისთვის, ყველაზე ხშირად მას წვნიანებში იყენებენ.

Photo credit: Depositphotos

გასაყიდი კარტოფილი სპეციალურ ტომრებში ნაწილდება. გერმანელებს ვერც კი წარმოუდგენით როგორ უნდა აარჩიონ კარტოფილი ცალობით.

ხმაური

გერმანიაში ხმაური არ შეიძლება. მათ სიჩუმე უყვართ. ისინი ადრე იძინებენ და ძალიან ადრე იღვიძებენ. თუ ღამით ვიღაც მუსიკას ხმამაღლა ჩართავს მეზობლები პოლიციას მიმართავენ. პოლიციაც რა თქმა უნდა არ დააყოვნებს და აგილზე ძალინ სწრაფად გაჩნდება. სარეცხ მანქანას საღამოს ვერ ჩართავთ, ეს ყველაფერი ადრე უნდა გააკეთოთ.

Photo credit: Depositphotos

გერმანელები თავიანთი ცხოვრების წესით ცდილობენ თვითონაც კომფორტულად იცხოვრონ და არც სხვებს შეუშალონ ხელი. ეს წესები ჩასულ ემიგრანტებს და სტუმრებსაც ეხებათ. მაგალიტად ექიმებისთის სულერთია ვის დაეხმარებიან ადგილობრივს თუ უცხოელს. თუ რაიმე სერიოზული მოხდება ყველაფერს წამში გამოასწორებენ!