მშობლებს ორი ბინა აქვთ, ჩვენ კი 3 შვილით ნაქირავებ სოროში ვცხოვრობთ

428
Photo credit: Depositphotos

როცა ახალგაზრდა და უზრუნველი ხარ, საცხოვრებელი პირობები დიდად არ გადარდებთ. ბინის ხშირი ცვლა ამ დროს პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, როცა შვილები გაგიჩნდებათ, საცხოვრებლის ძიება ნამდვილ პრობლემად იქცევა ხოლმე. ოჯახები, რომლებსაც ბინის დაქირავება და ბავშვებით გადასვლა უხდებათ, ამას მშვენივრად გაიგებენ.

Photo credit: Depositphotos

როცა ოჯახს შეიძენთ, გინდებათ, უკვე აღარ იფიქროთ იმაზე, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გთხოვონ გასახლება. სწორედ მაშინ იწყებ ვარიანტების ძებნას. ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირმა თავმოყვარეობას გადააბიჯა და მშობლებს მიმართა. Paparazzi.ge-ის რედაქცია ამ ცხოვრებისეულ ჩანასახს გთავაზობთ.

საცხოვრებლის ძიება

“მე და ჩემი ქმარი უკვე 10 წელია, ნაქირავებ ბინებს ვიცვლით. უნდა ითქვას, რომ ამაში ძალიან არ გვიმართლებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, უკვე ოთხჯერ გადავედით საცხოვრებლად. ერთმა მფლობელმა ბინის გაყიდვა გადაწყვიტა, მეორემ განაცხადა, რომ მეზობლებს ხმაური აწუხებდა. ჩვენ კი, ამ მომენტში, 3 შვილი გვყავს.

Photo credit: Depositphotos

სახლის ძებნა ნამდვილი კოშმარია. როგორც კი მფლობელს ეტყვი, რომ 3 შვილი გყავს, მაშინვე აორთქლდება და ზარებზე აღარ გპასუხობს. ჩვეულებრივ, მსგავსი ვარიანტები ძვირიც ღირს. თვითონ გადასვლის პროცესიც ერთი ხლაფორთი და ხარჯია. ბოლო გადასვლის შემდეგ, ფული თითქმის აღარ დაგვრჩა. 1 თვე წიწიბურასა და მაკარონზე ვიცხოვრეთ.

Photo credit: Depositphotos

ამ დროს კი ჩემს მშობლებს 2 ცარიელი ბინა აქვთ. ძალიან თავისებური მშობლები მყავს. არასდროს არაფრით მეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვარ. მამა ამბობს, რომ ყველაფერს თვითონ უნდა მივაღწიო. არადა, ეს ბინები თვითონაც მემკვიდრეობით მიიღეს. რაღაც დროის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ გაქირავებას უპირებდნენ. თუმცა, ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ცარიელი ჰქონიათ. დედამ თქვა, რომ ენანებათ რემონტის გაფუჭება, რომელიც ახლახან გააკეთეს.

Photo credit: Depositphotos

მშობლებთან საუბარი

ბოლო გადასვლის შემდეგ, დედასთან საუბარი გადავწყვიტე. უკვე აღარ შემიძლია ასე ცხოვრება, ზედმეტი ერთი თეთრის დახარჯვის საშუალება არ მაქვს. მასთან მივედი, როცა მამა სახლში არ იყო. პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვით გარეშე ვთხოვე, თუ შეიძლებოდა ერთ-ერთ ბინაში გადასვლა, ნაქირავებ სოროებში რომ აღარ გვერბინა. სიტუაცია ავუხსენი, ვუთხარი, როგორი რთული იყო 3 ბავშვით სახლის გამოცვლა.

Photo credit: Depositphotos

დედაჩემს ძალიან გაუკვირდა ჩემი ასეთი თხოვნა, მაგრამ ბოლომდე მომისმინა. შემდეგ კი უბრალოდ მითხრა: “არა, იქ ვერ გადახვალთ.” ყოველგვარი არგუმენტის, ახსნის გარეშე, უბრალოდ ვერ გადახვალთო და მორჩა. ვამბობ, რომ ძალიან გვიჭირს, ბინები კი მაინც ცარიელია. მითხრა, რომ თვითონ ვართ ამაში დამნაშავე. რომ ამდენი ბავშვი არ უნდა გაგვეჩინა.

Photo credit: Depositphotos

და ასე ყოველ ჯერზე, როცა დახმარებას ვთხოვ. მამა ამბობს, რომ ჯერ სახლის საყიდლად უნდა დაგვეგროვებინა ფული და ბავშვები მერე გაგვეჩინა. დედა ამატებს, რომ ერთი შვილიც გვეყოფოდა. იმის ახსნა, რომ ჩვენ ყოველთვის გვინდოდა დიდი ოჯახი, და ის ფაქტი, რომ პირველი შვილი 28 წლის ასაკში გავაჩინე, მათ არ ადარდებთ.

ყველაფერი მესმის, მაგრამ ვერაფრით ვიგებ, რატომ არ უნდათ ჩემი დახმარება? მე ხომ უცხო არ ვარ, არც უსარგებლო და იმედგადაწურული. ვცდილობ მუშაობას, შეძლებისდაგვარად, ვზოგავ ყოველ თეთრს, თუმცა, ბევრს ვერაფერს დაზოგავ, როცა 3 ბავშვი გყავს. არ ვამბობ, რომ მშობლები შვილებს ყოველთვის ყველაფერში უნდა ეხმარებოდნენ, თუმცა, ხომ შეიძლებოდა, ერთხელ მაინც დაეჭირათ ჩემთვის მხარი ამ რთულ სიტუაციაში? არ ვიცი, როგორ მოვიქცე და რა ვთქვა. მეტი აღარ შემიძლია.

Photo credit: Depositphotos

რედაქციის აზრი

ხშირად, ისტორიებში რთულია იმის გაგება, თუ ვის უნდა დაუჭირო მხარი. ჩვენი აზრით, მშობლები ძალიან ეგოისტურად ექცევიან თავიანთ ქალიშვილს. მის დასახმარებლად რამის მსხვერპლად შეწირვა რომ სჭირდებოდეთ, მაშინ შეიძლებოდა მათი გაგება, მაგრამ ასე არაა. მათ უბრალოდ არ უნდათ ქალიშვილისთვის დახმარების ხელის გაწოდება, რადგან ფიქრობენ, რომ ასე ისწავლის ცხოვრებას.

არადა, ყველას აქვს რთული სიტუაციები, რთული პერიოდი ცხოვრებაში. სწორედ ამ მომენტებში უნდა იყო დარწმუნებული, რომ ოჯახი დაგეხმარება. სხვა ვისი იმედი უნდა გქონდეს, თუ არა ახლობლების? ძალიან მეცოდება ეს ქალი, რადგან, დიდი ალბათობით, მშობლებისგან დახმარებას ვერც მომავალში მიიღებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორად იქცევიან მშობლები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს